ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ტრეიდინგში

ფოტო - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ტრეიდინგში
კრიპტოსაზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოიჩინა ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი ინსტრუმენტების მიმართ, რაც კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის სრულად ავტონომიური ბოტების შექმნას ისახავს მიზნად. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ აპლიკაციებზე, როგორიცაა BabyAGI და AutoGPT, და რომელიც GPT-4 API-ს საფუძველზეა შექმნილი.
ამ პროგრამებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგანაც მათი დახმარებით შესაძლებელი გახდა ისეთი სავაჭრო ბოტების შექმნა, რომლებსაც ადაპტაცია და თვითგანვითარება შეუძლიათ.

GPT-4 შესანიშნავად ამუშავებს მოწოდებულ ინფორმაციას. მაგრამ მას   ერთი სეანსის მიღმა დამახსოვრების უნარი აკლია, რაც  GPT API-ზე აგებული აპლიკაციების გამოყენებას ზღუდავს. ეს არის პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ისეთი სავაჭრო ბოტის შექმნას, რომელსაც  შესწევს უნარი დამოუკიდებლად ჩაასწოროს და გააანალიზოს ისტორიული მონაცემები. ამიტომაც, ტრეიდერის მხრიდან მუდმივი ზედამხედველობაა საჭირო.
მომხმარებლის, ValleyUnder-ის ტვიტი წყარო: Twitter

მომხმარებლის, ValleyUnder-ის ტვიტი წყარო: Twitter

თუმცა, დეველოპერებმა შემოვლითი გზები აღმოაჩინეს, რაც გულისხმობს GPT-ის კოდის გენერირების შესაძლებლობას გარე წყაროებთან დაკავშირების გამოყენებით. ამისთვის მათ გამოიყენეს AutoGPT-ი   და ის ChatGPT-ის სხვადასხვა ვერსიებთან შეათავსეს. უახლესი (GPT-4) გამოიყენება კოდის დასაწერად, ხოლო GPT-3.5 ვირტუალური მეხსიერების სივრცის შესაქმნელად. ასე ხდება სხვადასხვა ბოტებს შორის ინფორმაციის გაცვლა და გაერთიანება.

კიდევ ერთი ვარიანტია BabyAGI, რომელიც  GPT-4-თან, კოდირების სისტემასთან LangChain და Pinecone-ის ვექტორულ მონაცემთა ბაზასთან არის ინტეგრირებული. მისი გამოყენება შესაძლებელია ბოტების შესაქმნელად, რომლებსაც კრიპტოვალუტური პორტფელის მართვა შეეძლებათ.
მომხმარებლის, Harriso20462924-ის   ტვიტი წყარო: Twitter

მომხმარებლის, Harriso20462924-ის ტვიტი წყარო: Twitter

ფართო შესაძლებლობების მიუხედავად, უკვე ჩანს, რომ ექსპერიმენტის ზოგიერთი მონაწილე ხელოვნური ინტელექტის პროგრამების გამოყენებით მიღებული შედეგით კმაყოფილი არ არის. სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ზემოაღნიშნული ინსტრუმენტები სპეციალურად ვაჭრობისა და, ზოგადად, კრიპტოვალუტებთან მუშაობისთვის არ შექმნილა.

ხელოვნური ინტელექტის წარმატებული დანერგვა სავაჭრო სტრატეგიებში ჰიპოთეტურად შეიძლება არსებობდეს, უბრალოდ ასეთ შემთხვევებს არ ასაჯაროებენ. წარმატებული ტრეიდერი არ არის დაინტერესებული კონკურენტების მომრავლებაში. თუ თქვენ  რომელიმე ამ ბოტის გამოყენებას შემოგთავაზებენ, ის შეიძლება არ მუშაობდეს ან სულაც მთელი თქვენი სახსრების მოპარვის საშუალება გახდეს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.