Cancun-Deneb: რას გვიქადის Ethereum-ის შემდეგი განახლება

ფოტო - Cancun-Deneb: რას გვიქადის Ethereum-ის შემდეგი განახლება
Cancun-Deneb არის შემდეგი ნაბიჯი Ethereum-ის ბლოკჩეინის განვითარებაში. სამომავლო მოდიფიკაციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. რა ცვლილებები მოხდება ქსელში Cancun-Deneb განახლების ამოქმედების შემდეგ?
Ethereum-ის ბირთვის დეველოპერებმა დააანონსეს Shanghai-ის შემდგომი ეტაპი: Cancun-Deneb. ის ქსელის შარდინგის საგზაო რუკის ნაწილია, რომელიც ქსელის მასშტაბირების გაზრდას ემსახურება.

Shanghai-Shapella განახლების წყალობით შესაძლებელი გახდა ETH-ის გატანა სტეიკიდან, Cancun-ი კი ტრანზაქციების გაიაფებაზეა ორიენტირებული.
2023-2024 წლები ქსელის მასშტაბირების გაზრდას ეძღვნება. წყარო: content.bitazz

2023-2024 წლები ქსელის მასშტაბირების გაზრდას ეძღვნება. წყარო: content.bitazz

პროტოკოლის აპრილის ცვლილების მსგავსად, მოახლოებული განახლება ძირითადი ქსელის ორ დონეზე განხორციელდება: შესრულების დონე, რომელიც ამუშავებს სმარტ კონტრაქტებს (Cancun) და PoS კონსენსუსის დონე (Deneb).

განახლება, სავარაუდოდ, 2023 წლის შემოდგომაზე განხორციელდება. მთავარი სიახლე ახალი ტიპის EIP-4844 ტრანზაქციის გაჩენას გვპირდება. ტექნიკურ დოკუმენტაციაში მას Proto-Danksharding ეწოდება და მისი მიზანი, ადრე წაშლილი მონაცემების დროებით შენახვისა და აღდგენის ხარჯზე, ქსელის შემდგომი სეგმენტირებაა. თუ განახლება წარმატებით გააქტიურდება,  Optimism-ისა და Arbitrum-ის ქსელში მოსალოდნელია ტრანზაქციების ღირებულების განახევრება, მათ მიმდინარე ტარიფებთან შედარებით.

მაგრამ, დეველოპერების განცხადებით, გაზის გადასახადების შემცირება EIP-4844-ის მხოლოდ მეორადი სარგებელია. მისი მთავარი ამოცანა Ethereum-ის მასშტაბირების გაზრდაა L2 დონის გადაწყვეტილებების ამჟამინდელი შესაძლებლობების მიღმა. ეს მოხდება ე.წ. დიდი ორობითი ობიექტების ტრანზაქციების გამოჩენის შემდეგ, რომელთა მეშვეობით კლიენტები დიდი რაოდენობით ინფორმაციის შენახვას ბლოკჩეინის გადატვირთვის გარეშე შეძლებენ.

აპრილის ბოლოს ამოქმედდება მეხუთე მულტიკლიენტური დეველოპერული ქსელი (devnet) EIP-4844-ის გასატესტად.

გარდა ამისა, ამჟამად, განიხილება კოდის კიდევ ერთი შესაძლო მოდიფიკაცია განახლებისთვის კონსენსუსუს დონეზე. ამ გაუმჯობესებამ მიიღო ტექნიკური დასახელება EIP-6914. ის დაკავშირებულია დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედო ვალიდატორების ინდექსების ხელახალი გამოყენების შესაძლებლობასთან. კომპიუტერში ქეშის გაწმენდის შესაძლებლობისგან განსხვავებით, ბლოკჩეინზე უმოქმედო ვალიდატორების სიის წაშლა შეუძლებელია. ამიტომ, შემოთავაზებულია მათი გასაღების გამოყენება ახალი მონაწილეებისთვის, რათა არ იქმნებოდეს საჭიროზე მეტი ანგარიში. 

ჯერ გაუგებარია, გააქტიურდება თუ არა EIP-6914 გაუმჯობესება Cancun-Deneb-ში, თუ ის Ethereum-ის შემდეგ ფორკში იქნება შეტანილი.