როგორ გამოვიმუშაოთ ფული დათვურ ბაზარზე?

ფოტო - როგორ გამოვიმუშაოთ ფული დათვურ ბაზარზე?
კრიპტობაზარი დაღმავალ ტრენდში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ აქ დადებითი მხარეების პოვნა ადვილი არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტორებმა ციფრულ აქტივებზე ფულის გამომუშავების იდეაზე უარი უნდა თქვან.
2022 წელი ბიტკოინისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელი იყო: 2013 წლიდან მოყოლებული, ეს ერთადერთი წელი გახდა, როდესაც BTC-ს ზედიზედ 4 წამგებიანი კვარტალი ჰქონდა. საფონდო ბირჟებზე განწყობა უკვე პანიკასთან ახლოს იყო. მიუხედავად იმისა, რომ დათვურ ბაზარზე ფულის გამომუშავება გაცილებით რთულია, ვიდრე ხარულ ბაზარზე, ეს შეუძლებელი არ არის.

დღეს ჩვენ განვიხილავთ სამ მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებათ,  დანაკარგები თავიდან აიცილოთ და დაღმავალი ტრენდის დროს ფულის გამომუშავების შესაძლებლობა მოგეცეთ.

ფსკერის გამოსყიდვა DCA სტრატეგიის გამოყენებით

ჩაზნექის დროს ყიდვა კრიპტობაზარე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური საინვესტიციო სტრატეგიაა. ისტორიულად, ბიტკოინის ფასი 3 წლის განმავლობაში წინა მაქსიმუმს ყოველთვის უბრუნდებოდა. ამიტომ, ინვესტორები, რომლებმაც BTC ფსკერზე იყიდეს და მათ საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებდნენ, ყოველთვის კარგ პლუსში გადიოდნენ. 

ფსკერის გამოსყიდვა უმჯობესია არა ერთი გარიგებით, არამედ სტრატეგიის დახმარებით, რომელსაც ეწოდება "დოლარში ღირებულების გასაშუალოება" (DCA). მისი არსია დეპოზიტის რამდენიმე ნაწილად დაყოფა და პერიოდული შესყიდვების განხორციელება.

მაგალითად, თქვენ გაქვთ $1000, რომელიც გსურთ, ინვესტიციის სახით ჩადოთ. მთელი თანხის ერთბაშად ჩადების ნაცვლად, შეგიძლიათ, ის 10 თანაბარ ნაწილად გაყოთ და $100-ად სასურველი აქტივი გარკვეული ინტერვალებით შეიძინოთ. 

არასათანადო დროს დიდი თანხის ჩადებამ შეიძლება, პორტფელის ღირებულებაზე უარყოფითად იმოქმედოს. ფასის შემობრუნების (ან ფსკერის) მომენტის ზუსტად გამოცნობა რთულია. იმის ნაცვლად, რომ ფული ერთ შესვლაზე დახარჯოთ, სჯობს, აქტივი მცირე თანხით იყიდოთ და მისი ფასის შემდგომ მოძრაობას დააკვირდეთ. თუ ფასი კიდევ უფრო დაეცემა, ეს ხელმეორედ შეძენისთვის კარგი დრო იქნება. ამიტომ, ფსკერის გამოსყიდვისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე უკეთ DCA გამოგადგებათ.

კრიპტოდეპოზიტები სტეიბლკოინებში

ცენტრალიზებული ბირჟების უმეტესობა კრიპტოვალუტაში დეპოზიტების შესაძლებლობას სთავაზობს. გარდა ამისა USDT-სა და USDC გაყინვაცაა შესაძლებელი. 

ასეთი შეთავაზებების პირობები უფრო მომგებიანია, ვიდრე დეპოზიტები ბანკებში, ინვესტიციები ბონდებში და თუნდაც უძრავ ქონებაში. მაგალითად, ბირჟა WhiteBit მომხმარებლებს USDT-ის ჩადებას წლიურ 30%-ად სთავაზობს იმ პირობით, რომ მონეტები 360 დღის განმავლობაში იქნება დაბლოკილი. გაყინვის პერიოდიდან გამომდინარე, აქტივები განსხვავებულ მოგებას იძლევა. საპროცენტო განაკვეთისთვის შეგიძლიათ როგორც ბიტკოინი, ასევე ალტკოინების უმეტესობა დაბლოკოთ.
კრიპტოდეპოზიტების მომგებიანობა WhiteBit-ზე. წყარო: WhiteBit

კრიპტოდეპოზიტების მომგებიანობა WhiteBit-ზე. წყარო: WhiteBit

შემოსავლის ამ მეთოდს რამდენიმე ნიუანსი აქვს, რომელიც ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ.

1. როგორც UST-სა და USDN-სთან დაკავშირებულმა ბოლო ისტორიამ აჩვენა, ფულის ერთ სტეიბლკოინში შენახვა უსაფრთხო არ არის, ვინაიდან ბაზრის ტურბულენტობის ფონზე, მონეტები დოლართან ბმას კარგავენ, ზოგი კი აღდგენას ვერ ახერხებს. ამიტომ, სახსრების შენახვა არა მხოლოდ USDT-ში, არამედ USDC-შიც უფრო გონივრულია. ბირჟები კარგ საპროცენტო განაკვეთებს USDC დეპოზიტებზეც სთავაზობენ. 

2. უმსხვილები ბირჟებიც კი შეიძლება, თავდასხმის შედეგად დაზარალდეს, ან უცებ გაკოტრდეს. ამიტომ, სახსრების დაბლოკვა ჯობია არა ერთ პლატფორმაზე, არამედ რამდენიმეზე. თუ ერთი ბირჟა გატეხეს, თქვენ სხვა ბირჟებზე ფული დაგრჩებათ. მაგალითად, ByBit სტაბილური მონეტების დეპოზიტებზე ასევე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს სთავაზობს. მაგალითად, USDC-ის დაბლოკვისთვის, სტეიკინგის მოქნილი პერიოდით, მომხმარებელი 8%-იან APY-ს იღებს.

სტეიკინგის ხარჯზე ინვესტორს შემოსავლის ნაკადის დივერსიფიკაცია და საქმეში თავისუფალი ფულის ჩართვა შეუძლია. მიმდინარე პირობებში, როდესაც ვაჭრობასა და ინვესტიციას არ მოაქვს ისეთი მოგება, როგორც ეს ხარულ ბაზარზე ხდება, სტეიბლკოინების დაბლოკვა შეიძლება პასიური შემოსავლის მიღების კარგი საშუალება გახდეს. 

ფორკები, აირდროპები, ლაუნჩპადები

არსებობს კრიპტობაზარზე ფულის გამომუშავების გზები მინიმალური ინვესტიციით, ან ინვესტიციის გარეშე, თუ გარკვეულ ვალუტას უკვე ფლობთ. მაგრამ ასეთი ღონისძიებებიდან მიღებული მოგება გრანდიოზული ვერ იქნება.

Ethereum-ის ბოლო ჰარდფორკის დროს, მომხმარებლებმა ტოკენი ETH PoW თავის ETH-თან 1:1 თანაფარდობით მიიღეს. გარდა ამისა, Ethereum-ის ქსელში გამოშვებული ტოკენები Ethereum PoW-ს ქსელში იყო დუბლირებული. მაგალითად, თუ მომხმარებელს Ethereum-ის ქსელში 100 000 USDT ჰქონდა, მან უკვე ახალ ქსელში კიდევ 100 000 USDT მიიღო. 

სამწუხაროდ, Ethereum PoW-ის ქსელში USDT გაყიდვის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე DEX-ზე იყო, Ethereum PoW-ზე 100 000 USDT-დან, ტრეიდერს მხოლოდ ~80$-ის გატანა შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ბევრი, მაინც უკეთესია, ვიდრე არაფერი.

Launchpad ბირჟის მიერ ჩატარებული აქტივობაა, რომელიც დამწყებ კრიპტოვალუტურ პროექტებს საშუალებას აძლევს, შემდგომი განვითარებისა და ამოქმედებისთვის სახსრები მიიზიდოს. ისინი მომხმარებლებს აძლევენ შესაძლებლობას, დამწყებ კრიპტოპროექტებში ადრეული ინვესტიციის ხარჯზე ფული გამოიმუშაონ. 

როგორც წესი, ლაუნჩპადებზე ტოკენებში ინვესტიციის რენტაბელობა ხარულ ბაზარზე უფრო მაღალია, ვიდრე ტრადიციული კრიპტოინვესტიციების შემთხვევაში, რომ აღარაფერი ვთქვათ საფონდო ბირჟაზე. მაგალითად, ტოკენებმა  MATIC, EGLD და AXS 3000%-ზე მეტი მოგება მოიტანა. ლაუნჩპადებზე მიღებული ტოკენები დათვურ  ბაზარზე, როგორც წესი, დაუყოვნებლივ იყიდება.

ასეთი აქტივობები მსხვილი ბირჟების უმეტესობაზეა ხელმისაწვდომი. მაგალითად, ByBit-ზე ლაუნჩპადში მონაწილეობის მისაღებად ანგარიშზე 100+ USDT, ან 50+ BIT (ByBit-ის ნატიური ვალუტა) უნდა გქონდეთ. ანგარიშზე  1000$-ის შენახვის სანაცვლოდ, შეგიძლიათ, ყოველი ლაუნჩპადიდან, ამ ფულის დაკარგვის რისკის გარეშე, დაახლოებით, $20-$40 მიიღოთ.