ეიდენ პლეტერსკი: რა დაემართა "ახალგაზრდა ბილ გეიტს"

ფოტო - ეიდენ პლეტერსკი: რა დაემართა "ახალგაზრდა ბილ გეიტს"
"ახალგაზრდა ბილ გეიტსი“ – სწორედ ასე უწოდებდნენ გულუბრყვილო ინვესტორები პერსპექტიულ კანადელ ინვესტორს, ეიდენ პლეტერსკის. ბევრი თვლიდა, რომ ის კრიპტოვაჭრობაში წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა და მას თანხებს ანდობდა.
სინამდვილეში, კანადელმა „კრიპტომეფემ“ ინვესტიციები საკუთარი მდიდრული ცხოვრების უზრუნველსაყოფად გამოიყენა. ელიტური მანქანების ავტოპარკი, ფრენები კერძო თვითმფრინავებით, არაბიუჯეტური მოგზაურობები - ეს ბიჭი არაფერს იკლებდა, სანამ ერთ-ერთ ინვესტორს საკუთარ მოგებაში ეჭვი არ შეეპარა. 

პლეტერსკი ამჟამად გაკოტრებულად არის გამოცხადებული. მას ადანაშაულებენ თაღლითური გზით შეცდომაში შეყვანაში, თანხების მითვისებასა და ოჯახურ ძალადობაშიც კი. ცოტა ხნის წინ საზოგადოება ააღელვა ახალმა ამბავმა, რომ ვაი-ბიზნესმენი გაიტაცეს, აწამეს და გამოსასყიდი მოსთხოვეს. თუმცა, რაც უფრო მეტი დეტალი ჩნდება პლეტერსკის ცხოვრების შესახებ, მით უფრო ბუნდოვნად გამოიყურება ამბავი.

ვინ არის ეიდენ პლეტერსკი

წყარო: Instagram

წყარო: Instagram

ეიდენ პლეტერსკი 24 წლის კანადელი კრიპტოტრეიდერია. ჭაბუკმა  პოპულარობა ინვესტიციების სფეროში არატრივიალური ცოდნის წყალობით მოიპოვა. ვაჭრობაში საკუთარი ძალების მოსინჯვა მან ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას დაიწყო, 2021 წელს კი დააარსა საკუთარი კომპანია AP Private Equity Limited. ასე რომ, პლეტერსკი ტრეიდერიდან იქცა პერსპექტიული სტარტაპის დამფუძნებლად, რომელსაც ხალხმა ფული ანდო.

ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ეიდენის კომპანია ინვესტორებს ყოველკვირეულად, საშუალოდ, 5-დან 7%-მდე მოგებას ჰპირდებოდა. გეგმის თანახმად, კაპიტალის ნამატს ყოველ ორ კვირაში 10-დან 20%-მდე უნდა შეედგინა. მიღებული მოგება ინვესტორებსა და პლეტერსკის შორის 70:30 თანაფარდობით ნაწილდებოდა. შემოთავაზება დაიჯერა 150-ზე მეტმა ინვესტორმა, რომლებმაც 2021-2022 წლებში კანადელს ჯამში $20 მილიონი მოუტანეს. 

თაღლითის მსხვერპლები, რომლებსაც ინვესტიციების ჩადება სურდათ, ფიატურ ვალუტებსა და კრიპტოვალუტაში სხვადასხვა თანხებს ემშვიდობებოდნენ. საარბიტრაჟო მმართველის თქმით, რომელიც პლეტერსკისა და AP Private Equity Limited-ის გაკოტრებას კურირებს, კრედიტორების ზოგიერთი ისტორია სულისშემძვრელია. დაზარალებულთა უმეტესობისთვის ეს იყო ერთადერთი დანაზოგი, რომელიც სხვადასხვა მიზნებისთვის იყო განკუთვნილი. მაგალითად, 65 წლის დაიან მურმა თაღლითურ სქემაში ჩადო 60000 CAD, რომლებსაც ის შვილიშვილების განათლებისთვის აგროვებდა.

წარმატებული ბიზნესი თუ პონცის სქემა?

პლეტერსკის "ბიზნესი" განვითარებას გააგრძელებდა, რომ არა ტორონტოელი რიელტორი საშა სინგხი. 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის იანვრამდე AP Private Equity Limited-ში მან დაახლოებით 4,5 მილიონი CAD დააბანდა. კომპანიასთან თანამშრომლობის პერიოდში სინგხის ინვესტიციები 33 მილიონ CAD-ამდე უნდა გაზრდილიყო და მას გამომუშავებული თანხების დაბრუნების გარანტიის მიღება სურდა.

მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო პირობებით გათვალისწინებულია მოგების ნებისმიერი ოდენობით მოხსნა და მისი სამ სამუშაო დღეში მიღება, სინგხი საპირისპიროს წააწყდა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, განაცხადი თანხის მოხსნაზე 2022 წლის თებერვალში მან სამჯერ შეიტანა: 1 მილიონ, 300 000 და 3,5 მილიონ CAD-ზე. პლეტერსკიმ უარით უპასუხა და ეს აქტივების გატანასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებით ახსნა.

მოგვიანებით, სინგხმა "კრიპტომეფის" პარტნიორისგან მიიღო პლეტერსკისა და კომპანიის ანგარიშების სკრინშოტები, რომლებზეც 311 მილიონი CAD და 1,4 მილიონ CAD ინახებოდა. აღმოჩნდა, რომ სურათები ყალბი იყო, ხოლო აღნიშნულ კომპანიაში ეიდენისა და სტარტაპის ანგარიშები არასოდეს დარეგისტრირებულა.

სინგხმა პლეტერსკისთან სადილზე შეხვედრა სცადა, მაგრამ მან შეხვედრები რამდენჯერმე გადადო და დაჰპირდა, რომ გადაუხდიდა 50 000 CAD-ს, რაც მოთხოვნილი თანხის სრულად დაბრუნების გარანტია იქნებოდა. თუმცა, ინვესტორმა მხოლოდ 10 000 CAD მიიღო და შეიტყო, რომ ეიდენმა დაიწყო თავისი ძვირადღირებული მანქანების გაყიდვა და საცავიდან სეიფის გადატანა. 2022 წლის ივლისში სინგხმა პლეტერსკის უჩივლა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა, რაც გაკეთდა კიდეც.

2022 წლის 9 აგვისტოს, რიგი ინვესტორების განცხადებით, სასამართლომ AP და მისი დამფუძნებელი გაკოტრებულად გამოაცხადა, ხოლო საარბიტრაჟო მმართველად კომპანია Grant Thornton Limited დაინიშნა. პლეტერსკი კრიპტოვალუტებითა და ფიატური ვალუტებით თაღლითობაში, სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემების ორგანიზებაში, ასევე ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

გაკოტრების პროცესის დაწყების შემდეგ, ამოტივტივდა საინტერესო ნიუანსი, რომლებიც "კრიპტომეფეზე” კარგად სულაც არ მეტყველებდა:

  • პლეტერსკიმ რეალურად მოახდინა დაზარალებულებისგან მიღებული თანხების დაახლოებით 2%-ის ინვესიტირება. დანარჩენი თანხა კი დახარჯა ელიტურ მანქანებზე (Lamborghini, McLaren,  BMW, მათ შორის მშობლებისთვის), კერძო თვითმფრინავებზე, მოგზაურობასა და მდიდრული ცხოვრების სხვა ატრიბუტებზე;
  • დადებითი გამოხმაურებები პლეტერსკისა და მისი კომპანიის შესახებ, რომელიც ნაკლებად ცნობილ ონლაინ გამოცემებში გამოქვეყნდა, სავარაუდოდ მოსყიდული იყო;
  • ინვესტორთა ვირტუალურ შეხვედრაზე ეიდენმა განაცხადა, რომ მის მიერ მიღებული თანხები შეუქცევადად დაიკარგა მარჟინალური მოთხოვნებისა და წამგებიანი გარიგებების გამო. პლეტერსკიმ საკუთარ თავს 20 წლის ბავშვი უწოდა, როდესაც ხსნიდა, თუ რატომ განაგრძობდა ამ შემთხვევაში ინვესტორებისგან თანხების მიღებას;
  • ინვესტორებსა და "კრიპტომეფეს“ შორის ურთიერთობა ნდობაზე იყო აგებული. ეიდენის თქმით, კონტრაქტები ტექსტური შეტყობინებების საშუალებით ფორმდებოდა. კომპანია არ არამოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რადგან პლეტერსკი "ძალიან დეზორგანიზებული იყო". თანხების მოძრაობას არავინ აკონტროლებდა, არ კეთდებოდა ჩანაწერები გადახდებისა და დავალიანების შესახებ;
  • პლეტერსკის გაკოტრების შემდეგ ჩამორთმეული $2,2 მილიონის ოდენობის აქტივები ვერ დაფარავს თანხას, რომელიც ყველა დაზარალებული ინვესტორისადმი მართებს;
  • თაღლითობის გარდა, პლეტერსკის ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ. 2021 წლის ივნისში მისმა ყოფილმა შეყვარებულმა განაცხადა ჩხუბის შესახებ, რომლის მიზეზი ინსტაგრამის კონტენტი გახდა, რომლის დროსაც ეიდენი ხელში სწვდა, ყვიროდა, შემოსასვლელი კართან ხელი ჰკრა და გარეთ არ უშვებდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მან ბრალის წაყენებაზე უარი თქვა.

იყო თუ არა გატაცება

2023 წლის მარტში სასამართლო დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, პლეტერსკის საქმეს ახალი იდუმალი დეტალები დაემატა. გაირკვა, რომ 2022 წლის დეკემბერში "კრიპტომეფე" ტორონტოს ცენტრში გაიტაცეს. უცნობი პირები მას სამხრეთ ონტარიოში დაახლოებით სამი დღის განმავლობაში დაატარებდნენ, აწამებდნენ და გამოსასყიდის სახით 3 მილიონი დოლარს ითხოვდნენ.

მომხდარის დეტალები იცოდა მხოლოდ ეიდენის მამამ, რომელთანაც გამტაცებლებმა კონტაქტი აუკრძალეს. და მისი საცხოვრებლის მეიჯარემ. გაურკვეველი მიზეზების გამო, სწორედ სახლის მეპატრონესთან ზარის უფლება მიიღო პლეტერსკიმ. ამ უკანასკნელმა ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა, თუმცა გამოძიების დროს პოლიციასთან თანამშრომლობდა და სამართალდამცავების მითითებებს ასრულებდა.

გატაცებიდან რამდენიმე დღეში, თავდამსხმელებმა პლეტერსკი მეიჯარეს სახლთან ახლოს გაათავისუფლეს. ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, ხოლო ტორონტოს პოლიცია გამტაცებლების, ან ეჭვმიტანილებისა და პოტენციური დაკავებების სტატუსის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.