Bitcoin Cash City – ქალაქი, სადაც ფიატი უკვე აღარ გჭირდებათ

ფოტო - Bitcoin Cash City – ქალაქი, სადაც ფიატი უკვე აღარ გჭირდებათ
ავსტრალიაში არის ქალაქი, სადაც კრიპტოვალუტას Bitcoin Cash უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე ადგილობრივი ფიატურ ვალუტას - ავსტრალიურ დოლარს.
კრიპტოვალუტა Bitcoin Cash-ის მიღება ავსტრალიის კუინზლენდის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში გიჟური ტემპით იზრდება. ეს მონეტების ფანების წყალობით ხდება, რომლებმაც შექმნეს საერთაშორისო ჯგუფი, სახელწოდებით Bitcoin Cash City. 

კრიპტოვალუტა Bitcoin Cash (BCH) ფაქტობრივად გადახდის  ყველაზე სასურველ ალტერნატიულ ინსტრუმენტად აქციეს ცალკე აღებულ ქალაქ ტაუნზვილში (Townsville), სადაც ყველა სავაჭრო ობიექტი მას ადგილობრივ ვალუტასთან - ავსტრალიურ დოლართან თანაბრად იღებს. ამის გამო ქალაქს ახლა ავსტრალიურ Bitcoin Cash City-ს უწოდებენ.
კრიპტოვალუტა Bitcoin Cash-ის მიღების პუნქტების რუკა ტაუნზვილში

კრიპტოვალუტა Bitcoin Cash-ის მიღების პუნქტების რუკა ტაუნზვილში

ქალაქში თითქმის 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მათი უმეტესობა საქონლისა და მომსახურების საყიდლად Bitcoin Cash-ის გამოყენებას უკვე მიეჩვია. ისინი უფრო ხშირად იყენებენ  ციფრულ საფულეს, ვიდრე ჩვეულებრივ, ტყავის საფულეს, რომელშიც კუპიურები და მონეტები საბანკო ბარათებთან ერთად ინახება. 1000 სულ მოსახლეზე კრიპტოვალუტის მიმღებლობის მაჩვენებლით, ტაუნზვილმა უკვე უკან ჩამოიტოვა დედაქალაქი კანბერაც და ქალაქები სიდნეი და მელბურნიც, სადაც მოსახლეობა მილიონს აღემატება. 

შეგახსენებთ, რომ Bitcoin Cash, ან "ბიტკეში" ბიტკოინის ფორკია, რომლის კაპიტალიზაცია 2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და Coinmarketcap-ის რეიტინგში 27 ადგილს იკავებს. უფრო სწრაფი ტრანზაქციებისა და დაბალი საკომისიოების გამო, კრიპტოვალუტა ბიტკოინზე უფრო მოწინავედ ითვლება. 

ერთ სულ მოსახლეზე crypto mass adoption-ის ასეთი რეკორდული მაჩვენებლის გათვალისწინებით, 2019 წლიდან Bitcoin Cash City ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს, სადაც მონაწილეებს გამოცდილებასა და კრიპტოვალუტის გამოყენების ლაიფჰაკებს, ასევე ამ მიმართულებით სხვადასხვა მიღწევებს უზიარებს. ბოლო ღონისძიება კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის გამო გაუქმდა, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ ის პანდემიასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვის მოხსნის შემდეგ განახლდება.
კონფერენცია Bitcoin Cash City ტაუნზვილში

კონფერენცია Bitcoin Cash City ტაუნზვილში

მერჩანტების მიერ კრიპტოვალუტის მასობრივი მიღება ტაუნზვილში

ქალაქ ტაუნზვილში ორასზე მეტი მაღაზია, ბენზინგასამართი სადგური და ადგილობრივი კომპანიები გადახდისთვის  კრიპტოვალუტას იღებს. ესაა ქალაქი, სადაც Bitcoin Cash-ით რეალურად ცხოვრება შესაძლებელია და ფიატის გამოყენება სულაც არ არის აუცილებელი. მსგავსის ნახვა შესაძლებელია ტოკიოში, ჰონგ-კონგში, ან კარაკასში, მაგრამ ეს არის ქალაქები, სადაც მოსახლეობა მილიონს აღემატება. აქ კი გაცილებით მცირე ფართობისა და მოსახლეობის მქონე ქალაქის ყველა ბინადრის მიერ კრიპტოვალუტის ტოტალური გამოყენება პრეცედენტულია.
მორიგმა მაღაზიამ Bitcoin Cash-ის მიღება დაიწყო

მორიგმა მაღაზიამ Bitcoin Cash-ის მიღება დაიწყო

ჩატებში, ფორუმებსა და Twitter-ზე ქალაქის მაცხოვრებლები მსჯელობენ იმაზე, თუ სად შეუძლიათ ყველაზე ნაკლებ სატოშად (და არა დოლარად ან ცენტად) საწვავის ჩასხმა ან სადილობა. სატოშად, კარლ!!!
BCH-ით გადახდა ჩვეულებრივი მოვლენად იქცა, ისევე როგორც უკონტაქტო გადახდის ბარათის POS-ტერმინალის წამკითხველთან შეხება.

BCH-ით გადახდა ჩვეულებრივი მოვლენად იქცა, ისევე როგორც უკონტაქტო გადახდის ბარათის POS-ტერმინალის წამკითხველთან შეხება.

Bitcoin Cash-ით ბურგერის ყიდვა, ან კოქტეილის დალევა გსურთ? სტენლი სტრიტზე Alt Brew-ს მიაშურეთ. Alt Brew-მა მფლობელი ცოტა ხნის წინ შეიცვალა, თუმცა ახალმა მეპატრონემ გადაწყვიტა, მისი წინამორბედის ტრადიცია არ დაერღვია და დაწესებულებაში Bitcoin Cash-ის მიღება განაგრძო.
მარწყვის მოჰიტო Alt Brew-დან

მარწყვის მოჰიტო Alt Brew-დან

აღმოსავლური სამზარეულოს კიდევ ერთმა რესტორანმა ტაუნზვილში Bitcoin Cash-ის მიღება დაიწყო.

აღმოსავლური სამზარეულოს კიდევ ერთმა რესტორანმა ტაუნზვილში Bitcoin Cash-ის მიღება დაიწყო.

ამ ქალაქის ყველა ყავახანა და მაღაზია Bitcoin Cash-ის სანაცვლოდ გემრიელ ყავას შემოგთავაზებთ.
Bitcoin Cash-ის მორიგი კონფერენციის რეკლამა ტაუნზვილის ერთ-ერთი კაფეს შესასვლელთან.

Bitcoin Cash-ის მორიგი კონფერენციის რეკლამა ტაუნზვილის ერთ-ერთი კაფეს შესასვლელთან.

ქალაქ ტაუნზვილის სტუმრებმა არ უნდა იდარდონ იმაზე, შეძლებენ თუ არა დაბინავების ღირებულების კრიპტოვალუტით გადახდას. ადგილობრივი სასტუმრო City Oasis Inn ნომრის დაჯავშნას Bitcoin Cash-ით სთავაზობს. სხვათა შორის, Tripadvisor-ზე მის შესახებ ბევრი დადებითი მიმოხილვის წაკითხვა შეგიძლიათ.
City Oasis Inn ტაუნზვილი, სადაც შეგიძლიათ BCH-ით იცხოვროთ.

City Oasis Inn ტაუნზვილი, სადაც შეგიძლიათ BCH-ით იცხოვროთ.

თუ ლანჩის მომზადებას ადგილობრივი პროდუქტებით გადაწყვეტთ, თქვენ სასურსათო მაღაზიების ქსელი Otto's Market მოგემსახურებათ, სადაც შეგიძლიათ, საუკეთესო და ახალი საკვები იყიდოთ და Bitcoin Cash-ით გადაიხადოთ.
Otto

Otto's Market-ის სალარო სტიკერით, რომელიც BCH-ით გადახდის შესაძლებლობაზე მიანიშნებს.

გჭირდებათ ტაქსი, რომლის მომსახურების საფასურის გადახდა კრიპტოვალუტით გსურთ? რა პრობლემაა. გამოიძახეთ Checker Cabs, რომლის მძღოლებიც Bitcoin Cash-ს იღებენ!
Checker Cabs-ის ერთ-ერთი ავტომობილი

Checker Cabs-ის ერთ-ერთი ავტომობილი

Bitcoin Cash-ის ფერებში ბრენდირებული ასეთი მანქანები ტაუნზვილის ქუჩებში ჩვეულებრივი მოვლენაა.

Bitcoin Cash-ის ფერებში ბრენდირებული ასეთი მანქანები ტაუნზვილის ქუჩებში ჩვეულებრივი მოვლენაა.

ტრანსპორტის თემის მიწურულს, საინტერესო ფაქტია, რომ Bitcoin Cash-ით ქალაქის თავზე ვერტმფრენით ექსკურსიის გადახდაც კი არის შესაძლებელი. კომპანია Townsville Helicopters-ს ვერტმფრენების საკუთარი პარკი ჰყავს, რომელსაც აქირავებს და BCH-ით გადახდას სიხარულით იღებს. როგორც ვხედავთ, ქალაქმა ტაუნზვილმა შეძლო, Bitcoin Cash-ის ჰოლდერებისთვის სამოთხედ და მსოფლიოში უნიკალურ ადგილას ქცეულიყო, სადაც ნებისმიერი საქონლისა თუ მომსახურების გადასახდელად Bitcoin Cash-ის გამოყენებაა შესაძლებელი. ეს პროცესი კი ექვაირინგის  მაღალი საკომისიოების მქონე, ტრადიციული საბანკო სისტემის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. 

Bitcoin Cash-ის დახმარებით მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ, საკომისიო ხარჯები არსებითად შეამცირონ და ამასთან, საკუთარი ბიზნესის ინსტრუმენტებისა და მომგებიანობის გაფართოების წყალობით გაყიდვები გაზარდონ. ტაუნზვილის ყველა დაწესებულებაში Bitcoin Cash-ით ანგარიშსწორება იმდენად გავრცელდა, რომ Visa და Mastercard გადახდის ბარათების გამოყენებით განხორციელებული ოპერაციების ჩაჩოჩება დაიწყო. ამ ქალაქში Bitcoin Cash-მა პრაქტიკაში მოახერხა, ადგილობრივი ვაჭრებისა და მომხმარებლებისთვის ალტერნატიული ვალუტა საკმაოდ სწრაფად გამხდარიყო.

დასკვნა

კრიპტოვალუტების თანდათანობით მიღება, როგორც ახალი ფულისა, რომელიც ბანკების, სახელმწიფოების, ან მარეგულირებლების კონტროლის მიღმაა, მსოფლიოს ბევრ ქალაქში  იზრდება. კრიპტოვალუტების გამოყენებით, მაღაზიების მეპატრონეები, ბიზნესმენები და მომხმარებლები, ბანკების მიერ შემოთავაზებულთან შედარებით, მათში მომავლის უფრო ეფექტური გადახდის სისტემის მახასიათებლებს ხედავენ.  

კრიპტოვალუტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ახალი მომხმარებლებისა და მერჩანტების სულ უფრო მეტი რაოდენობის მიერ მისი აღქმა ვირტუალური აქტივების, როგორც ეროვნულ ფიატურ ვალუტასთან შედარებით, უფრო თანამედროვე ზენაციონალურ გადახდის ინსტრუმენტების მსოფლიო აღიარების დროს აახლოებს. 

ავსტრალიის ქალაქი ტაუნზვილი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მივუდგეთ crypto mass adoption-ის დანერგვას სწორად. ამიტომ  ახლა რამდენიმე ასეული მაღაზიისა და კომპანიის მფლობელებმა შუამავლების გარეშე р2р-ანგარიშსწორების ალტერნატიული საგადასახადო სისტემა ხალისით მიიღეს. ვისურვებდით, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში სულ უფრო მეტი ასეთი ადგილი გაჩენილიყო.