Boss Beauties x Barbie ქალთა უფლებებისთვის NFT-ებით იბრძვის

ფოტო - Boss Beauties x Barbie ქალთა უფლებებისთვის NFT-ებით იბრძვის
ციფრული სამყარო არის სივრცე არა მხოლოდ მამაკაცებისთვის, არამედ ქალებისთვისაც. სწორედ ასეთია ექსკლუზიური NFT კოლექცია Beauties x Barbie-ის გზავნილი საზოგადოებისადმი.
თოჯინების ლეგენდარული ბრენდისა და ქალთა საერთაშორისო საზოგადოება Boss Beauties-ის თანამშრომლობას აქვს მნიშვნელოვანი სოციალური მისია: არა მხოლოდ გაუხსნას ბარბის კარი Web3 სივრცეში, არამედ შეახსენოს გოგონებსა და ქალებს, რომ მათ საკუთარი გატაცებისა და პროფესიის არჩევა შეუძლიათ.
BCG-მ ჩაატარა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ქალები შედიან Web3-ის დამფუძნებელთა გუნდების მხოლოდ 13%-ში და დამფუძნებლების მხოლოდ 3% არის ქალი. მნიშვნელოვანია მომავალი თაობის წახალისება, რომ ის ამ ახალ ტექნოლოგიებს გაეცნოს და გაიგოს, როგორ აისახება ეს მუშაობის მომავალზე
წერს Boss Beauties ტვიტერში
NFT-ების კოლექცია Boss Beauties х Barbie წყარო: https://twitter.com/BossBeauties

NFT-ების კოლექცია Boss Beauties х Barbie წყარო: https://twitter.com/BossBeauties

პროექტ Boss Beauties x Barbie-ის მიზანია, მოამზადოს და გააძლიეროს ქალების შესაძლებლობები Web3 ინდუსტრიაში. ორგანიზატორების აზრით, ინოვაციური ტექნოლოგიები მომავალი თაობის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის, ხოლო მშობლები, მეურვეები, პედაგოგები და საზოგადოებრივი აზრის ლიდერები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

Boss Beauties х Barbie: უნიკალური NFT-ები და დამატებითი უპირატესობები

Boss Beauties x Barbie-ის NFT-ები გამოშვებულია ბლოკჩეინზე Flow და წარმოდგენილია Mattel Creations-ის პლატფორმაზე, რომელიც კოლექციონერებისთვისაა განკუთვნილი. კოლექცია წარმოაჩენს პროფესიებს, რომელთა არჩევა არა მხოლოდ ბარბის (სხვათა შორის, ეს არაა მხოლოდ კლასიკური ცისფერთვალება ქერა თოჯინა), არამედ თითოეულ გოგონას შეუძლია.

პროექტი  ბარბის 250-ზე მეტი კარიერიდან 13-ს აერთიანებს, რომელთა შორისაა CEO, ასტრონავტი, თამაშების დეველოპერი, მოკრივე და სამხედრო მედიკოსი. ყველა შემოთავაზებული სპეციალობა "ქალურად" სულაც არ ითვლება, მაგრამ პროექტის შემქმნელები მზად არიან, დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ებრძოლონ.
კოლექცია მოიცავს სხვადასხვა პროფესიის ბარბის https://twitter.com/BossBeauties

კოლექცია მოიცავს სხვადასხვა პროფესიის ბარბის https://twitter.com/BossBeauties

Boss Beauties x Barbie-ის ლიმიტირებული სერიის თითოეული ნაკრები 25 დოლარი ღირს და ოთხი ვირტუალური ნივთისგან შედგება. მათგან ორი მიეკუთვნება კატეგორიას "ჩვეულებრივი" (53.8%), ერთი - კატეგორიას "არაჩვეულებრივი" (24.21%). მეოთხე ნივთი შეიძლება იყოს იშვიათი (16.14%), სუპერ იშვიათი (+სტიკერები, 4.3%), ულტრა იშვიათი (+"წლის კარიერის" თოჯინების ნაკრები, 0.67%), ან ექსკლუზიური (+World of Barbie-ის ბილეთი, 0.47%).
სხვადასხვა იშვიათობის ოთხი NFT-ის ლიმიტირებული ნაკრები წყარო: https://creations.mattel.com

სხვადასხვა იშვიათობის ოთხი NFT-ის ლიმიტირებული ნაკრები წყარო: https://creations.mattel.com

ციფრული საკოლექციო თოჯინების თითოეული მფლობელი იღებს წვდომას "საუბრებზე კარიერის შესახებ" იმ ქალების მონაწილეობით, რომლებიც პროექტში წარმოდგენილი თოჯინების პროტოტიპები გახდნენ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გაესაუბროთ მუსიკალურ შემსრულებელ დაი თაიმს, მსახიობ და TikToK-ის ვარსკვლავ ჯანინა პაოლანტონიოსა და მსახიობ ფრანჩესკა კაპალდის. Boss Beauties x Barbie-ს მფლობელები, რომელთა ნაკრები პრივილეგიებს ითვალისწინებს, ივლისში მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას მათი მიღების საშუალებისა და ვადების შესახებ.

კოლექციის გაყიდვიდან მიღებული $250,000 Barbie Dream Gap-ის პროექტსა და Boss Beauties-ის ფონდს გადაეცემა.