NFT-ების სახეობები და მათი თავისებურებები

ფოტო - NFT-ების სახეობები და მათი თავისებურებები
NFT-ების მრავალმილიარდიანი ინდუსტრია განვითარებას აგრძელებს. NFT ტექნოლოგიის გამოყენების სულ უფრო მეტი იდეა ჩნდება.
არაჩანაცვლებადი ტოკენები შეიძლება იყოს როგორც რეალური რესურსების ტოკენიზებული ვერსია (როგორიცაა ხელოვნების ნიმუშები), ისევე მთლიანად ციფრული პროდუქტიც. იმის გამო, რომ NFT ტოკენების ერთმანეთში გაცვლა არ შეიძლება, ისინი ხშირად გამოიყენება საკუთრების უფლებების დასადასტურებლად და გარკვეული აქტივის ავთენტურობის დასამტკიცებლად.

სპორტული NFT კოლექციები

სპორტული NFT ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული NFT კატეგორიაა. ამ ტიპის არაჩანაცვლებადი ტოკენები მოიცავს ტრადიციული სპორტული ნივთების გარდაქმნას საკოლექციო NFT ბარათებად. ფანები ყიდულობენ, ყიდიან და ვაჭრობენ სპორტულ სამახსოვრო ნივთებით. NFT ბარათების ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1,4 მილიარდი აშშ დოლარია. ყველაზე ცნობილი NFT ამ სეგმენტში არის NBA Top Shot.
წყარო: NBA Top Shot Showcases

წყარო: NBA Top Shot Showcases

სათამაშო NFT

ისინი ასევე GameFi-ს სახელითაა ცნობილი. ონლაინ თამაშები პერსონაჟის გაუმჯობესებისთვის ყოველთვის გვთავაზობდნენ თამაშის შიდა რესურსებს, როგორიცაა იარაღი და ჯავშანი, რომელთა შეძენაც შესაძლებელია თამაშის დეველოპერისგან ან პლატფორმაზე NFT-ების სახით.

პოპულარული მაგალითები, როგორიცაა Axie Infinity, Gods Unchained და Stepn, მომხმარებლებს თავიანთი ჯილდოების საკუთრების უფლებას, ასევე თამაშში მიღებული შემოსავლების გაყიდვისა და  ვაჭრობის საშუალებას აძლევს.
წყარო: Gods Unchained

წყარო: Gods Unchained

მუსიკალური NFT

მუსიკის მოყვარულებს შეუძლიათ იყიდონ, გაყიდონ, გაცვალონ  მუსიკა და იყიდონ კონცერტის ბილეთები. მუსიკალური NFT-ები საშუალებას გაძლევთ ახლებურად ადევნოთ თვალყური საყვარელი შემსრულებლის შემოქმედებას და სიმღერის ან ალბომის ნაწილის ფლობით, მასში ინვესტიცია ჩადოთ. მათ შეუძლიათ დაამყარებინონ ახალი ურთიერთობები შემსრულებლებსა და თაყვანისმცემლებს შორის.
წყარო: BeInCrypto

წყარო: BeInCrypto

არტ NFT

მხატვრებს შეუძლიათ თავიანთი ხელოვნების ნაწარმოებებიდან NFT-ები შექმნან. ციფრული ილუსტრაცია NFT-ის ყველაზე პოპულარული სახეობაა. არის გარკვეული ბაზრები, რომლებიც მხოლოდ ციფრული ხელოვნებითაა დაკავებული, მაგალითად Foundation და Nifty Gateway. NFT-ის უმსხვილეს გაყიდვად 91,8 მილიონ დოლარად "The Merge" ციფრული ილუსტრაციის გაყიდვა იქცა.
NFT “The Merge”

NFT “The Merge”

PFP NFT

NFT პროფილის გამოსახულება (შემოკლებით PFP) არის NFT, რომელიც ხშირად გამოიყენება ციფრული ავატარის სახით პიროვნების პროფილის სურათისთვის სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით Twitter-ზე.

ამ ტიპის ყველაზე ცნობილი NFT დღეს არის Bored Ape Yacht Club (BAYC). NFT კოლექციაში ყველაზე ძვირადღირებული კი არის Bored Ape #8817 დახრილი თვალებით, რომელიც 3,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ერთ-ერთი ასეთი NFT-ის ფლობის მთავარი უპირატესობა ხშირად არის წვდომა ექსკლუზიურ NFT საზოგადოებებზე და მომავალ ბონუსებზე (როგორიცაა აირდროპები ან სხვა ჯილდოები). მაგალითად, Bored Ape თქვენ გაქცევთ კლუბის წევრად, რომელშიც შედიან ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა ჯიმი ფელონი, მადონა და პერის ჰილტონი, ასევე საშუალებას გაძლევთ დაესწროთ რეალურ წვეულებებს, როგორიცაა ApeFest და NFT-ის თემატიკის მქონე სხვა ღონისძიებები. ვინაიდან მეტავერსი განვითარებას განაგრძობს, PFP-ის პოპულარობა, სავარაუდოდ, ამ პლატფორმებზეც გაიზრდება.
წყარო: OpenSea (Bored Ape №8817)

წყარო: OpenSea (Bored Ape №8817)

Fashion NFT

NFT-ის შეთავსება რეალურ მოდასთან თაყვანისმცემლებს სთავაზობს დიზაინის უნიკალურ გამოცდილებასა და შესაძლებლობას, გამოიყენონ საყვარელი ბრენდები ახლებურად. ეს ინოვაცია მოდაში ასევე მოიცავს ვირტუალური რეალობის ელემენტების გამოყენებას ტანსაცმლის მოსაზომად გაფართოებული რეალობის პარამეტრებში. 

წამყვანმა ბრენდებმა Tommy Hilfiger და Dolce & Gabbana გამოუშვეს ციფრული ტანსაცმლის კოლექციები, რომლებიც NFT-ების სახით იყიდება. მათი ტარება შესაძლებელია თქვენს ავატარზე Decentraland-ის მეტავერსის პლატფორმაზე.
“Dolce & Gabbana-ს” ციფრული ტანსაცმელი

“Dolce & Gabbana-ს” ციფრული ტანსაცმელი

NFT ბილეთები

ეს NFT გამოიყენება ციფრული ტოკენების დასაკავშირებლად ჯილდოებთან ან პრივილეგიებთან, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რეალურ სამყაროში: დასწრება კონფერენციებზე, კერძო წვეულებებზე, კონცერტებზე და ა.შ.

ღონისძიების მენეჯერებს NFT ბილეთების გარკვეული რაოდენობის მოჭრა შეუძლიათ. ვინაიდან NFT ბილეთები დაფუძნებულია ბლოკჩეინის ქსელზე, მათი ავთენტიფიკაცია მარტივად ხდება, ხოლო მათი უცვლელი ბუნება ბოროტმოქმედებს ყალბი ბილეთების შექმნის ან გავრცელების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ღონისძიების ორგანიზატორებსა და არტისტებს შეუძლიათ მიიღონ სარგებელი NFT ბილეთების გაყიდვის სისტემიდან, პირველად და მეორად ბაზარზე ბილეთების გაყიდვაზე მეტი კონტროლის მოპოვებით და ერთდროულად ფანებთან გრძელვადიანი ურთიერთქმედების დამყარებით.
წყარო: qrcode-tiger.com

წყარო: qrcode-tiger.com

დომენ სახელები

დომენ NFT ერთადერთი დომენია, რომელიც ერთი NFT-ით არის წარმოდგენილი. ის აერთიანებს ორ საკვანძო კონცეფციას: კრიპტოსაფულის მისამართებსა და ვებგვერდებს, რომლებიც დაცულია ცენზურისგან. დომენის სახელების შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა NFT ბაზრებზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი დომენ სახელი Unstoppable Domains-ის პლატფორმის გამოყენებით.
დომენების ფასები Unstoppable Domains-ზე

დომენების ფასები Unstoppable Domains-ზე