READY: ქალთა სპორტის პოპულარიზაცია ინოვაციებითა და Web3-ით

ფოტო - READY: ქალთა სპორტის პოპულარიზაცია ინოვაციებითა და Web3-ით
სპორტი მხოლოდ მამაკაცების საქმე არაა. სპორტული ტექნოლოგიების სტარტაპი READY, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ქალთა სპორტის განვითარების პიონერია, გენდერულ სტერეოტიპებთან საბრძოლველად მზადაა.
პროექტ READY-ის თანადამფუძნებლები როგორც პროფესიულ სპორტთან, ასევე ინოვაციებთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები. ამბიციური პროექტის უკან, რომლის მიზანი სპორტულ ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობის აღდგენაა, დგანან:

  • ლუსი მილსი, ინგლისური საფეხბურთო კლუბ "ლევესის"  დირექტორთა საბჭოს წევრი, წარსულში მუშაობდა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასა" და FIFA-სთან, პროფესიული ფეხბურთის ეკონომიკის ლექტორი, სოციალური ინიციატივების მონაწილე;
  • აიშა ნაზია, ინჟინერი-მექანიკოსი, ერთადერთი ინდოელი ქალი, რომელმაც FIFA Master-ის სამაგისტრო პროგრამის შესარჩევი ეტაპი გაიარა, საქველმოქმედო პროექტ Street Child United-ის მონაწილე.  

READY-ს გუნდი ასევე მოიცავს საკონსულტაციო საბჭოს, რომელშიც შედიან ინვესტიციების, სოციალური გავლენის, Web3-ის ექსპერტები  და ახალგაზრდა ნიჭიერთა ჯგუფი, რომლის სპეციალიზაციაა პროფესიონალური სპორტი, სპორტული მენეჯმენტი, ხელოვნური ინტელექტი, NFT და მეტავერსები, IT სისტემები და ანალიტიკა.
READY ქალთა სპორტს ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით ავითარებს  წყარო: https://twitter.com/readysport_xyz

READY ქალთა სპორტს ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით ავითარებს წყარო: https://twitter.com/readysport_xyz

READY-ს მისია

ეს პროექტი შემუშავებულია ენთუზიასტებისთვის, პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, სპორტული გუნდების, სპეციალიზებული ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისა და სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც მსოფლიოში ქალთა სპორტის პოპულარიზაციით არიან დაინტერესებულები. 
"ჩვენ ვართ პიონერები, რომლებიც ქალთა სპორტს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით ავითარებენ. ჩვენი ხედვა არის სპორტი, რომელიც უკეთესია ყველასთვის და ყველგან
, - აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე.
გლობალური მიზნის მისაღწევად, READY იწყებს საგანმანათლებლო პროგრამებს სხვადასხვა ფორმატში, ინოვაციური საუბრებითა და კურატორული იდეებით დაწყებული, პირდაპირი ტრანსლაციებით, სპეციალიზებული ჯგუფური და ონლაინ კურსებით დამთავრებული.

განათლების გარდა, კომპანიის სერვისები მოიცავს კონსალტინგსა და კონსულტაციებს. პროფესიონალურ სპორტულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ READY-ს ექსპერტებს დარგის ციფრული ტრანსფორმაციისთვის მომზადებაში დახმარებისთვის მიმართონ. ის სთავაზობს საგანმანათლებლო სემინარების ჩატარებას, ინდივიდუალურ ოპერაციულ და სტრატეგიულ კონსულტაციებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საკითხებზე. ნებისმიერი დარგის ბრენდებს READY სთავაზობს თანამშრომლობას სპორტულ ორგანიზაციებთან, ღონისძიებებთან, ან ცალკეულ სპორტსმენებთან ტექნოლოგიური, კომერციული, ან სოციალური კავშირების განვითარების მიზნით.
ჩვენი საუკეთესო კადრები სპორტსა და ტექნოლოგიაში ინოვაციებით დაკავებული ახალგაზრდა ქალებია, რომლებსაც READY მენტორობით, ხილვადობით და შესაძლებლობებით უჭერს მხარს. ერთად ჩვენ მოვამზადებთ ქალებსა და ქალთა სპორტს მომავლისთვის
, - დარწმუნებულია პროექტის გუნდი.
READY-ის სპეციალისტები მოუწოდებენ ადამიანებს, შთაგონება ინოვაციებში, ზრდასა და თანასწორობაში ეძებონ, ქალთა სპორტს მხარი დაუჭირონ და Web3-ის, NFT-ების, DAO-ს, მეტავერსებისა და სხვა ტრენდული მიმართულების შესახებ ცოდნა აიმაღლონ. პროექტის უნიკალურობა და გუნდის წევრების მაღალი კვალიფიკაცია თემატურ ღონისძიებებზე მათ სასურველ სტუმრებად აქცევს. ასე, 10 ივნისს, ლუსი მილსი სიტყვით გამოვა სტამბოლის კონფერენციაზე FANS LOVE IT!, რომელიც თანამედროვე სპორტის დიგიტალიზაციას ეძღვნება.