Pax Gold vs Tether Gold: რომელი კრიპტოვალუტური ოქროა უკეთესი?

icon PAXG
ფოტო - Pax Gold vs Tether Gold: რომელი კრიპტოვალუტური ოქროა უკეთესი?
Pax Gold და Tether Gold - სტეიბლკოინებია, რომელთა ღირებულება ფიზიკური ოქროს ფასზეა მიბმული.
საფონდო ბირჟებზე ოქროს ღირებულების გაზომვის ერთეულად დამკვიდრებულია ტროას უნცია, რაც 28.3 გრამს უდრის. თუმცა, ყველა ინვესტორს როდი ესმის, თუ როგორ უნდა ჩადოს ინვესტიცია ოქროში საფონდო ბირჟაზე.

ამ პრობლემის გადაწყვეტა აიღეს თავის თავზე Paxos-მა და Tether-მა, რომლებიც PAXG და XAUT სტეიბლკოინების ემიტენტები არიან. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვერკვია თუ რა პრინციპული განსხვავებებია ამ ტოკენებს შორის, რა არის მათი თავისებურებები და რომელი მონეტაა უფრო პოპულარული.

პროექტების ისტორია

PAXG-ის ოფიციალური რელიზი 2019 წლის 5 სექტემბერს შედგა. თავდაპირველად, აქტივი გამოჩნდა დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე, კრიპტოვალუტის ბირჟაზე Kraken და შეძენისთვის ხელმისაწვდომი გახდა უშუალოდ Paxos-ის ვებგვერდზე.
PAXG-ის ფასის დინამიკა (CoinMaketCap)

PAXG-ის ფასის დინამიკა (CoinMaketCap)

Tether-ის Xaut სავაჭრო პლატფორმებზე 2020 წლის 26 იანვარს გამოჩნდა. პირველ დღეს ვაჭრობის მოცულობამ მხოლოდ $30 000 შეადგინა.
XAUT-ის ფასის დინამიკა (CoinGecko)

XAUT-ის ფასის დინამიკა (CoinGecko)

ტექნოლოგიურად, ორივე მონეტა არის ERC20 სტანდარტის ტოკენი Ethereum-ის ბლოკჩეინზე.

სტატისტიკური მაჩვენებლები

ცხრილში მოცემულია ორივე სტეიბლკოინის ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც შეგიძლიათ შეადაროთ PAXG და XAUT–ის გამოყენების სტატისტიკა და საერთო ლიკვიდობა:

მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ PAXG უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან ეს სტეიბლკოინი ბირჟების გაცილებით დიდ რაოდენობაზე ივაჭრება. XAUT ასევე მოიკოჭლებს გადარიცხვების, მომხმარებლებისა და ვაჭრობის ყოველდღიური მოცულობის რაოდენობით.

ტოკენების უზრუნველყოფა

Paxos-ის ვებგვერდის ინფორმაციიდან გამომდინარე, PAXG უზრუნველყოფილია Good Delivery-ის ოქროს ზოდებით, რომლებიც აკრედიტებულია ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის მიერ, 1: 1 თანაფარდობით. ასევე, ინსტიტუციონალურ ინვესტორებსა და კომპანიის მომხმარებლებს შეუძლიათ სტეიბლკოინ Loco London Gold-ის ფიზიკური ოქროში გაცვალონ. PAXG-ის უზრუნველყოფის აუდიტი ყოველთვიურად ტარდება.
PAXG სტეიბლკოინის მახასიათებლები (paxos.com/paxgold)

PAXG სტეიბლკოინის მახასიათებლები (paxos.com/paxgold)

Tether-ს XAUT-ს რეზერვში აქვს 611 ოქროს ზოდი, რომლის საერთო წონა 7643,71 კილოგრამია. ტოკენის ფიზიკურ აქტივზე გაცვლა შესაძლებელია მრავალ მისამართზე შვეიცარიაში. 

ჯამში, ორივე სტეიბლკოინი სრულად არის უზრუნველყოფილი რეალური აქტივით და მისი კონვერტაცია მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია.
XAUT სტეიბლკოინის მახასიათებლები (gold.tether.to)

XAUT სტეიბლკოინის მახასიათებლები (gold.tether.to)

სად შევიძინოთ PAXG და XAUT

PAXG ივაჭრება მრავალ ცენტრალიზებულ ბირჟაზე, რომელთა შორისაა Binance, Kucoin, Crypto.com, Kraken, MEXC და სხვები. XAUT ხელმისაწვდომია სავაჭრო პლატფორმების BitFinex, OKX, Huobi, Gate მომხმარებლებისთვის. ორივე მონეტა ასევე წარმოდგენილია  დეცენტრალიზებულ ბირჟაზე Uniswap.

კრიპტოვალუტის ხელმისაწვდომი ბირჟების სიის ნახვა შესაძლებელია ანალიტიკურ რესურსებზე Coingecko და CoinmarketCap, განყოფილებაში "ბაზრები".

დასკვნა

PAXG სტეიბლკოინის ლიკვიდობა გაცილებით მაღალია, ვიდრე Tether-ის მიერ გამოშვებული კონკურენტისა. Paxos-ის კრიპტოვალუტური ოქროთი უფრო მეტად და ხშირად ვაჭრობენ, ბირჟები უფრო ლოიალურად ექცევიან, ამასთან ტექნოლოგიური და სტრუქტურული განსხვავება PAXG-სა და XAUT-ს შორის არ არსებობს. ორივე ტოკენი არსებობს ერთ ბლოკჩეინზე, ერთნაირი ემისიითა და თანაბრად სრულყოფილი უზრუნველყოფით.

ალბათ, Pax Gold-მა მეტი ყურადღება უფრო ადრინდელი ლისტინგისა და უკეთესი მარკეტინგული კამპანიის წყალობით მიიზიდა.