Civ Kit: P2P ბაზრების ეკოსისტემა Paxful-ის თანადამფუძნებლისგან

ფოტო - Civ Kit: P2P ბაზრების ეკოსისტემა Paxful-ის თანადამფუძნებლისგან
Civilization Kit არის ელექტრონული ბაზრის ერთრანგიანი სისტემა, რომელსაც ბიტკოინისა და სხვა აქტივებით ვაჭრობისთვის თითქმის ათას P2P პლატფორმამდე გაფართოება შეუძლია.
Civ Kit უზრუნველყოფს ინსტრუმენტებს საჯაროდ ხელმისაწვდომი  ბაზრების შესაქმნელად, რომლებიც ცენზურისადმი მდგრადი იქნება და ყველა სახის ვაჭრობის მხარდაჭერას შეძლებს. დეველოპერები და მეწარმეები ამ ინსტრუმენტებს საკუთარი ბაზრის შესაქმნელად გამოიყენებენ.

პროექტი დააარსა ბიტკოინ ენთუზიასტების გუნდმა - ნიკოლას გრეგორიმ, რეი იუსეფმა და ანტუან რიარდმა. Civ Kit შემუშავების პროცესშია, ერთრანგიანი სისტემის Whitepaper-ის წაკითხვა GitHub-ზეა შესაძლებელი.

Civilization Kit-ის თავისებურებები

საბაზისო არქიტექტურის სახით გამოყენებული იქნება ღია პროტოკოლი Nostr, რომელიც ცენზურისგან დამცავი საშუალების როლს ასრულებს. ის მხარდაჭერილია რეტრანსლაციის სერვერებით, რომლებიც იღებენ და გზავნიან შეტყობინებებს კლიენტებს შორის.

Civ Kit ასევე იქნება დაფუძნებული Lightning Network-ზე (Layer2 ბლოკჩეინი Bitcoin-ის ქსელისთვის). მისი მარშრუტიზაცია უზრუნველყოფს ანონიმურობას კავშირის შეფერხების გარეშე.

კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იქნება გარიგებების პირობითი დეპონირება, მოდერაცია და ორაკული Know-Your-Peer (KYP). ეს უკანასკნელი KYC (იცნობდე შენს კლიენტს) პროცედურას ჩაანაცვლებს.

გარდა ამისა, პროექტი დანამატი იქება Plug and Play (დაუკავშირე და იმუშავე) ტექნოლოგია. ის შეიქმნა კომპიუტერსა და სხვა  ტექნიკაში მოწყობილობების სწრაფი კონფიგურაციისთვის. და ბოლოს, Civ Kit დაამატებს დეცენტრალიზებულ იდენტიფიკაციას, რომელიც Twitter-ის ყოფილი დირექტორის, ჯეკ დორსი მიერ დაარსებული TBD-ის მიერ არის შემუშავებული. 

თავისუფალი ბაზრებისთვის განკუთვნილი პირინგული სისტემა მესამე მხარისგან დამოუკიდებელი დეცენტრალიზებული სერვერების ქსელისგან შედგება. მათ რესურსების დამხარჯავი გამოთვლები არ სჭირდება და ამოქმედების დაბალი ბარიერებით გამოირჩევა. დამფუძნებლები პოზიციონირებენ Civ Kit-ს, როგორც პლატფორმას მაღალი გამტარუნარიანობითა და მინიმალური ხარვეზებით, რომელსაც წამში მილიარდობით ტრანზაქციის დამუშავებამდე მასშტაბირება შეუძლია. 

Civ Kit-ის გამოჩენის წინაპირობები

პლატფორმა გამოჩნდა Paxful P2P სერვისის დროებითი დახურვის საპასუხოდ, მარეგულირებლებთან პრობლემებისა და მის დამფუძნებლებს, რეი იუსეფსა და არტურ შაბაკს შორის არსებული სასამართლო დავის გამო.

ეს უკანასკნელი იუსეფს სამუშაოდან ჩამოცილებაში, საქმიანი გარიგებების შესახებ დეტალების დამალვასა და თანხების თაღლითურად გადარიცხვაში ადანაშაულებს.

სავაჭრო პლატფორმა Paxful 2015 წელს ამოქმედდა. პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები ცენტრალიზებული ზედამხედველობის გარეშე ვაჭრობდნენ. მათ ბიტკოინების გაცვლა ფიატსა და სხვა აქტივებში  შეეძლოთ. Paxful ნიგერიასა და კენიაში იყო პოპულარული.

როგორც Civ Kit-ის თანადამფუძნებელი რეი იუსეფი აღნიშნავს, მისი ახალი პროექტი Paxful-ზე გაცილების მეტს მიაღწევს. ვინაიდან ის ნებისმიერს მისცემს შესაძლებლობას, შექმნას საკუთარი დეცენტრალიზებული ბაზარი Bitcoin-ის ქსელზე საფუძველზე, რომელიც Civ Kit-ის სისტემის ნაწილი გახდება.