პროექტ Orbiter Finance-ის მიმოხილვა და როგორ მივიღოთ აირდროპი?

ფოტო - პროექტ Orbiter Finance-ის მიმოხილვა და როგორ მივიღოთ აირდროპი?
Orbiter Finance არის დეცენტრალიზებული cross-rollup ხიდი L1 და L2 ქსელებს შორის აქტივების გადასატანად, საკომისიო ხარჯების დაზოგვით და ნატიურ ხიდებთან შედარებით, ტრანზაქციების გაუმჯობესებული სიჩქარით.
ხიდი ამჟამად მხარს უჭერს შემდეგ ქსელებს: Ethereum, zkSync Era, zkSync Lite, Polygon, Polygon zkEVM, Arbitrum, Arbitrum Nova, Loopring, Optimism, Immutable X, StarkNet, BNB Сhain და გეგმავს მომავალში სხვა ბლოკჩეინის დამატებას.

მისი ყველაზე საინტერესო თვისება ის არის, რომ ხიდის გამოყენებისას არ ხდება პირდაპირი ურთიერთქმედება სმარტ კონტრაქტებთან. ის დაუყოვნებლივ აგზავნის აქტივებს თავისი დეცენტრალიზებული ლიკვიდობიდან თქვენს საფულეში, ნებისმიერ ქსელში. ეს ტექნოლოგია ზრდის როგორც მომხმარებლის, ასევე თავად პროექტის უსაფრთხოების დონეს ჰაკერული თავდასხმების შემთხვევაში, რაც არაიშვიათია კრიპტოინდუსტრიაში.

Ინვესტიციები

Orbiter.Finance-ის ინვესტორები  CryptoRank -ის მიხედვით

Orbiter.Finance-ის ინვესტორები CryptoRank -ის მიხედვით

2022 წლის 29 ნოემბერს მათ დაასრულეს დაფინანსების პირველი რაუნდი, რომელსაც ბევრი ფონდი შეუერთდა. მათ შორისაა:

 • Tiger Global Management (აფინანსებდა LayerZero, Apex Protocol, StarkNet, Near Protocol);

• Amber Group (აფინანსებდა 1inch, CyberConnect, Nomad, Mina Protocol);

• StarkWare (აფინანსებდა dYdX, ArgentX, Braavos Wallet, Parallel Finance).

• ინვესტორების სიას თავად ვიტალიკ ბუტერინი (Ethereum-ის დეველოპერი) შეუერთდა.

ინვესტიციის მთლიანი თანხა არ გახმაურებულა

საიტის ფუნქციონალი

   Orbiter.Finance -ის ვებგვერდის ინტერფეისი

Orbiter.Finance -ის ვებგვერდის ინტერფეისი

საიტის ფუნქციონალი მაქსიმალურად მარტივი და ინტუიციურად გასაგაებია.

ვირჩევთ ქსელებს, რომლებთანაც გვექნება ურთიერთქმედება, შემდეგ ვირჩევთ ტოკენს.

გვერდის ბოლოში შეგიძლიათ იხილოთ:

Gas Fee Saved - არის თანხა, რომელიც შეგიძლიათ დაზოგოთ, თუ გამოიყენებთ Orbiter Finance-ის ხიდს და არა იმ ქსელის ოფიციალურ ხიდს, რომლიდანაც რიცხავთ სახსრებს.

Time Spend - დრო, რომელიც დასჭირდება თქვენი აქტივების მიღებას სხვა ქსელში.

როგორ მივიღოთ აირდროპი Orbiter Finance-დან?

ოფიციალური დისქორდი  იტყობინება, რომ პროექტს ექნება საკუთარი ტოკენი, ასე რომ, ხიდთან ურთიერთქმედებით, შეგიძლიათ იქონიოთ შესაძლო რეტროდროპის მიღების იმედი.

დროპის შესაძლო კრიტერიუმები შეიძლება იყოს:

1. ტრანზაქციების რაოდენობა ხიდზე;

2. აქტივების მოცულობა;

3. ურთიერთქმედება სხვადასხვა ქსელებთან;

4. ხიდის გამოყენების პერიოდულობა.

ასევე, ხიდის გამოყენებისთვის, შეგიძლიათ მიიღოთ სპეციალური როლები დისქორდში.

მათ მისაღებად თქვენ უნდა გადახვიდეთ Guild-ზე, დააკავშიროთ თქვენი დისქორდი და საფულე. ამის შემდეგ თქვენ ავტომატურად მიიღებთ როლებს.

დღეისათვის მათი ჩამონათვალი ასეთია:

• Member – საფულის დაკავშირება;
• Flying Alien - მიჰყევით Twitter-ს და დაამატეთ emoji თქვენს მომხმარებლის სახელს;
• Pilot - 3+ ტრანზაქცია;
• Trainee Pilot - 10+ ტრანზაქცია;
• Elite Pilot - 50+ ტრანზაქცია;
• Expert Pilot - 100+ ტრანზაქცია;
• Ace Pilot - 500+ ტრანზაქცია.

დასკვნა

ყოველდღე უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს ხიდს. ამას ხელს უწყობს ქსელების დიდი არჩევანი, მოსახერხებელი ინტერფეისი და ტრანზაქციების სიჩქარე.

Orbiter Finance-ის ხიდის გამოყენება დაზოგვის თვალსაზრისით ნამდვილად მომგებიანია. გარდა ამისა, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ აირდროპი.

რბ