რა არის USD Coin

icon USDC
ფოტო - რა არის USD Coin
USD Coin ციფრული დოლარია, რომელიც Circle-მა და Coinbase Global-მა გამოუშვეს. ეს Tether-ის შემდეგ საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილესი სტეიბლკოინია.

როგორ გაჩნდა USDC სტეიბლკოინი?

Circle-მა საკუთარი ციფრული დოლარის გაშვების გეგმებზე პირველად 2018 წლის მაისში გამოაცხადა და პირდაპირი ინვესტიციების სახით ამ პროექტში $110 მილიონი მოიზიდა.

USD Coin-ის ემისიისა და ფასის კონტროლის მიზნით შეიქმნა ცალკე მმართველი კონსორციუმი Center. პროექტი 2018 წლის 26 სექტემბერს კრიპტობირჟაზე Coinbase ამოქმედდა.

USD Coin-ის ტოკენომიკა

2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული პირველი ანგარიშის მიხედვით, იმ დროს მიმოქცევაში დაახლოებით 127 მილიონი აშშ ციფრული დოლარი შევიდა. სტატიის მომზადების მომენტში მთლიანი მიმოქცევის მარაგი 41,3 მილიარდ მონეტას შეადგენდა. USDС-თან დაწყვილებული სადღეღამისო ვაჭრობის მოცულობა $2,4 მილიარდს შეადგენდა. USD Coin-ის დიდი ნაწილი ვოლატილურ ბაზარზე ღირებულების შენარჩუნებისა და რისკების დივერსიფიკაციის საშუალების სახით მოქმედებს. მისი მიბმა  დოლართან კრიპტოვალუტის კურსის არასტაბილურობის კომპენსირებას ახდენს.

სტეიბლკოინების ემისია მასში ჩადებულ ფიატურ ფულზე, ან ძვირფას ლითონებზეა დამოკიდებული. ბირჟის ციფრული დოლარის მთლიანი მიწოდების ასეთი ზრდა მისი გამოყენების მაღალი ინტერესის მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ მთლიანი კაპიტალიზაცია ეცემა, თუ ბაზარი დათვებისა და მარეგულირებლების მხრიდან ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მაგალითად, 2023 წლის 5 თებერვლიდან 12 თებერვლამდე პერიოდში მიმოქცევის მიწოდება მილიარდზე მეტით შემცირდა. მიზეზი ბაზრის მასობრივი კორექცია და BTC კურსის $22,000-ზე ქვემოთ დაცემა გახდა.

USDC ამოქმედდა ფიატური სტეიბლკოინების, ღია საწყისი კოდის მქონე პლატფორმაზე, რომელიც Centre-მა შეიმუშავა. 

იმისათვის, რომ ისინი მომხმარებლის ბალანსზე გამოჩნდნენ, უნდა ამოქმედდეს სამეტაპიანი პროცესი:

  1. კლიენტი აგზავნის აშშ დოლარს კრიპტოპლატფორმის საფულეში.
  2. ბირჟა იყენებს სმარტ კონტრაქტს იგივე რაოდენობის USD Coin-ების გამოსაშვებად.
  3. კლიენტი იღებს ახლად შექმნილ ციფრულ დოლარს, ხოლო ბირჟა ფიატს Coinbase Global-ის სარეზერვო ანგარიშზე აგზავნის.

(უფრო ვრცლად, იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ფასის შენარჩუნების ალგორითმი საბაზო აქტივთან ერთ დონეზე, შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ)

USD Coin-ის პროექტის განვითარების პერსპექტივები

ციფრული დოლარის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ის შეიძლება იყოს თავშესაფარი კრიპტოტრეიდერებისთვის ვოლატილობისგან თავის დასაცავად. ის ამოქმედდა იმისთვის, რომ კომპანიებს ჰქონოდათ საშუალება, მიეღოთ ციფრული გადახდები და გამოეყენებინათ იგი დეცენტრალიზებულ ფინანსებსა და ონლაინ თამაშებში.

კონსორციუმ Centre-ის მიზანია, შექმნას დიდი ეკოსისტემა, რომელსაც შეუერთდებიან სხვა კრიპტოპროექტები, რომლებიც USDC-ს იყენებენ.

უკვე ახლა USD Coin-ის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ბლოკჩეინზე:

  • Avalanche 
  • Ethereum 
  • Flow 
  • Hedera 
  • Solana 
  • Stellar 
  • TRON

2022 წლის სექტემბერში, Circle-მ და Robinhood-მა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად USD Coin ბროკერებისთვის შეთავაზებული პირველი სტეიბლკოინი იქნება. Circle ასევე თანამშრომლობს გადახდების ორ უდიდეს ქსელთან, Visa-სა და Mastercard-თან. USDC მხარდაჭერის შესახებ ასევე განაცხადეს Stripe და Checkout სისტემების გადახდის ოპერატორებმაც.  

სტატიის მომზადების მომენტში, USD Coin-ის სტეიკინგი ხელმისაწვდომია CEX კრიპტობირჟებზე. ამ პლატფორმების უმეტესობა საშუალებას გაძლევთ, შეიტანოთ თქვენი ციფრული დოლარი ლიკვიდობის პულებში, რომლებიც კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის გამოიყენება. მაგრამ მას შემდეგ, რაც SEC-მა სტეიკინგის აკრძალვის მცდელობა დაიწყო, პასიური შემოსავლის ეს მეთოდი მაღალი რისკის შემცველი გახდა.

ჩვენ გირჩევთ, ჯერ არ გამოიყენოთ ის, თუ აშშ-ში რეგისტრირებულ ბირჟებზე ვაჭრობთ.