ახალმა AI სკანდალმა ქსელი ააფორიაქა

ფოტო - ახალმა AI სკანდალმა ქსელი ააფორიაქა
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ცხარე დისკუსიების საგანი ხდება, ტექნოლოგიის ნამდვილი სარგებლიანობის შესახებ შეშფოთება კი მძაფრდება.
Amnesty International-ის მცდელობა, 2021 წლის კოლუმბიის საპროტესტო აქციებისკენ მიეპყრო ყურადღება, წარუმატებელი აღმოჩნდა.

დოკუმენტირებული ფოტოებითა და სხვა მტკიცებულებებით აპელირების ნაცვლად, რომლებშიც პოლიციის სისასტიკეა ნაჩვენები, მათ ხელოვნური ინტელექტი (AI) აირჩიეს.
AI-ს მიერ გენერირებული ფოტო, რომელიც Amnesty International-მა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, ამჟამად წაშლილია.

AI-ს მიერ გენერირებული ფოტო, რომელიც Amnesty International-მა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, ამჟამად წაშლილია.

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ სურათზე კოლუმბიის პოლიციის მიერ დაკავებული ქალია გამოსახული.

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოს გარკვეულწილად ხელოვნური აურა გააჩნია, დემონსტრანტების დროშის ფერების რიგითობა არეულია, პოლიციის ფორმა კი მოძველებული, უფლებადამცველ ჯგუფ Twitter-ზე ბევრი ნეგატივი დაატყდა თავს.

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა გამოსახულებამ კვლავ გააჩინა შეშფოთება ხელოვნური ინტელექტის ბუნების შესახებ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტექნოლოგია საფრთხეს უქმნის Amnesty-ის რეპუტაციასა და მუშაობას, არამედ ამყარებს  შეთქმულების თეორიებსაც.

Amnesty-ის დირექტორმა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ერიკა გევარა როსასმა დაადასტურა, რომ ორგანიზაციამ საკამათო ფოტო წაშალა.

“ჩვენ ვცხოვრობთ უაღრესად პოლარიზებულ ეპოქაში, რომელიც ფეიკ ამბებით არის სავსე, რის გამოც ადამიანები მედიის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ. მოგეხსენებათ, რომ ხელოვნური ინტელექტი იტყუება. ნდობის რა მოლოდინი უნდა გქონდეთ, როდესაც იწყებთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოების გამოქვეყნებას?”, - აღნიშნა ბოგოტელმა ჟურნალისტმა, ხუანჩო ტორესმა.

ახლახან Google-ის ყოფილმა თანამშრომელმა, AI-ს ნათლიად ცნობილმა ჯეფრი ჰინტონმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ხელოვნური ინტელექტი მართლაც წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის, მათ შორის ყალბი ფოტოების გამო.

მანამდე GNcrypto წერდა AI-ის მზარდი პოპულარობის შესახებ.