რა სურს სინამდვილეში SEC-ს და რატომ ვერ მიიღებს ამას

ფოტო - რა სურს სინამდვილეში SEC-ს და რატომ ვერ მიიღებს ამას
FTX-ის კრახის შემდეგ, SEC-ს სურს, აიძულოს ბირჟები, მხოლოდ რეგულირებადი ტოკენებით ივაჭრონ. საკითხავია, ასეთებს სად იპოვიან.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) მთლიანად ფოკუსირებულია იმაზე, რომ ციფრული აქტივების ფასიან ქაღალდებად აღიაროს.
მე ვთვლი, რომ კრიპტობაზარზე არსებული თითქმის 10,000 ტოკენიდან, აბსოლუტური უმრავლესობა ფასიანი ქაღალდებია
, - ამბობს SEC-ის თავმჯდომარე გარი გენსლერი.
გენსლერის არგუმენტები ეყრდნობა როგორც ეგრეთ წოდებულ ჰაუის ტესტს, ასევე მონეტების საწყისი განთავსების პროცესს (Initial Coin Offering, ან ICO). როგორც სახელწოდებით, ასევე არსით, ის IPO-ის (Initial Public Offering - აქციების პირველი საჯარო გაყიდვა) აღრევამდე მსგავსია. 

განსხვავება ისაა, რომ კაპიტალის მოსაზიდად, IPO-ს მსვლელობისას კომპანია დეტალურ შემოწმებას ექვემდებარება. მან უნდა შეასრულოს  მთელი რიგი მოთხოვნები და დაიცვას მრავალი წესი. ეს საწარმოს იურისტებისა და ფინანსური ექსპერტების რთული, ძვირადღირებული და ხანგრძლივი სამუშაოა. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად IPO-ზე ასობით კომპანია გადის.

დაფინანსების მოსაზიდად ვენჩურულ კაპიტალისტს დამაჯერებელი ბიზნესმოდელი სტარტაპმაც კი უნდა წარუდგინოს. პროექტის დეველოპერებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მას ექნება დამატებითი ღირებულება, კლიენტები და შემოსავალი.

SEC-ს კატეგორიულად არ აწყობს, რომ ყველა ამ ეტაპს ციფრული აქტივების ემიტენტები მარჯვედ უვლიან გვერდს. ისინი კომისიის მოწონებას არ იღებენ. კრიპტოვალუტის ICO-სთვის დეცენტრალიზებულ ბირჟაზე, არანაირი შემოწმება არ არის საჭირო. ხდება ისეც, რომ ტოკენის დეველოპერები კრიპტობირჟებს უხდიან მონეტებით, რომლებიც პრემაინინგის დროსაა მოპოვებული. SEC შოკირებულია 2022 წლის გახმაურებული კრიპტოგაკოტრებებით და გადაწყვეტილი აქვს,  ციფრული აქტივების რეგულირებას ნებისმიერი გზით მიაღწიოს.

ამავდროულად, კრიპტოკომპანიების არგუმენტები სწორედაც შესაბამისი კანონმდებლობის არასრულყოფილებას უკავშირდება. 

ის ორაზროვანი და სადავოა. თუ SEC თვლის, რომ კრიპტოში თითქმის ყველაფერი ფასიანი ქაღალდებია, მაშინ კრიპტოინდუსტრია თვლის, რომ აქ ფასიანი ქაღალდების მსგავსიც კი არაფერია.

ამავდროულად, არამრავალრიცხოვანი დეველოპერები კვლავ ცდილობენ, დაარეგისტრირონ თავისი ტოკენები SEC-ში და აწყდებიან იმას, რომ  არსებული პროცედურა არ არის ადაპტირებული ციფრული აქტივების სპეციფიკასთან. დოკუმენტებში არსებული ხარვეზების გამო SEC რეგისტრაციის პროცესს დაუყოვნებლივ აჩერებს. ზოგჯერ საქმე კომისიის მიერ ინიცირებული სასამართლო დავებით მთავრდება. გასაგებია, რომ მასთან თანამშრომლობის მსურველი პრაქტიკულად არ არსებობს.

გასული ხარული ტრენდის დროს გამჭვირვალე და მისაღები წესების შემოთავაზების ნაცვლად, გენსლერი, 2022 წლის FTX-ის კრახის შემდეგ, გაუმართლებლად მწვავედ რეაგირებს. სამწუხაროდ, მარეგულირებელთან დისკუსიების დრო დავიწყებას მიეცა. SEC ნათლად აჩვენებს თავის განზრახვას, ბირჟებზე მხოლოდ რეგისტრირებული მონეტები დატოვოს.

პრობლემა ის არის, რომ რეგისტრაციის არსებული წესები პრაქტიკულად არ ტოვებს შანსებს ტოკენების უმეტესობის ლეგალიზაციისთვის. ზედმეტად რადიკალური მოქმედებით, SEC არა მხოლოდ კრიპტობაზრის განადგურების, არამედ ტრადიციული ფინანსური ინდუსტრიის სერიოზული დისბალანსის რისკს ქმნის.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ გენსლერი დათანხმდეს კიდევ ერთი ფინანსური კრიზისის მამობას. ეს კი  ნიშნავს, რომ მხარეებს მოუწევთ უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელ კომპრომისებზე წასვლა.