ავსტრალიის პირველი ტრანსსასაზღვრო გადახდა სტეიბლკოინში

ფოტო - ავსტრალიის  პირველი ტრანსსასაზღვრო გადახდა სტეიბლკოინში
ავსტრალიის ეროვნულმა ბანკმა (NAB) განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად განახორციელა სტეიბლკოინების ტრანსსასაზღვრო გადარიცხვა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით.
საპილოტე ტრანზაქცია მოიცავდა სტეიბლკოინების სმარტ-კონტრაქტების განთავსებას 7 ძირითადი მსოფლიო ვალუტისთვის, კერძოდ: ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სინგაპურის და ამერიკული დოლარისთვის, ევროს, იენის და ფუნტ-სტერლინგისთვის.
 
 ამისათვის ბანკმა გამოიყენა ისრაელის პლატფორმა Fireblocks-ი.

GC
GN Crypto
ავტორი