ბალი ტურისტებისთვის კრიპტოგადახდებს შეზღუდავს

ფოტო - ბალი ტურისტებისთვის კრიპტოგადახდებს შეზღუდავს
რეგულაციების დანერგვით ბალის პროვინციის მთავრობა აპირებს აღუკვეთოს უცხოელ ტურისტებს კრიპტოვალუტების გამოყენება სასტუმროებში, რესტორნებში, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და სავაჭრო ცენტრებში შესრულებული ოპერაციების დროს.
„ტურისტები, რომლებიც ეწევიან აკრძალულ საქმიანობას, ბოროტად იყენებენ თავიანთ ვიზას, იყენებენ კრიპტოვალუტურ გადახდებს ან არღვევენ სხვა რეგულაციების, მკაცრი ზომების წინაშე აღმოჩნდებიან“, - განაცხადა გუბერნატორმა კოსტერმა.

ასეთი დარღვევები დაისჯება დეპორტაციით, ადმინისტრაციული სანქციებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემთ, ბიზნესის დახურვით და სხვა მკაცრი ზომებით.

გუბერნატორმა კოსტერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასანქცირებულ სავალუტო ტრანზაქციებს შეიძლება მოჰყვეს თავისუფლების აღკვეთა ერთიდან ხუთ წლამდე, და ასევე  ჯარიმა $3,300-დან $1,4 მილიონამდე.

ინდონეზიის ბანკის რეგულაცია ითვალისწინებს ქვეყნის ტერიტორიაზე რუპიას სავალდებულო გამოყენებას , ხოლო დარღვევებისთვის დაწესებულია ადმინისტრაციული სანქციები, მათ შორის წერილობითი საყვედური, ჯარიმები და შეზღუდვები საგადახდო ოპერაციებზე. ნუგროჰომ,  ინდონეზიის ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბალიზე, განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტები აღიარებულია აქტივებად, მათი, როგორც გადახდის საშუალების გამოყენება ბალიზე აკრძალულია.

ასეთი მკაცრი პოზიცია ემსახურება ადგილობრივი კანონმდებლობის ერთიანობის უზრუნველყოფას. გარდა ამისა, ის დაიცავს ფინანსურ სექტორს არასანქცირებული სავალუტო ტრანზაქციებთან დაკავშირებული პოტენციური რისკებისგან. უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ბალის სტუმრობენ, დაბეჯითებით ურჩევენ დაიცვან ეს წესები და კუნძულზე ყოფნისას გამოიყენონ მხოლოდ რეკომენდებული გადახდის საშუალებები.

GC
GN Crypto
ავტორი