BloombergGPT კორპორაციული AI-ს ახალ ტალღას გამოიწვევს?
ფინანსური სფეროს მედიაგიგანტმა Bloomberg ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი, სახელწოდებით BloombergGPT. პროექტის მიზანია, მოძებნოს მონაცემთა გამოყენების ინოვაციური გზები, მათი საქმიანობის სფეროს ფარგლებში (რისკების ანალიზი და ა.შ.). ანონსმა აჟიოტაჟი გამოიწვია. გაჟღერდა მრავალი წინასწარმეტყველებაც კორპორაციული ხელოვნური ინტელექტის პერსპექტივების შესახებ.
30 მარტს Bloomberg-მა გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი, რომელშიც BloombergGPT-ის პროექტი დეტალურადაა აღწერილი. ხელოვნური ინტელექტის მოდელი შეიქმნა იმისათვის, რომ უზარმაზარი ფინანსური მონაცემებით ვარჯიშის წყალობით, ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) სხვადასხვა ამოცანები გადაეჭრა. პუბლიკაციამ ხელოვნური ინტელექტის საზოგადოების ყურადღება მაშინვე მიიპყრო და გამოიწვია მწვავე დისკუსია მისი პოტენციური შედეგების შესახებ.
კერძოდ, უორტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ითან მოლიკმა ტვიტერზე დაწერა, რომ Bloomberg-ის ახალი ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს „კორპორაციული ხელოვნური ინტელექტის ახალი ტალღის საწინდარი“. მან აღნიშნა, რომ BloombergGPT-ს შეუძლია, ფინანსთა სფეროში არსებულ ანალიტიკოს ადამიანებს აჯობოს და სარკაზმით დასძინა, რომ დროა, ასეთი სპეციალისტები შეშფოთდნენ.
Twitter-ის საზოგადოება გუგუნებს პროგნოზებით ფინანსურ ინდუსტრიაზე BloombergGPT-ის პოტენციური გავლენის შესახებ. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ახალი ხელოვნური ინტელექტი გამოიწვევს ფინანსური ბაზრების „უპრეცედენტო გემიფიკაციას“, რაც უოლ სტრიტს ძალიან ძვირადღირებულ ვიდეოთამაშად აქცევს. სხვები თვლიან, რომ თუ BloombergGPT იმუშავებს ისე, როგორც იგეგმებოდა, მაშინ ის ფინანსურ ანალიტიკოსებს უმუშევრად დატოვებს: "თუ ის ამუშავდება, მაშინ ფინანსური ანალიტიკოსებს ბოლო მოეღება“.
Bloomberg-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის პრეზენტაცია იტალიაში ჩატბოტ ChatGPT-ის დროებითი აკრძალვის შესახებ ახალი ამბების ფონზე გაიმართა. ამ ქვეყანაში დაწყებულია გამოძიება მონაცემთა კონფიდენციალურობის საეჭვო დარღვევებზე, ამიტომ ჩატბოტი ამ დროისთვის უმოქმედოა და თანამშრომლებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ. ასეთი სიტუაციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს ზედმიწევნით აკონტროლებენ და განვითარებისა და საქმიანობის სხვადასხვა სფეროსთან ინტეგრაციის კვალდაკვალ, ისინი მრავალ გამოწვევას აწყდებიან.