AI Surrealism: ახალი განზომილება ციფრული მხატვრებისთვის
რა ხდება, როდესაც აერთიანებთ Web3-სა და ხელოვნურ ინტელექტს? ციფრული მხატვრები ატარებენ ექსპერიმენტებს ინოვაციური ტექნოლოგიების უნიკალურ შესაძლებლობებით. მათ საფუძველი ჩაუყარეს AI Surrealism-ის მიმართულებას და მიუძღვნეს მას გამოფენა ნიუ-იორკის გულში.
AI Surrealism არის ციფრული ხელოვნების ფიზიკური გამოფენა, რომელიც წარმოადგენს გალერეა Superchief Gallery NFT-სა და Exquisite Workers-ის საზოგადოების კოლაბორაციის შედეგს. 2-დან 8 ივნისამდე თანამედროვე ხელოვნების მცოდნეებს შეეძლოთ 100 ავტორის 140 ნამუშევრის შეფასება ნიუ-იორკში, Westfield World Trade Center-ში.
პროექტი AI Surrealism Superchief Gallery NFT-სა და Exquisite Workers-ისგან წყარო:https://twitter.com/ew_corpse
გამოფენის მონაწილეები არიან ციფრული მხატვრები, რომლებმაც დააფუძნეს ხელოვნური ინტელექტის სიურრეალიზმის კონცეფცია და დაიწყეს მისი რეალიზება. კერძოდ, თავიანთი ნამუშევრები რუპე რაინისტომ, ჯენი პასანენმა, ხავიერ ტომეომ, დენიელ კინგმა, ანა კონდომ, Moonchild-მა და სხვა ავტორებმა წარმოადგინეს. ნამუშევრები მიეკუთვნება ხელოვნური ინტელექტის სიურრეალიზმის მრავალ ქვესახეობას, AI-ფოტოგრაფიიდან და AI-ანიმაციიდან სამკაულების დიზაინამდე და ციფრულ ილუსტრაციებამდე.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა აუქციონი: ყველა ნამუშევრის შეძენა შესაძლებელი იყო 0,02-დან 0,04 ETH-მდე, ხოლო ლიმიტირებული ნამუშევრები 1/1 გაიყიდა 0,2 ETH-ის ფასად. გამოფენა AI Surrealism-ის ორგანიზატორებმა იზრუნეს იმაზე, რომ ყველას შეძლებოდა წვდომა მიეღო ორიგინალური ციფრული ხელოვნების ნიმუშებზე პლატფორმაზე Foundation-ზე ონლაინ.
მარცხნიდან მარჯვნივ: ჯუნ ქსენოკეტი "ცხენი", ნორტიე სტორტელდერი "Keystone AI". წყარო:https://exquisiteworkers.medium.com
სიურრეალიზმი იდეალური საფუძველია ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებისთვის
საზოგადოება Exquisite Workers თავის თავს მამოძრავებელ ძალას უწოდებს ციფრული ხელოვნების სამყაროში. 2020 წლიდან მისი წარმომადგენლები იკვლევენ შეხების წერტილებს სიურეალიზმსა და ინოვაციებს შორის, რასაც ხელს უწყობს ერთობლივი შემოქმედება მეტავერსში. Exquisite Workers თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ორგანიზაციებთან, როგორიცაა პიკასოს მუზეუმი, digital მოდის სტუდია Fabricant, Seattle NFT Museum და ინდუსტრიის მრავალი სხვა გავლენიანი მოთამაშე.
AI Surrealism-ს კურირებენ ციფრული მხატვრები ანა დარტი და როჯერ ჰაუსი. თანამედროვე ხელოვნების ეს ჟანრი ასახავს ადამიანისა და მანქანის შემოქმედების შერწყმის შედეგს და ავტორებისთვის მნიშვნელოვნად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს.
ცვლილებებისა და ძვრების ეპოქაში, ხელოვანები უნდა იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის ელჩები და წვლილი შეიტანონ მომავლის მემკვიდრეობაშიამბობს ანა დარტი
ჯენი პასანენი "შეღებილი გონება" წყარო:https://exquisiteworkers.medium.com
AI Surrealism-ი ავტორებს დიდი ხნის ნანატრ აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებს. ის ხელს უწყობს „გაუფილტრავი“ შემოქმედების განხორციელებას და თან მას მოულოდნელობის ელემენტს სძენს. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, მხატვრებს შეუძლიათ თავი აარიდონ კლასიკური ინსტრუმენტებისა და ტექნიკის გამოყენებას, უსაზღვრო ფანტაზიის გამოიკვლევით.
იმას, რაც ოდესღაც დიდ დროს მოითხოვდა გააზრებისა და მხატვრული გამოხატვისთვის, მაგალითად კვერცხის დაჭერის პრაქტიკა დაძინებისას, მხოლოდ იმისთის, რომ ჩათვლემილს გაგეღვიძოთ, როცა ის გარდაუვლად დაეცემოდა, ახლა შეიძლება ხორცი შეესხას მანქანების მეშვეობითღნიშნავს როჯერ ჰაუსი
AI Surrealism-ის გამოფენის ფარგლებში, Superchief Gallery NFT-მ და Exquisite Workers სტუმრებს სთავაზობდნენ წარმოსახვით სამყაროში გადასვლას და თავისი თავისთვის კითხვების დასმას იმის თაობაზე, დაეხმარება თუ არა ხელოვნური ინტელექტი ხელოვნების ახალი ფორმების აღმოჩენაში და რას შექმნიდნენ წარსულის სიურეალისტები ვირტუალური რეალობის პირობებში. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებას შეუძლია შთააგონოს ავტორები და მაყურებლები, გადახედონ თანამედროვე ხელოვნებას და შეამზადონ ისინი იმ რეალობისთვის, რომელშიც ხელოვნებისა და ხელოვნური ინტელექტის შერწყმა გარდაუვალია.