ხელოვნური ინტელექტი სატოში ნაკამოტოს იმიტაციას ახდენს

ფოტო - ხელოვნური ინტელექტი სატოში ნაკამოტოს იმიტაციას ახდენს
Bitcoin FilmFest-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პიერ კორბინმა და ბიტკოინ-დეველოპერმა ჰიუგო ფერერმა 31 მაისს წარადგინეს AI ბაზაზე შექმნილი ჩატ-ბოტი სახელწოდებით Talk2Satoshi. ეს უჩვეულო პროექტი ბიტკოინის საიდუმლო დამფუძნებელთან, სატოში ნაკამოტოსთან კომუნიკაციის იმიტაციისთვის არის შექმნილი.
AI-ის მოდელის როლში, რომელიც  ჩატ-ბოტს მართავს, OpenAI-ის ChatGPT გამოიყენება.  ბოტმა სწავლა მონაცემთა შეზღუდულ ბაზაზე გაიარა, რომელშიც საჯარო ელექტრონული წერილები და ფორუმზე ნაკამოტოს შეტყობინებები შედიოდა. ასევე გამოყენებული იყო ისეთი რესურსები, როგორებიცაა სეიფედინ ამუსის Bitcoin Standard, ჯეფ ბუტის The Price of Tomorrow და კორბინის ფილმი The Great Reset and the Rise of Bitcoin. უახლოეს მომავალში დამატებითი წყაროების ჩართვა იგეგმება.

ტესტირების დროს Talk2Satoshi-მ  ფიატის ვალუტების გრძელვადიანი პერსპექტივების შესახებ დამახასიათებელი სკეპტიციზმით უპასუხა, ამასთან, გამოხატა ოპტიმიზმი ბიტკოინის მიმართ. ზოგჯერ მისი პასუხები შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი, კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოდელს არ გაუვლია ტრენინგი ბიტკოინის უახლეს მიღწევებზე, როგორიცაა Ordinals პროტოკოლი ან BRC-20 ტოკენები. შესაბამისად, მან ამ თემებზე საკუთარი აზრის გამოხატვაზე შეიძლება უარი თქვას.

კორბინის თქმით, ამ ჩატ-ბოტის საბოლოო მიზანი, არის AI ინსტრუმენტების პოტენციალის დემონსტრირება განათლების სფეროში. ბოტს ბიტკოინის ფუნქციონირების, მაინინგის პროცესისა და ქსელის სხვა ასპექტების შესახებ კითხვებზე ბოტს კვალიფიციური პასუხების გენერირება შეუძლია.

ნაკამოტოს მიერ შთაგონებულ ბოტს, რომელიც სეხნიის საიდუმლოს ინახავს, თანმიმდევრულად თავს არიდებს თავისი „რეალური“ იდენტობის გამჟღავნებას, როგორც წესი, ასეთი პასუხი აქვს: „ჩემი ნამდვილი სახელი მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, რომელსაც ბიტკოინი წარმოადგენს და მისი პოტენციალი ფინანსურ სისტემებში რევოლუციის მოსაწყობად."

GC
GN Crypto
ავტორი