A0K1VERSE: რად უნდა დიჯეის საკუთარი მეტავერსი?

ფოტო - A0K1VERSE: რად უნდა დიჯეის საკუთარი მეტავერსი?
სტივ აოკი არის დიჯეი, პროდიუსერი და გახმოვანების მსახიობი, რომელიც წლების განმავლობაში პოპულარობას ინარჩუნებს. მაგრამ მისი ცხოვრება მარტო გამოსვლებს არ მოიცავს. რას ნიშნავს NFT ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ლეგენდისთვის?
სტივ აოკი მუსიკალურ ინდუსტრიაში 1996 წლიდან არის. სულ რაღაც 19 წლის ასაკში მან დააარსა საკუთარი ხმისჩამწერი კომპანია "Dim Mak Records". ამ 26 წლის განმავლობაში მუსიკოსი უშვებდა სოლო სტუდიურ ალბომებს, თანამშრომლობდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიცაა Lady Gaga, Linkin Park, Fall Out Boy და BTS, ახმოვანებდა ანიმაციურ ფილმებს და უშვებდა ტანსაცმლის, მზის სათვალეებისა და ყურსასმენების კოლექციებს.

მიუხედავად ამ მრავალფეროვანი აქტივობისა, აოკიმ გადაწყვიტა, თავისი კვალი Web3-ის სივრცეშიც დაეტოვებინა. ამ სამყაროში დიჯეი ცნობილია, როგორც NFT კოლექციონერი და უნიკალური პროექტის, A0K1VERSE-ის შემქმნელი.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

რა არის A0K1VERSE?

a0k1verse.xyz-ის აღწერილობის მიხედვით, პროექტი წარმოადგენს ახალ ეკოსისტემას, რომელიც მეტავერსს რეალურ სამყაროსთან აერთიანებს. ამ საზოგადოების წევრებს ელოდება უნიკალური გამოცდილება როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ სამყაროში.

პროექტის მისიაა, Web3-ის სივრცეში ორიენტაციაში დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც აქ ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამენ და საზოგადოების ყველა წევრისთვის სტუმართმოყვარე გარემო შექმნას. 
"ჩვენ საერთო მიზნის გრძნობა გვაქვს, მხიარულად ვატარებთ დროს და ვცდილობთ, ვიყოთ სიკეთის ძალა მსოფლიოში
, - ნათქვამია a0k1verse.xyz-ზე.
პროექტი დაფუძნებულია A0K1VERSE-ის კრედიტებსა და პასპორტებზე. კრედიტები არის ERC-1155 ტოკენები, რომელთა ჯამური მიწოდება 50 000-ს  შეადგენს. აქედან 25 000 განკუთვნილია საწყისი საჯარო გამოშვებისთვის, ხოლო დანარჩენი 25 000 საზოგადოების წევრებს შორის ჯილდოს სახით გადანაწილდება.

საზოგადოების წევრებს შეძენილი კრედიტები შეუძლიათ პასპორტებში გადაცვალონ და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. A0K1VERSE-ის პასპორტი არის საშვი მეტავერსში და დინამიური NFT-ა, რომელიც მისი მფლობელის აქტივობის მიხედვით ვითარდება.

პროექტში წარმოდგენილია პასპორტების ექვსი დონე: ინფრაწითელი, ელექტრო მწვანე, ნეონის ლურჯი, ულტრაიისფერი, ფანტომი და პრიზმული. თითოეული მათგანისთვის საჭიროა, გადაიხადოთ სხვადასხვა რაოდენობის კრედიტი - ერთიდან 1024-მდე. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი დონის პასპორტების მისაღებად უზარმაზარი ფულის ეგრევე გადახდა საჭირო არ არის.  მომხმარებლებს შეუძლიათ, განაახლონ საშვი კრედიტების თანდათანობით დამატებით, ან რამდენიმე პასპორტი უფრო მოწინავე საშვში გააერთიანონ.

A0K1VERSE-ის პრივილეგიები

რა ჯილდოები მოამზადა საზოგადოების წევრებისთვის სტივ აოკიმ? პასპორტის დონიდან გამომდინარე, A0K1VERSE-ის ბინადრები იღებენ შემდეგ უპირატესობებს:

  • წვდომა Discord-ის პირად არხზე კოლექციონერებისთვის;
  • გაყიდვების დაწყებამდე ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის წვდომა სტივ აოკის ყველა კოლექციაზე, NFT-ს ზოგიერთ პროექტზე, ასევე Dim Mak Collection-ის მერჩზე და კოლაბორაციებზე. 
  • წვდომა ჩატზე სტივ აოკისთან და მუსიკალური ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, ასევე Web3;
  • აოკის ექსკლუზიური მუსიკის, გამოუქვეყნებელი კომპოზიციების  მოსმენა;
  • ინსაიდერული ინფორმაცია NFT-ის შესახებ, ინდუსტრიის ახალი ამბები;
  • უფასო ზარაფხანები სტივ აოკის შერჩეულ NFT კოლექციებზე, NFT-ის ერთობლივი შექმნა;
  • აოკის კონცერტებზე დასწრება საგრიმიოროს, სცენისა და დიჯეის პულტის დათვალიერების შესაძლებლობით;
  • კერძო ექსკურსია აოკის თეატრში;
  • ორიგინალური ტრეკის შექმნა სტივთან ერთად, დახურული WhatsApp-ის ჯგუფი მასთან და ა.შ.

ღირს თუ არა A0K1VERSE-ში ინვესტირება? თუ მოგწონთ ელექტროდენსი, ელექტროჰაუსი და დაბსტეპი, მაშინ სავსებით! ყოველ შემთხვევაში, აოკის ბევრ ფანს ეს წინადადება მოეწონა: კრედიტების კოლექციის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 873 ETH-ის შეადგენს, პასპორტებისა კი - 282 ETH-ს.