Amazon გეგმავს NFT ბაზარზე შესვლას

icon NFT
ფოტო - Amazon გეგმავს NFT ბაზარზე შესვლას
რამდენიმე წყარო იუწყება, რომ ელექტრონული კომერციის ლიდერი დაინტერესებულია თავისი Web3 შესაძლებლობების გაფართოებით.
ამაზე რამდენიმე ფაქტი მიუთითებს:

?გახსნილია დეველოპერებისა და ინჟინრების ვაკანსიები Web3-ის მიმართულებით;
? გაფორმებულია ხელშეკრულებები ცნობილ NFT შემქმნელებთან და გროვდება უნიკალური კოლექციები;
? ხელმოწერილია პარტნიორობის დოკუმენტი ბლოკჩეინ-კომპანია Ava Labs-თან;
? მუშავდება ბლოკჩეინ-თამაშები, პროცესში უფასო NFT-ების დარიგებით

ჯერ გაურკვეველია, აპირებს თუ არა Amazon-ი კონკურენცია გაუწიოს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა OpenSea და Rarible საკუთარი სავაჭრო მოედნის შექმნით? თუ აქ რაღაც სხვა მიზანია?

Amazon-ის დაინტერესების ნამდვილ მიზეზს გაზაფხულზე გავიგებთ. ახალი პროექტის პრეზენტაცია აპრილში იგეგმება.