კრიპტოპროექტ Layer Zero-ს მიმოხილვა

ფოტო - კრიპტოპროექტ Layer Zero-ს მიმოხილვა
LayerZero სხვა ბლოკჩეინებს ერთმანეთთან ურთიერთმოქმედების საშუალებას აძლევს და პირობას დებს, რომ ეკოსისტემის განვითარებასთან ერთად, მათი რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება.
ზოგჯერ ერთი ბლოკჩეინიდან მეორეში ტოკენის გასაგზავნად ძალიან ბევრი მოქმედებაა საჭირო: უნდა იპოვოთ სწორი ხიდი თქვენთვის საჭირო ლიკვიდობით, იყიდოთ ტოკენი ერთ ქსელში და გაზისთვის დამატებითი ტოკენები თითოეულ ქსელში, გადაიხადოთ საკომისიო. ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ეს მთლად პრაქტიკული არ არის. 
 
არსებობს პროექტი, სახელწოდებით LayerZero, რომელსაც ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლია, რადგან მან სმარტ კონტრაქტებსა და სხვადასხვა ქსელის აპლიკაციებს შორის ურთიერთქმედების ახალი პრინციპი შექმნა. ეს საშუალებას მოგცემთ, მარტივად გადაიტანოთ ტოკენები სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის რთული პროცედურების გარეშე.
 
LayerZero არის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ,  გააგზავნოთ და მიიღოთ გადარიცხვები სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის, რითაც შექმნით შუალედურ ხიდს, რომელშიც სხვადასხვა DeFi პლატფორმას შორის არსებული ქსელების დიდი რაოდენობაა ხელმისაწვდომი. ეს უზრუნველყოფს აპლიკაციების სწრაფად მუშაობას, თითქოს ისინი ერთ ბლოკჩეინზე მუშაობდნენ. პროექტი უკვე მუშაობს Ethereum, BSC, Avalanche, Polygon, Arbitrum, Optimism, Fantom, Metis ქსელებთან.

პროექტის ინვესტორები

პროექტმა ჩაატარა 4 საინვესტიციო რაუნდი, რომელთა შედეგად ჯამში $173,3 მილიონი შეგროვდა.

საინვესტიციო რაუნდებში მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი ფონდები, როგორიცაა Andreessen Horowitz (a16z), Sequoia Capital, Animoca Brands, Spartan Group, Multicoin Capital და სხვები.
ინვესტიციები LayerZero-ში Crunchbase-ის მონაცემებით

ინვესტიციები LayerZero-ში Crunchbase-ის მონაცემებით

პროექტ LayerZero-ს მთავარი პროდუქტი არის Stargate.Finance.
პროექტ Stargate.Finance-ის ლოგო

პროექტ Stargate.Finance-ის ლოგო

Stargate.Finance არის ლიკვიდობის ქსელთაშორისი პროტოკოლი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაცვალონ ტოკენები სხვადასხვა ქსელს შორის, რომლებიც Ethereum-ის ვირტუალურ მანქანასთანაა (EVM) თავსებადი. პროტოკოლი Stargate Finance ამჟამად მხარს უჭერს Ethereum-ს, Avalanche-ს, BNB Chain-ს, Arbitrum-ს, Optimism-ს, Fantom-სა და Polygon-ს (MATIC).
 
სამომავლოდ დაგეგმილია ინტეგრაცია არა EVM-ქსელებთან, როგორიცაა Solana, Algorand და სხვა.

პროექტის ტოკენი

დღესდღეობით, პროექტის ტოკენი არ არსებობს, მაგრამ ტექნიკურ დოკუმენტაციაში შეიძლება ვიპოვოთ დადასტურება, რომ ის გამოჩნდება. ამაზე მიუთითებს ტიკერი $ZRO, რომელიც მომხმარებლებმა იპოვეს.
LayerZero-ს ტექნიკური დოკუმენტაცია

LayerZero-ს ტექნიკური დოკუმენტაცია

უკვე ახლა რეტროდროპებზე მონადირეები, მომავალი ჯილდოების იმედით, აქტიურად სარგებლობენ ხიდებით Stargate, Aptos Bridge, BTC-b-ს, აქტივობებით Guild-ზე და ა.შ.

დასკვნა:

პროექტ LayerZero-ის მიზანი კრიპტოსამყაროს უახლესი მიღწევების გაერთიანებაა. არსებობს ყველა წინაპირობა იმის საფიქრელად, რომ, აუდიტორიისა და პარტნიორებისგან მიღებული მხარდაჭერის გათვალისწინებით, პროექტი წარმატებული იქნება.

რბ