NFT მარკეტპლეის Blur-ის მიმოხილვა

icon NFT
icon RARE
ფოტო - NFT მარკეტპლეის Blur-ის მიმოხილვა
ანონიმურმა დეველოპერმა, მეტსახელად "PacmanBlur" შექმნა პლატფორმა NFT-ებით ვაჭრობისთვის, რომელმაც ვაჭრობის მოცულობით რამდენიმე თვეში გაასწრო ისეთ გიგანტებს, როგორიცაა OpenSea, Rarible და SuperRare. როგორ შეძლო მან ეს და რა არის Blur-ის პოპულარობის საიდუმლო?
Blur არის NFT მარკეტპლეისი და აგრეგატორი, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში Ethereum-ის ბლოკჩეინზე ამოქმედდა.

პროექტი ჩაფიქრებული იყო, როგორც პლატფორმა პროფესიონალი ტრეიდერებისთვის, რომლებსაც არაჩანაცვლებადი ტოკენებით უპრობლემოდ ვაჭრობა სურთ. დეველოპერმა დააკმაყოფილა ბაზრის მთავარი მოთხოვნა: ფულის გამომუშავება NFT-ებზე. როგორც ჩანს, მან ივარაუდა, რომ უნიკალური ციფრული არტის შექმნა და მისი შეგროვება რჩეულთა ვიწრო სეგმენტით არის წარმოდგენილი.  მომხმარებელთა დიდი უმრავლესობა კი jpeg-ებს განიხილავს, როგორც უაღრესად ლიკვიდურ აქტივს, რომელსაც ახლა უბრალოდ გაუმართლა.

როგორ მუშაობს NFT მარკეტპლეისი Blur

ეს პლატფორმა გასაგებია დამწყებთათვისაც კი. ვაჭრობის დასაწყებად, უბრალოდ გადადით პროექტის ვებგვერდზე და დააკავშირეთ MetaMask-ის ან WalletConnect-ის საფულე. ამის შემდეგ, ატვირთეთ და დაუკავშირეთ თქვენი NFT-ები პლატფორმას.

პლატფორმის უდავო უპირატესობები მყიდველებისთვის:

  • გაფართოებული ანალიტიკა;
  • მრავალ სავაჭრო პლატფორმაზე NFT-ების შედარების შესაძლებლობა;
  • მოთხოვნების დამუშავების მაღალი სიჩქარე;
  • ფასისა და რარიტეტის მიხედვით დახარისხების ფუნქცია;
  • თქვენი კოლექციის ანალიზის შესაძლებლობა საბაზრო მოთხოვნაზე დაყრდნობით;
  • მოპარული ან საეჭვო ტოკენების გაფილტვრა;
  • ინტუიციურად გასაგები ინტერფეისი.

პლატფორმის უპირატესობები შემქმნელებისა და გამყიდველებისთვის:

  • საშუალებას აძლევს შემქმნელებს დააწესონ როიალთი, როდესაც ისინი თავიანთ ნამუშევრებს სავაჭრო პლატფორმაზე ათავსებენ.
  • მოტივაციას აძლევს მყიდველებს, პატიოსნად გადაიხადონ როიალთი, სანაცვლოდ კი ლოიალობის ქულებსა და BLUR ტოკენებში ჯილდოებს სთავაზობს.

მაგრამ Blur-ის მთავარი უპირატესობა NFT-ების გაყიდვისთვის სავაჭრო გადასახადების არარსებობაა. თუმცა არ შეგვიძლია, არ აღვნიშნოთ ვებგვერდის ელეგანტური დიზაინიც. ის ეგრევე გამოყოფს რესურსს მრავალი მსგავსისგან.
Blur-ის დიზაინერები სამუშაოს პასუხისმგებლობით მიუდგნენ. წყარო: blur.io

Blur-ის დიზაინერები სამუშაოს პასუხისმგებლობით მიუდგნენ. წყარო: blur.io

რა არის BLUR ტოკენი

BLUR სავაჭრო პლატფორმის მართვის ტოკენია, რომელიც 2022 წლის 14 თებერვალს ამოქმედდა.

ის ვრცელდებოდა პლატფორმის პოტენციურ მომხმარებლებს შორის სამი აირდროპის დროს:

  1. BLUR-ის პირველი დარიგება მოხდა საზოგადოების წევრებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ ბეტა ტესტირებაში Blur-ის ოფიციალურ ამოქმედებამდე ექვსი თვით ადრე.
  2. მეორე აირდროპი განკუთვნილი იყო იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც აქტიურად ვაჭრობდნენ პროექტის ამოქმედებიდან პირველი თვის განმავლობაში.
  3. ტოკენების მესამე ტრანში გადაეცა ტრეიდერებს, რომლებმაც დადეს ფსონები Blur-ზე მის ოფიციალურ ამოქმედებამდე.

გარდა ამისა, მომხმარებლებს შეეძლოთ, გაეცვალათ თავიანთი Care Packages BLUR ტოკენებზე გაშვების დღეს.

მთლიანობაში, Blur-მა თავდაპირველად გამოუშვა 360 მილიონი BLUR, რაც სტატიის მომზადების მომენტისთვის $360 მილიონზე ცოტათი ნაკლები იყო  (ტოკენი ამჟამად $0,992-ად ივაჭრება). ამასთან, ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა $283 მილიონს აღემატება, რაც საბაზრო აქტივების მიმართ მაღალი ინტერესის მაჩვენებელია.

ამჟამად მიმოქცევაშია 390 368 806 BLUR (რადგან მათი გამოშვება  მცირე რაოდენობით გრძელდება) და მათი შეძენა შესაძლებელია  ბირჟებზე Coinbase, KuCoin, Uniswap, OKX, Bybit და Kraken.

რატომ დაამარცხა Blur-მა OpenSea?

პირველ რიგში, Blur-მა დააწესა ნულოვანი საკომისიო, ხოლო OpenSea გამყიდველს ტრანზაქციის თანხის 2.5%-ს აკისრებს.

მეორეც, Blur ერთდროულად სავაჭრო პლატფორმაცაა და NFT აგრეგატორი და, შესაბამისად, აქვს მეტი სავაჭრო ფუნქცია, ვიდრე OpenSea-ს. პლატფორმა ტრეიდერებს NFT-ების რარიტეტის ანალიტიკასა და ტოკენის გაყიდვების სრულ ისტორიას სთავაზობს.

მესამე, Blur-ზე არსებობს Seaport ფუნქცია, რომელიც OpenSea-ის შავი სიის გვერდის ასავლელად გამოიყენება.

მეოთხე, OpenSea-ზე ტრეიდერები ჩანართიდან ჩანართზე გადადიან, რათა ნახონ თავიანთი ანგარიშის ყველა მონაცემი. Blur ანალიტიკას, გაყიდვების ისტორიასა და სხვა პირად მონაცემებს ერთ გვერდზე ათავსებს. ეს მომხმარებლის დროს ზოგავს. გარდა ამისა, მონაცემთა განახლება ყოველ ოთხ წამში ერთხელ ხდება.

მაგრამ მთავარი ის არის, რომ პლატფორმამ BLUR თავის ტრეიდერებს დაურიგა, ხოლო OpenSea-მ საკუთარი ტოკენი საერთოდ არ გამოუშვა. ამიტომ 2023 წლის თებერვალში Blur-ის ვაჭრობის მოცულობა OpenSea-ს 4-ჯერ აღემატებოდა.

იმისათვის, რომ დაებრუნებინათ მომხმარებლები, რომლებიც Blur-ზე გადავიდნენ, OpenSea-მ გადაწყვიტა, რამდენიმე თვით უარი ეთქვა საკომისიოზე და დააწესა სავალდებულო როიალთი ავტორებისთვის, რომელიც შეადგენდა 0,5%-ს (თუმცა გამყიდველებს შეუძლიათ, ხელით აირჩიონ უფრო მაღალი პროცენტი).

მაგრამ, ამასთან, მან წამოიწყო სავაჭრო პლატფორმების დაბლოკვა, რომლებზეც საავტორო ჰონორარის პარამეტრები არ გამოიყენებდა. მათ სიაში ასევე მოხვდა პლატფორმა Blur-იც. ანუ, OpenSea-მ, რომელსაც სურდა, მომხმარებლები უფრო მჭიდროდ „მიება“, აუკრძალა შემქმნელებს ჰონორარის ერთდროულად ორი პლატფორმიდან მიღება.

მაგრამ, იანვარში Blur-მა გამოსავალი Seaport ფუნქციის წყალობით იპოვა. PacmanBlur-მა ურჩია NFT შემქმნელებს, დაებლოკათ მეორადი გარიგებები OpenSea-ში და განაცხადა, რომ როიალთის სრული პარამეტრები გავრცელდებოდა მხოლოდ იმ პროექტებზე, რომლებმაც OpenSea-ზე მოდერაცია ვერ გაიარა.

და მომხმარებლები მიცვივდნენ პლატფორმას, რომელსაც მოაქვს დამატებითი მოგება, თუნდაც არაკეთილსინდისიერი მეთოდებით.

რა პერსპექტივები აქვს პროექტს Blur

ახლა ძნელია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს ბრძოლაში ახალგაზრდა ენერგიულ მსუბუქწონიან და მძიმეწონიან მოკრივეს შორის. მაგრამ ამ დროისთვის Blur-ის წინ ჩნდება მაცდური შესაძლებლობები, დაამარცხოს გიგანტი, რომელიც ფიქრობდა, რომ მისი პოზიცია ბაზარზე ურყევი იყო და ამიტომ არ იწუხებდა თავს მომხმარებლების ახალი ფუნქციებითა და გაზრდილი მომგებიანობით შენარჩუნების კუთხით.

გარდა ამისა, პროექტმა მოიზიდა $14 მილიონზე მეტი მსოფლიო დონის NFT მცოდნეებისგან: Paradigm, Cozomo Medici, dhof, Bharat Krymo, Zeneca, OSF, MoonOverlord, icebergy, Deeze, Andy8052, Keyboard Monkey. ეს საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის მაჩვენებელია. ეს ლიდერები ახლა Blur-ის პოპულარიზაციას ახდენენ თავიანთ ანგარიშებში ისევე აქტიურად, როგორც ადრე OpenSea-ს აქებდნენ  და მილიონობით გამომწერი მათ სიტყვებს ყურს უგდებს.

ამიტომ, მოკლევადიან პერიოდში, ჩვენ ვერ ვხედავთ დაბრკოლებებს NFT მარკეტპლეისის, Blur-ის პოპულარობის შემდგომი ზრდისთვის.