დისნეის მეტავერსი: მიკი მაუსი ბლოკჩეინზე

ფოტო - დისნეის მეტავერსი: მიკი მაუსი ბლოკჩეინზე
The Walt Disney Company-ის წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი საკუთარ მეტავერსში VR-ისა და AR-ის პოტენციალის გამოყენებით დაინტერესებულები არიან. წელს კი დისნეიმ ალტერნატიულ რეალობაში თავისი პერსონაჟების ანიმაცია უკვე დაიწყო.
Walt Disney Company მედიაკონგლომერატია, რომელიც Marvel-ს, Pixar-სა და 20th Century Studios-ს ფლობს და უკვე 100 წელია, ბავშვებისა და უფროსებისთვის ანიმაციურ ფილმებს ქმნის. დისნეის ფრანჩაიზი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს: 2021 წელს მან კომპანიას $67,4 მილიარდი მოუტანა.

მაგრამ კომპანიის მფლობელები მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ და მეტავერსის შესაძლებლობებს აქტიურად სწავლობენ, რათა შექმნან შთამბეჭდავი ისტორიები, სადაც მაყურებლები შეძლებენ, ჯადოსნური ისტორიების აქტიური გმირები გახდნენ. ცოტა ხნის წინ ქსელში გამოჩნდა პატარა AR-რგოლი მსახიობ ბრი ლარსონის მონაწილეობით, რომელიც ვირტუალური დისნეილენდის მომავლის კონცეფციას აჩვენებს.
 
კომპანიის ასი წლისთავისთვის (ის 1923 წლის 16 ოქტომბერს დაარსდა) ამ დრომდე ცნობილი ყველაზე ფერადოვანი მეტავერსის სრულფასოვანი ამოქმედება იგეგმება. მაგრამ The Walt Disney Company-ის აღმასრულებელი დირექტორი რობერტ ჩაპეკი ფრთხილად აზუსტებს, რომ პროექტი მასშტაბური და რთულია, ამიტომ ზუსტი ვადების გახმოვანება ჯერ არ ღირს.

რა არის უკვე ცნობილი დისნეის მეტავერსის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია გეგმების უმეტეს ნაწილს საიდუმლოდ ინახავს, ხელმძღვანელობის იშვიათი განცხადებებისა და ინსაიდერული ინფორმაციიდან მცირედის გარკვევა შესაძლებელია.

1. მეტავერსის სტრატეგიის შემუშავებასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი მაიკ უაითი იქნება, რომელიც მანამდე Apple Arcade-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე ახალი სთორითელინგის შექმნას გაუწევს კურირებას.

2. Metaverse-ის დარგში საკუთარი ძალისხმევის მონეტიზაციისთვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება იგეგმება. Disney-მ უკვე გამოუშვა NFT კოლექცია, სახელწოდებით "Golden Moments" ("ოქროს მომენტები"), რომელიც ფილმების პოპულარულ პერსონაჟებსა და სცენებს მოიცავს. კომპანია ასეთი ტოკენების ყოველი გაყიდვისგან 6%-იან საკომისიოს იღებს.
“ოქროს სიმპსონები”. წყარო: VeVe/Disney

“ოქროს სიმპსონები”. წყარო: VeVe/Disney

3. ისტორიები და ზღაპრები მეტავერსში ინტერაქტიური თხრობის დახმარებით იქნება განსახიერებული.

4. ნაცნობი 2D-პერსონაჟები ახლა 3D-ობიექტებად იქნებიან გამოსახული. მათთან ურთიერთქმედება სახლიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი.

5. ვრცელდება ხმები სიუჟეტური რეჟიმის შესახებ, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, პერსონაჟების ისტორიებში ჩაეფლონ და საყვარელი ფილმები პირველ პირში ნახონ.

6. ვირტუალური მაღაზიის ასამოქმედებლად, რომელიც კომპანიის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, Disney-მ საპარტნიორო ხელშეკრულება ecommerce-პლატფორმა Obsess-თან გააფორმა. მიკი მაუსისა და გუფის თაყვანისმცემლები შეძლებენ დისნეის სტილში გაფორმებულ ვირტუალურ მაღაზიაში შევიდნენ და უნიკალური ციფრული პროდუქტები შეიძინონ, რომელთა შორისაა ორიგინალური საუნდტრეკები, სიმღერები, რომლებიც ფილმებში არ გაჟღერებულა, სასაცილო ავატარები, პერსონაჟების იშვიათი გამოსახულებები და ა.შ. 

NFT-პერსონაჟების შეძენის შესაძლებლობის გარდა, კომპანია უზარმაზარ ვირტუალურ დისნეილენდს შექმნის. გულშემატკივრები შეიძენენ ბილეთებს კარუსელებისა და "ამერიკული მთებისთვის", რომლებიც ისევე მშვენივრად გამოიყურება, როგორც რეალური და რეალისტურ შეგრძნებებს ჩუქნის მათ, ვინც ფიზიკურ სამყაროში გასართობი პარკის სტუმრობას ვერ ახერხებს. ჩაშვების სიღრმე იმდენად დამაჯერებელია, რომ მომხმარებლებამდე ვირტუალურ ატრაქციონებზე შეუძლოდ გახდომის შესახებ ხმებიც კი მოდის. ამ პრობლემის მოგვარებას ახლა პროგრამისტები ცდილობენ.

რა ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული დისნეის მეტავერსში?

სისტემა, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩაშენებულ ფიზიკურ ნივთებს შორის მონაცემების გაცვლას ააქტიურებს,  AI-ს (ხელოვნურ ინტელექტს) გამოიყენებს. ამის წყალობით შესაძლებელი იქნება საკუთარი ციფრული „ტყუპისცალების“ შექმნა და ვირტუალურ 3D-პერსონაჟებთან შესახვედრად მათი გაგზავნა, საფირმო მატარებლით მგზავრობა, ასევე დისნეის მეტავერსში მეგობრებთან შეხვედრა.

ასევე, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფიზიკურ სივრცეებში ფილმების სამგანზომილებიანი პერსონაჟების შექმნა იქნება შესაძლებელი, რომლებიც თითოეულ გულშემატკივართან ინდივიდუალურად ურთიერთმოქმედებენ.

დღეს AR სმარტფონების უმეტესობაშია ფართოდ ხელმისაწვდომია: დისნეის მეტავერსის ელემენტების გასაცნობად ძვირადღირებული გარნიტურების შეძენა საჭირო აღარ არის. შევსებული რეალობა მომხმარებლის გვერდით, რეალურ სამყაროზე ვირტუალური ობიექტების პროექციას კამერების, სენსორების და გამოსახულების დამუშავების მეშვეობით აიოლებს.

VR ტექნოლოგია Disney Metaverse World-ის მშენებლობის მეორე ეტაპზე ამოქმედდება. ეს თემატური პარკების ეტაპია. სრულად ჩაფლობისთვის, მომხმარებლებს რთული გარნიტურები, სენსორებით აღჭურვილი მეტა-კოსტიუმები და სხვა აღჭურვილობა დასჭირდებათ. ეს ვირტუალურობის ჯგუფური მონახულების შესაძლებლობას შექმნის. თქვენ შეძლებთ, საყვარელი პერსონაჟის ადგილიც კი დაიკავოთ და გამოწვევებს მის ნაცვლად გაუმკლავდეთ. 
მძინარე მზეთუნახავის ციხესიმაგრე Disney  Metaverse World-ში. წყარო: VeVe/Disney

მძინარე მზეთუნახავის ციხესიმაგრე Disney Metaverse World-ში. წყარო: VeVe/Disney

ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, სანამ ჩვენ ისეთ Disney Metaverse World-ს ვიხილავთ, რომელიც გვსურს, რომ გვქონდეს. გუნდი ჯერ სხვადასხვა კომპონენტის ტესტირებაზე მუშაობს: შევსებული რეალობის მქონე ფილმების გამოშვება, NFT კოლექციები, 3D-პერსონაჟები სმარტფონებზე. ვვარაუდობთ, რომ მათი გაერთიანება ერთ უზარმაზარ ცენტრალიზებულ მეტავერსში იგეგმება, დისნეი კი გასართობ ბაზარს ჩაუდგება სათავეში, რომელიც ზღაპარში ვირტუალურ მოგზაურობას გთავაზობთ.