დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბაიდენთან AI-ს რისკებს განიხილავს
მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრის დღის წესრიგში იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური საკითხები, არამედ ხელოვნური ინტელექტის რეგულირების საკითხიც.
მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის (AI) დარგის რამდენიმე წამყვანმა ექსპერტმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც გვაფრთხილებდა პანდემიებისა და ბირთვული ომების თანაზომიერი ხელოვნური ინტელექტის სასიკვდილო საფრთხის შესახებ, ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ამ საკითხს განიხილავდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ვაშინგტონში ვიზიტის დროს.
„ხალხს აშფოთებს ცნობები, რომ ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ეგზისტენციალურ რისკს, როგორიცაა პანდემიები ან ბირთვული ომები. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ მთავრობა ამ საკითხს დიდი ყურადღებით იკვლევს“, - განაცხადა სუნაკმა.
„ხალხს აშფოთებს ცნობები, რომ ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ეგზისტენციალურ რისკს, როგორიცაა პანდემიები ან ბირთვული ომები. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ მთავრობა ამ საკითხს დიდი ყურადღებით იკვლევს“, - განაცხადა სუნაკმა.
ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის ლიდერმა ასევე გამართა შეხვედრა OpenAI, Google DeepMind და Anthropic-ის ხელმძღვანელებთან.
G7-ზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საფრთხეებზე გამართული დისკუსიების დროს, სუნაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ტექნოლოგიის რეგულირებაში. მას მიაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის კომპანიებთან და მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად მუშაობა.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის რიტორიკა ხელოვნური ინტელექტის მიმართ გაცილებით გამკაცრდა მას შემდეგ, რაც ამ წლის მარტში გამოქვეყნდა ინოვაციური „AI-ს თეთრი წიგნი“.
ადრე ჩვენ ვწერდით რა მოხდებოდა, თუ AI-ბოტებს სრული თავისუფლება მიეცემოდათ.