კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ძირითადი სტრატეგიები

ფოტო - კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ძირითადი სტრატეგიები
კრიპტოტრეიდინგი მაინცდამაინც ჩახლართული და რთული არ უნდა იყოს იმისთვის, რომ დადებითი შედეგი მოიტანოს. გთავაზობთ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ოთხ ძირითად სტრატეგიას, რომელთა გაგება და განხორციელება მარტივია.
ბევრი ტრეიდერი, რომელიც ტექნიკური ანალიზის დახმარებით ვაჭრობს, ამ მარტივ, მაგრამ ეფექტურ სტრატეგიებს ირჩევს, რომელთა ერთმანეთთან კომბინირება შესაძლებელია. ორი ან სამი ინდიკატორის არჩევა ზოგჯერ გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ინსტრუმენტების მთელი ნაკრების გამოყენება, რომლებმაც, შესაძლოა, ადვილად დაგაბნიოთ.

ზოგადად, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ოსტატობაზე, გამოცდილებაზე, „გრაფიკის წაკითხვისა“ და კრიპტოტრეიდინგის სტრატეგიების გამოყენების უნარზე. საერთო ჯამში, ეს მახასიათებლები იძლევა მეტ შანს, ფული იშოვოთ, ვიდრე ფული დაკარგოთ. თუმცა, ყველაზე ორგანიზებული და ნიჭიერი ადამიანიც კი კრიპტოვალუტის ბაზარზე დანაკარგების რისკისგან 100%-ით დაცული არ არის. ციფრული აქტივებით ვაჭრობა უფრო შესაფერისია ადამიანებისთვის, ვისაც სტაბილური ნერვული სისტემა და სახსრების მარაგი აქვთ, რომელთა დაკარგვის უფლებას ისინი თავის თავს მისცემენ და არა მათთვის, ვინ შიშისა და სიხარბისკენ არის მიდრეკილი.

ყიდვა მხარდაჭერის დონეზე, გაყიდვა წინააღმდეგობაზე

მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეები ტექნიკური ანალიზის ძირითადი ელემენტებია, რომლებსაც დამწყებებისა და მოწინავე ტრეიდერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ქმედითი სავაჭრო სტრატეგია ეფუძნება.

მხარდაჭერის დონე არის არე, სადაც ფასი ტენდენციის მიმართულებას დაღმავლიდან აღმავლისკენ ცვლის. თუ კოტირებები ამ ზონას არღვევენ და ზრდას იწყებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრმა ტრეიდერმა აქტივის შესაძენად გარიგება განათავსა და ბაზარზე ხარები დომინირებენ. გრძელი პოზიციის გახსნა და მოკლე პოზიციის დახურვა სწორედ მხარდაჭერის დონეზეა აუცილებელი.

წინააღმდეგობის დონე არის ის არე, რომელშიც კრიპტოვალუტის ღირებულება ფასის მიღწეული ზედა ზღვრიდან ისხლიტება და დაღმავალი ტრენდის განვითარება იწყება. ეს ზონა, გაყიდვების განთავსებული ორდერების დიდი რაოდენობის გამო, ბაზარზე დათვების დომინირებაზე მიუთითებს. გრძელი პოზიციის დახურვა და მოკლეს გახსნა წინააღმდეგობის დონეზე უნდა მოხდეს.
მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეები გრაფიკზე. წყარო — Forex.academy

მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეები გრაფიკზე. წყარო — Forex.academy

ამ სტრატეგიაში ყველაზე პრობლემური დონეების სწორი განსაზღვრაა. კლასიკურ ტრეიდინგში ისინი ჰორიზონტალურად, წინა ექსტრემუმების (ზედა და ქვედა ფასების ლიმიტები სქემაზე) დახმარებით არის აგებული. მხარდაჭერის დონე ქვედა ჰორიზონტალური ხაზია, წინააღმდეგობის დონე კი -  ზედა ჰორიზონტალური ხაზი.

მათი აგება უმჯობესია მინიმუმ სამი ადგილობრივი ექსტრემუმის მიხედვით (დროის მოკლე მონაკვეთში ისინი ერთმანეთთან ახლოს უნდა იყოს).

დონეების დადგენისას უნდა მოიცვათ პლუს-მინუს რამდენიმე პუნქტი თაიმფრეიმ H1-ზე, ან რამდენიმე ათეული პუნქტი დღიური ინტერვალის გამოყენებისას. რეკომენდებულია მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის აგება დროის დიდ მონაკვეთებში, რომელთაც განეკუთვნება დღიური, კვირეული და თვიური. ისინი უფრო ზუსტია ვიდრე საათობრივი და წუთობრივი.

RSI 30-ზე ქვემოთ - ყიდვა, RSI 70-ზე ზემოთ - გაყიდვა

RSI (Relative Strength Index) — გრაფიკული ინდიკატორია, რომლის გამოყენება კრიპტოვალუტის ზეჭარბი ყიდვის, ან ზეჭარბი გაყიდვის დასადგენადაა შესაძლებელი. თუ RSI 70-ზე მაღალია, აქტივი ზეჭარბად ნაყიდად ითვლება, რაც გაყიდვის სიგნალია. თუ ინდექსი 30-ზე დაბალია, კრიპტოვალუტა ზეჭარბად არის გაყიდული და მისი ყიდვა ღირს.

უფრო ზუსტ მონაცემებს ინდიკატორი უფრო მაღალ თაიმფრეიმებზე აჩვენებს. თუ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ აქტივი თვიურ თაიმფრიმებზე ზეჭარბადაა  ნაყიდი, ეს შეიძლება, გაყიდვისთვის ნიშანი იყოს.
RSI გრაფიკზე (ლურჯი მრუდი ქვემოთ). წყარო — Investopedia

RSI გრაფიკზე (ლურჯი მრუდი ქვემოთ). წყარო — Investopedia

პერიოდულად, ინდექსი შეიძლება ბაზრის სიტუაციას აცდენილი იყოს. ამ მდგომარეობას დივერგენცია ეწოდება. ამ შემთხვევაში, RSI აჩვენებს, რომ კრიპტოვალუტა ზეჭარბადაა  ნაყიდი, მაგრამ ფასი დაცემას განაგრძობს. ამიტომ, ინდიკატორის გამოყენება წინა სტრატეგიის დამატებითი სიგნალის სახით არის შესაძლებელი. 

როგორც წესი, კოტირებები ამ მაჩვენებელთან ერთად დაახლოებით ერთი მიმართულებით მოძრაობს, მაგრამ ასევე ხდება, რომ ისინი სხვადასხვა მხარეს "გაცოცვას" იწყებს. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე შესყიდვების, ან გაყიდვების მოცულობა შეიცვალა და ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ფასი შეიძლება, შემობრუნდეს.

მცოცავი საშუალოები: "ოქროს ჯვრისა" და "სიკვდილის ჯვრის" მოდელები

კრიპტოტრეიდინგის სტრატეგია, რომლის გამოყენება უმჯობესია გრძელვადიან პერსპექტივაში (მინიმუმ 18 თვე) ვოლატილურ  ბაზარზე. ის შესანიშნავ კომბინაციას ქმნის RSI ინდიკატორთან, ასევე მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეებთან ერთად. მცოცავი  საშუალოების (SMA) დახმარებით ტრეიდერები ფასების ტრენდებს, ფასების ქცევის კანონზომიერების მონიტორინგს ახდენენ. 

ამ სტრატეგიის ძირითადი მოდელებია „სიკვდილის ჯვარი“, რომელიც ბაზარზე დათვების გაბატონებაზე მიანიშნებს და „ოქროს ჯვარი“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარი მყიდველებს ეკუთვნის.
სიკვდილის ჯვარი და ოქროს ჯვარი გრაფიკზე. წყარო — FactSet

სიკვდილის ჯვარი და ოქროს ჯვარი გრაფიკზე. წყარო — FactSet

დაღმავალი ტენდენცია (სიკვდილის ჯვარი) შეინიშნება მაშინ, როდესაც 50-დღიანი SMA 200-დღიან მოძრავ საშუალოზე დაბლა ეცემა და ეს გაყიდვის სიგნალია. აღმავალი ტენდენცია (ოქროს ჯვარი) ჭარბობს, როდესაც 50-დღიანი SMA 200-დღიანზე მაღლა ადის, რაც ყიდვის სიგნალს იძლევა.

ყიდვა ჭორებზე, გაყიდვა ახალ ამბებზე

კრიპტოვალუტების სავაჭრო სტრატეგია აქტივის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენის წინ და შემდეგ ფასების ცვლილების გამოყენებას გულისხმობს. ვაჭრობის ამ მეთოდის ბოლო მაგალითია კონსენსუსის ახალ ალგორითმზე გადასვლის (The Merge) მოვლენამდე ETH-ის აქტიური შეძენა და უშუალოდ ბლოკჩეინის განახლების შემდგომი გაყიდვა. ითვლება, რომ ნებისმიერი ცვლილების პოზიტიური მოლოდინში, ფასი შეიძლება, გაიზარდოს, მოვლენის დადგომის შემდეგ კი დაეცეს, რადგან აქტივის მიმართ ინტერესი და ყურადღება სუსტდება.

პროცესებს, რომლებიც შეიძლება, მოკლევადიან პერსპექტივაში კრიპტოვალუტის ღირებულებაზე აისახოს, განეკუთვნება:

✔️ კომპანიის რეორგანიზაცია;
✔️ შერწყმა, თანამშრომლობა;
✔️ ახალი პროექტები და განახლებები;
✔️ გაკოტრება.

ამ სტრატეგიაში მთავარია ყოველდღიური ამბების გახმაურებული მოვლენებისგან გარჩევა, რამაც შეიძლება, აქტივების კოტირებაზე  გავლენა მოახდინოს. ვაჭრობის მეთოდი შედარებით სუბიექტურია, ვინაიდან ძირითადად ტრეიდერის ვარაუდს ეფუძნება (ის კი შეიძლება, ცდებოდეს კიდეც).

თქვენ შეგიძლიათ აქ აღწერილი ყველა სტრატეგია თქვენს ვაჭრობაში გამოიყენოთ, მაგრამ გახსოვდეთ - ჩვენ ფინანსურ რეკომენდაციებს არ ვიძლევით. მასალა საგანმანათლებლო და გასართობი მიზნებით არის მომზადებული.

თუ გსურთ, კრიპტოტრეიდინგის შესახებ მეტი გაიდოთ, შესაძლოა, მოგეწონოთ ჩვენი სტატია "გრაფიკის ანალიზის ტოპ-5 სასარგებლო ინსტრუმენტი TradingView-ზე".