Aleo - პროტოკოლ Zero-Knowledge-ზე აგებული ბლოკჩეინი

ფოტო - Aleo - პროტოკოლ Zero-Knowledge-ზე აგებული ბლოკჩეინი
Aleo ინტერნეტისთვის ახალ სტანდარტს განსაზღვრავს. ის უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და მონაცემთა საკუთრების უფლებების რადიკალურად ახალ მიდგომას ქმნის.
ახლა პლანეტაზე თითქმის ყველა იყენებს ინტერნეტს. სამწუხაროდ, მარტივად გამოყენების სანაცვლოდ ადამიანები თავიანთ კონფიდენციალურობას თმობენ. მსხვილ კორპორაციებს უკვე აქვთ ჩვენი ყველა მონაცემი და შეუძლიათ, ისინი სურვილისამებრ გამოიყენონ. ალბათ, არაერთხელ შეგიმჩნევიათ, რომ ინტერნეტში რაღაც პროდუქტის ძიების შემდეგ, საიტებზე, ან სოციალურ ქსელებში რეკლამა "დაგდევთ". კომპანიები აგროვებენ ინფორმაციას თქვენი ჩვევებისა და მონაცემების შესახებ და შემდეგ მას ფულის საშოვნელად იყენებენ. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია უცნობ ადგილას ინახება და თქვენ მასზე საჯარო წვდომა არ გაქვთ. ახლა დაფიქრდით, მონაცემთა რამდენი გაჟონვა ხდება სხვადასხვა ვებგვერდებიდან ყოველწლიურად.

ამის ნაცვლად, შემოდის Web3 სეგმენტი, ანუ ღია დეცენტრალიზებული ინტერნეტი, სადაც მომხმარებელი თავისი კონტენტის მფლობელია, ხოლო თავად კონტენტი  დეცენტრალიზებულ, საზოგადოებით მართულ პლატფორმებზე ინახება. ვებგვერდზე შესასვლელად მხოლოდ საფულე დაგჭირდებათ.

სწორედ აქ მოდის დასახმარებლად პროექტი Aleo, რომელსაც ყველა ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია.

იმის ნაცვლად, რომ სხვების მსგავსად „ახალი ინტერნეტის“ შექმნისკენ ისწრაფოდეს, Aleo მასში ინტეგრირებისთვის არის შექმნილი. მომხმარებლებს Aleo სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც ერთროულად პირადიც და კერძოცაა. დეველოპერებს კი Aleo სთავაზობს პროგრამირების მოდელს, რომელიც არსებულ ვებაპლიკაციებთან ინტეგრირდება.

ნულოვანი ცოდნის კრიპტოგრაფია არის უსაფრთხო, თავსებადი და სამართლიანი ქსელის საფუძველი. ამ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი ვებსტანდარტები მომხმარებლებს აძლევს არჩევანს და არბილებს მონაცემთა გაჟონვის გავლენას.

Aleo-ზე კერძო აპლიკაციების შესაქმნელად, პროექტმა შეიმუშავა პროგრამირების ენა Leo. Leo Playground-ის პროგრამირების გარემოც მთელი მსოფლიოს დეველოპერებისთვის ამოქმედდა, რათა მათ თავიანში ნამუშევრები შექმნან და ერთმანეთს გაუზიარონ.  

ნულოვანი ცოდნის კრიპტოგრაფიის გამოყენებით, Aleo-ს სმარტ კონტრაქტების შესრულება მის ფარგლებს გარეთ გადააქვს, რითაც იმ დეცენტრალიზებული აპლიკაციების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს, რომლებიც მთლიანად კერძოა და წამში ათასობით ტრანზაქციამდე მასშტაბირება შეუძლიათ. Aleo უზრუნველყოფს Ethereum-ის მთელ მოქნილობას, მაგრამ უფრო მასშტაბირებადი არქიტექტურით.

პროექტმა დაახლოებით $300 მილიონამდე მიიღო საინვესტიციო ფონდებიდან, როგორიცაა a16z, Kora, SoftBank Vision Fund და სხვა.

ძირითად ქსელში ბლოკჩეინის ამოქმედება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.
პროექტის საგზაო რუკა

პროექტის საგზაო რუკა

ამრიგად, პროექტი Aleo მართლაც ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტას გთავაზობთ, როგორიცაა დღევანდელ ინტერნეტში კონფიდენციალურობის ნაკლებობა. თუ ეს პროექტი მოგწონთ, შეგიძლიათ, მის დისკორდს შეუერთდეთ და საერთო საქმეში წვლილი შეიტანოთ. ამან შეიძლება მოგცეთ შანსი, გახდეთ პროექტის ამბასადორი.

რბ