AI მეტავერსებს თავად შექმნის

ფოტო - AI მეტავერსებს თავად შექმნის
გეიმერების, მხატვრების, მუსიკოსებისა და მწერლების დეცენტრალიზებული გლობალური საზოგადოება Opus AI-ის პროექტის ფარგლებში ერთიანდება, რათა საკუთარი მეტავერსები შექმნას. ამასთან, სამუშაოს უმეტეს ნაწილს თავის თავზე ხელოვნური ინტელექტი იღებს.
თავდაპირველად, Opus AI-ის პლატფორმა ამერიკელი დეველოპერების მიერ ჩაფიქრებული იყო, როგორც ინტელექტუალური ასისტენტი სამუშაოს მაძიებელი კანდიდატების ტესტირებისთვის. მაძიებლების ბრმა შემოწმების მეშვეობით, პროგრამას პროცესის მიკერძოება მთლიანად უნდა გამოერიცხა. მაგრამ, როგორც კომერციულმა პროექტმა, მან აღიარება ვერ მოიპოვა და გაიყინა იმ დრომდე, სანამ მსოფლიო ჩატბოტების ბუმმა არ მოიცვა.

ახლა კომპანიამ OpusAI Inc საკუთარი თავი გასართობი კონტენტის  შემქმნელად და დისტრიბუტორად გამოაცხადა. პროექტის დამფუძნებლებმა, ასრა ნადიმმა და ადნან იუნუსმა დააპატენტეს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით ლიტერატურული ტექსტის ვირტუალურ სამყაროდ ქცევა მაღალი სიზუსტითაა შესაძლებელი.

AI ინსტრუმენტებს, ChatGPT-სა და Midjourney-ის, ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად, ნებისმიერი სახის გამომავალი მონაცემების გენერირება შეუძლიათ. ამ ინსტრუმენტების გამოყენებას ფართო დიაპაზონი აქვს: ორიგინალური წერილის დაწერიდან, რეალისტური გამოსახულებების შექმნამდე.

ახლა, ნეიროქსელის საფუძველზე შეიქმნა პლატფორმა კიდევ უფრო საოცარი შესაძლებლობებით. შემქმნელების თქმით, მას  შეუძლია ტექსტის გადაქცევა სრულფასოვან ფილმებად, თამაშებად, სიმულაციად და მეტავერსებადაც კი.

ამისათვის თქვენ უბრალოდ უნდა მიაწოდოთ მას მინიშნებები, ინსტრუქციები, ან ტექსტური აღწერილობების ნაკრები, რომლებზე დაყრდნობითაც AI-ს უნიკალური სამყაროების გენერირება შეუძლია.
მომხმარებლის მიერ შეყვანილი ტექსტი ცოცხალ სურათად იქცევა.  წყარო: Opus.ai

მომხმარებლის მიერ შეყვანილი ტექსტი ცოცხალ სურათად იქცევა. წყარო: Opus.ai

გარდა ამისა, პლატფორმა 3D კონტენტის შესაქმნელად კიდევ რამდენიმე მიმზიდველ შესაძლებლობას გთავაზობთ:

  1. მსახიობებისთვის, მოდელებსა და ტელეწამყვანებისთვის. შეინარჩუნეთ თქვენი გარეგნობა ციფრული სახით, რათა განაგრძოთ მისი გამოყენება შემოქმედებით პროცესში და გამოიმუშაოთ ფული მაშინაც კი, როდესაც სილამაზე გაფერმკრთალდება.
  2. მუსიკალური შემსრულებლებისთვის. გააციფრულეთ თქვენი ხმა და გარეგნობა, რათა ეს უბერებელი იერი მომდევნო ათწლეულებში ვიდეოკლიპების გადასაღებად გამოიყენოთ. 
  3. ხმის ინჟინრებისთვის. შეთავაზებულია ხმების დიდი კოლექცია, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ფონური დიალოგისა და კადრმიღმა ტექსტისთვის.
  4. ქორეოგრაფებისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ სმარტფონის აპლიკაცია, რომელიც აფიქსირებს და იმახსოვრებს მოდელის ნებისმიერ მოძრაობას. შემდგომში AI-ს ამ მასალებით ნებისმიერი ცეკვის შექმნა შეეძლება.

ჯერჯერობით ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის განხორციელება ერთი პროექტის ფარგლებში. პლატფორმა ამჟამად ტესტირებას გადის და OpusAI-ში გაწევრიანებას მსურველებს ადრეული მონაწილის (ინვესტორის) უფლებებით სთავაზობს. გარდა ამისა, დამფუძნებლები აცხადებენ, რომ დეველოპერები თავიანთ გუნდში მიიღებენ გამოცდილ UI/UX დიზაინერებსა და DevOps ინჟინრებს, ვინაიდან ოფიციალური ამოქმედების შემდეგ ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი.