Tether საქართველოში ბლოკჩეინ-განათლებით იქნება დაკავებული

ფოტო - Tether საქართველოში ბლოკჩეინ-განათლებით იქნება დაკავებული
სტეიბლკოინების წამყვანმა ემიტენტმა Tether-მა საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანაშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. თანამშრომლობის მიზანი ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების დარგში თანამშრომლობის განვითარებაა. პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის ისეთი ცოდნისა და უნარების მიცემა, რომელიც ციფრული ეკონომიკის სფეროში წარმატებისთვის არის აუცილებელი.
ურთიერთგაგების მემორანდუმის (MoU) ფარგლებში Tether BTU-ს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს, რომელიც ბლოკჩეინს, კრიპტოვალუტებს და პირინგულ ტექნოლოგიებს ეძღვნება. ისინი ერთად შექმნიან დეტალურ კურსებს, სადაც შეასწავლიან თუ როგორ მუშაობს ბიტკოინი, სტეიბილკოინები და სხვა მოწინავე ტექნოლოგიები, რაც ფინანსურ დამოუკიდებლობასა და სიტყვის თავისუფლებას ხელს უწყობს.

ინოვაციური ინიციატივა ციფრული ტექნოლოგიების აკადემიასთან ერთიბლივი თანამშრომლობით განხორციელდება, რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული საგანმანათლებლო პლატფორმაა. გარდა ამისა, საქმეში Terminal-იც ჩაერთვება, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი კოვორკინგ-სივრცეა. ერთი თვის განმავლობაში რვა ლექცია ჩატარდება. პედაგოგებს შორის არიან ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ავტორიტეტული ექსპერტები, მათ შორის ბლოკჩეინის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ შესავალი ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე, კურსის ძირითადი ნაწილი წარმოდგენილი იქნება ქართულად, რაც სტუდენტებს მასალის მარტივად ათვისების  საშუალებას მისცემს.

უფრო მეტიც, თანამშრომლობა ასევე სტუდენტებს  შესაძლებლობას აძლევს გაიარონ სტაჟირება ბლოკჩეინ-სფეროს კომპანიებში. ეს მათ ინდუსტრიის უკეთ გაცნობის და პროფესიული უნარების განვითარების საშუალებას მისცემს.

Tether-ის ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო არდოინომ პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: ”ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ  BTU-სთან ბლოკჩეინის სპეციალისტთა მომდევნო თაობის მოსამზადებლად. Tether ცდილობს მხარი დაუჭიროს განათლების და მეცნიერების სფეროს და ჩვენი პარტნიორობა BTU-სთან  რეგიონის სტუდენტებისთვის კარგ შესაძლებლობებს ქმნის. ეს საქართველოში ჩვენი ინიციატივების   მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ უახლოეს მომავალში ახალი საინტერესო პროექტების დაწყებას მოუთმენლად ველით“.

BTU-ს რექტორმა, პროფესორმა ნინო ენუქიძემ ასევე  თავისი მოსაზრება გააზიარა: „Tether-თან ჩვენი პარტნიორობა  საქართველოში აყვავებული ბლოკჩეინის განათლების ეკოსისტემის შექმნაში მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენ გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებს  ფასდაუდებელ შესაძლებლობებს შეუქმნის. ისინი უშუალოდ დარგის ექსპერტებისგან სწავლას და პრაქტიკული უნარების შეძენას შეძლებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში უშუალო მონაწილეობა მიიღონ“.

GC
GN Crypto
ავტორი