ნეიროქსელი იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა!

ფოტო - ნეიროქსელი იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა!
იტალიის პარლამენტის სხდომაზე სენატორი მარკო ლომბარდო სიტყვით გამოვიდა, რომელიც მთლიანად ხელოვნურმა ინტელექტმა შეადგინა. არცერთ მის კოლეგას ამის შესახებ ეჭვიკ კი არ გასჩენია. ასეთი არაორდინარული მეთოდით ლომბარდოს სურდა კოლეგების წახალისება დეტალური და სერიოზული განხილვისთვის AI ტექნოლოგიების შესაძლო შედეგებისა და გამოყენების შემდგომი პერსპექტივების შესახებ.
მან განმარტა, რომ ჩატ-ბოტს იტალია-შვეიცარიის ტრანსსასაზღვრო მუშაკთა შეთანხმების კანონპროექტის გამოყენებით ასწავლიდა, რომელიც დღის წესრიგის ძირითადი თემაა.

Azione პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელმა, კარლო კალენდამ, რომლის წევრიც თავად ლომბარდოა, ამ გამოსვლას  თავის Twitter-ზე უნაკლო უწოდა. თუმცა კალენდამ შეშფოთება გამოხატა.  პოლიტიკოსი მაინც არ არის დარწმუნებული, რომ ეს მოვლენა კაცობრიობის პირდაპირ პროგრესს აღნიშნავს. ნუთუ ასეთი მაღალი თანამდებობის პირები მოხსენებას დამოუკიდებლად ვერ წერენ?

ლომბარდოს გაბედულმა საქციელმა, რა თქმა უნდა, ფართო ინტერესი გამოიწვია და მას პარლამენტარებს შორის დისკუსიის პროვოცირება მოჰყვა. მსგავსმა პრეცედენტმა დაგვანახა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ნამდვილად უსაზღვრო პოტენციალი აქვს, პოლიტიკურ არენაზეც კი.

GC
GN Crypto
ავტორი