BTC უკანონო აქტივობისთვის სულ უფრო ნაკლებად გამოიყენება

ფოტო - BTC უკანონო აქტივობისთვის სულ უფრო ნაკლებად გამოიყენება
BTC და ალტკოინები, როგორც უკანონო ტრანზაქციების ინსტრუმენტი, პოპულარობას კარგავს.
Chainalysis-ის ბოლო მიმოხილვის თანახმად, რომლის სახელწოდებაა „2022 წლის კრიპტოდანაშაულის ანგარიში: საწყისი მონაცემები და კვლევები კრიპტოდანაშაულის სფეროში", დარგში  პოზიტიური ძვრები მოხდა.

კომპანიის ინფორმაციით, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს  კვლევით ჯგუფს, რომელიც ბლოკჩეინზე აგებული გლობალური ეკონომიკისკენ იკაფავს გზას, კრიპტოვალუტებში შესრულებული არალეგალური ტრანზაქციების წილი 2017-2021 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამ მაჩვენებელმა პიკს, 3.37%-ს 2019 წელს მიაღწია, 2021 წელს კი 0.15%-მდე შემცირდა, 

ანგარიშის ავტორები აღიარებენ, რომ „ეს ციფრი კორექტირებას ექვემდებარება და სავარაუდოდ, უკანონო გადარიცხვებთან დაკავშირებული ახალი მისამართების აღმოჩენასთან ერთად გაიზრდება. მათ ასევე განაცხადეს, რომ თუ წლიურ ტენდენციებს გადავავლებთ თვალს (2019 წლის გამოკლებით, რომელიც კრიპტოთაღლითობა PlusToken-ის გამო კრიპტოდანაშაულისთვის უპრეცედენტო წელი გახდა),  შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ კრიპტოინდუსტრიაში კრიმინალური ელემენტების არსებობა მცირდება".

მათივე თქმით, იზრდება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული დანაშაულების გახსნის შესაძლებლობებიც, რომლებსაც სამართალდამცავი ორგანოები ფლობს. ავტორებს მოჰყავთ რამდენიმე მაგალითი, როდესაც CFTC-მ საინვესტიციო თაღლითობის წინააღმდეგ ბრალი წააყენა. გარდა ამისა, ანგარიშში ნახსენებია გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჰაკერების ჯგუფ REvil-ის ლიკვიდაცია და OFAC-ის სანქციები ორი რუსული კრიპტოპლატფორმის, Suex--ისა და Chatex-ის წინააღმდეგ, რომლებიც ფულს ათეთრებდნენ.

შემდეგ ავტორები ეხებიან კრიპტოვალუტების გამოყენებას გარიყული ქვეყნების მიერ, რომლებსაც ამ გზით სურთ, სანქციებს აარიდონ თავი. ასეთ ქვეყნებს შორის არის ირანი, რომელიც ბიტკოინის მაინინგს შეზღუდვების გვერდის ავლისთვის იყენებს. ანგარიშში აღნიშნულია:

„ირანი, როგორც მსოფლიოში ელექტროენერგიის ერთ-ერთ უმსხვილესი მწარმოებელი, დიდი ოდენობით იაფ  ელექტროენერგიას ფლობს. მისი დახმარებით, ის იაფად მოიპოვებს კრიპტოვალუტებს, როგორიცაა ბიტკოინი და უზრუნველყოფს სახსრების შემოდინებას, რომლის შეჩერება სანქციებს არ შეუძლია". 

რუსეთმა, რომელმაც 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ასევე შეიფარა დიდი რაოდენობით კრიპტოპროექტები, რომლებიც კრიმინალების მისამართებიდან ტრანზაქციების მნიშვნელოვან რაოდენობას ამუშავებს. მათ შორისაა Garantex, Buy-bitcoin, Bitzlato, Eggchange, Tetchange, Suex. მაგალითად, Garantex-მა უკანონო და სარისკო წყაროებიდან $645 223 700 მიიღო. 

მანამდე გამოვაქვეყნეთ სტატია იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვის ევროკავშირი ფულის გათეთრებას კრიპტოვალუტების გამოყენებით.