ApeCoin: ტოკენი NFT კოლექცია BAYC-ის შემქმნელებისგან

icon APE
ფოტო - ApeCoin: ტოკენი NFT კოლექცია BAYC-ის შემქმნელებისგან
ApeCoin არის Yuga Labs-ის ვირტუალური პროდუქტის მართვის ტოკენი, რომელიც პარალელურად გამოიყენება Otherside-ის მეტავერსში. ივაჭრება ტიკერით APE. ამოქმედდა Ethereum-ის ქსელში 2022 წელს ERC-20 სტანდარტის გამოყენებით.
ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ, გახდნენ ApeCoin DAO-ს, იმ საზოგადოების წევრები, რომელიც ირჩევს განვითარების კურსს Yuga Labs პროექტებისთვის და ხმას აძლევს სხვადასხვა ინოვაციებს. ასევე ApeCoin-ი Otherside მეტავერსში NFT მიწისა და სხვა ციფრული ნივთების შესაძენად არის საჭირო. 

აქტივი მის მფლობელებს სხვა შესაძლებლობებსაც აძლევს:  უზრუნველყოფს წვდომას ექსკლუზიურ კონტენტზე (ონლაინ თამაშები, ბრენდირებული პროდუქცია, ცოცხალი შეხვედრები საზოგადოების წრეში).

ზოგადად, APE არის Yuga Labs-ის მიმდინარე და მომავალი ინიციატივების ძირითადი ტოკენი, დეცენტრალიზებული აპლიკაციების დეველოპერებს კი შეუძლიათ, ტოკენი თავიანთი dApps-ის ფუნქციონალში ჩართონ. 

APE-ის კონკურენტები არიან ყველა პოპულარული მმართველობის ტოკენები და აქტივები, რომლებიც ბლოკჩეინ თამაშებში და მეტავერსებში გამოიყენება. მაგალითად, SAND, MANA, BIT, AXS.
ApeCoin-ის მთავარი გვერდი

ApeCoin-ის მთავარი გვერდი

ApeCoin ტოკენის გამოჩენის პრეისტორია

დავუბრუნდეთ 2021 წელს. არაჩანაცვლებადი ტოკენების ბაზარზე Yuga Labs-ის ანონიმური შემქმნელებისგან NFT კოლექცია Bored Ape Yacht Club (BAYC) გამოჩნდა. სულ რაღაც 6 თვეში ის პოპ კულტურის საკულტო სიმბოლოდ იქცა. მოწყენილი მაიმუნების ფასი 200 დოლარის დონეზე დიდხანს არ დარჩენილა და სწრაფი ტემპით ზრდას აგრძელებდა. შედეგად, კოლექციით დაინტერესდა არა მხოლოდ კრიპტოსაზოგადოება, არამედ ტელევარსკვლავები, ბრენდები, მუსიკოსები, რამაც BAYC-ის კიდევ უფრო დიდი პოპულარობა გამოიწვია. რამდენიმე ყველაზე ძვირადღირებული NFT 2,7 და 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.
NFT კოლექცია Bored Ape Yacht Club Opensea-ს მარკეტპლეისზე

NFT კოლექცია Bored Ape Yacht Club Opensea-ს მარკეტპლეისზე

2022 წელს Yuga Labs-ის ზოგიერთი დამფუძნებლის ვინაობა გამჟღავნდა. ესენი იყვნენ ამერიკელები გრეგ სოლანო და უილი არონოვი.

მას შემდეგ, რაც სიახლის ირგვლივ აჟიოტაჟი ჩაცხრა, NFT კლუბის მონაწილეები Otherside-ის სათამაშო მეტავერსის შემუშავებისა და ApeCoin ტოკენის გამოშვების ანონსით გაახარეს. ამ პროექტების შემუშავებისა და მომავალში სხვა პროექტების შესაქმნელად Yuga Labs-მა $450 მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვა მოახერდა. მთავარი ბენეფიციარები გახდნენ ფონდები: Andreessen Horowitz, Animoca Brands, Sound Ventures, Thrive Capital და სხვები.

ასევე 2022 წელს გამოუშვეს ორი ახალი კოლექცია: Mutant Ape Yacht Club (მუტანტი მაიმუნები) და Bored Ape Kennel Club (მაიმუნების ოთხფეხა მეგზურები). ორივე შემთხვევაში, წინა NFT-ების მფლობელებმა ახალი არაჩანაცვლებადი ტოკენები პრაქტიკულად უფასოდ მიიღეს.

რა არის ApeCoin DAO?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, APE-ის მფლობელებს შეუძლიათ,  შეუერთდნენ ApeCoin DAO-ს. ეს არის დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია, რომელიც სპეციალურ პლატფორმაზე ხმის მიცემის გზით Yuga Labs-ის ყველა პროექტის მართვაში მონაწილეობს. ApeCoin-ის თითოეულ მფლობელს უფლება აქვს,  გამოთქვას თავისი აზრი ნებისმიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით: ვებგვერდის რედიზაინი, ახალი კოლექციის გამოშვება, მეტავერსის განახლება.

ApeCoin DAO-ს ადმინისტრაციული საკითხებით დაკავებულია  ApeCoin Foundation - ფონდი, რომელიც ეკოსისტემის განვითარებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს და ბუღალტრულ აღრიცხვაზეა პასუხისმგებელი.

APE-ის ტოკენომიკა

ტოკენი საბაზრო ღირებულების მიხედვით, CoinMarketCap-ის  ვებგვერდზე კრიპტოვალუტების რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს. მისი კაპიტალიზაცია 1,8 მილიარდი დოლარია. ბაზარზე 368 მილიონი APE ტოკენია მიმოქცევაში. მაქსიმალური მიწოდება 1 მილიარდი მონეტით შემოიფარგლება. ვინაიდან პროექტის სმარტ კონტრაქტში არაა გაწერილი ApeCoin-ის დაწვის შესაძლებლობა, გამოშვებული აქტივების საერთო რაოდენობა არასოდეს შემცირდება.

APE შემდეგნაირად ნაწილდება:

  • 62% ეკოსისტემის ფონდზე მოდის, აქედან 150 მილიონი NFT კოლექციების, BAYC-ისა და MAYC-ის მფლობელებს ეკუთვნის, 470 მილიონი კი პროექტის ხაზინაშია;
  • 16%-ს Yuga Labs ფლობს, საიდანაც 10 მილიონი ქველმოქმედებაზე მიდის;
  • 14% განკუთვნილია ინვესტორებისთვის;
  • 8% Yuga Labs-ის თანადამფუძნებლების ანგარიშებზე ინახება.
ტოკენის განაწილების დიაგრამა ApeCoin-ის ვებგვერდზე

ტოკენის განაწილების დიაგრამა ApeCoin-ის ვებგვერდზე

ტოკენომიკის დადგენილი წესის თანახმად, სახსრების ნაწილი დაიბლოკა ApeCoin ტოკენის ლისტინგიდან 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივი განბლოკვის შესაძლებლობით.