რა არის ImmutableX? პროექტის მიმოხილვა

icon IMX
ფოტო - რა არის ImmutableX? პროექტის მიმოხილვა
ImmutableX - Layer 2 Ethereum ბლოკჩეინზე, რომელიც შექმნილია შემდეგი თაობის თამაშების მხარდასაჭერად Web3- ზე.
უპირველეს ყოვლისა, ImmutableX აგვარებს Ethereum ბლოკჩეინზე მაღალი საკომისიოს პრობლემას. თამაშისა და NFT პროექტები გადაიტანენ მათ ფუნქციონირებას Layer 2-ზე, რის შემდეგაც ქსელის გამოყენება ხდება ბევრად უფრო მოსახერხებელი და იაფი. ImmutableX-ს აქვს ნულოვანი გაზი (საკომისიოს ერთეული) უმეტესი აქტივობისთვის, მათ შორის NFT-ების ყიდვის, მოჭრის ან გადაცემის, საკუთარი კონტრაქტის განლაგების და ა.შ.

არაერთმა ბლოკჩეინ თამაშმა, როგორიცაა God Unchained, Guild of Guardians, Delysium, Planet Quest, სამუშაოდ, სწორედ ეს კონკრეტული Layer 2 აირჩია. ინვენტარის, თამაშის ელემენტების, პერსონაჟების და სხვა NFT-ების შეძენა შესაძლებელია ImmutableX-ის ოფიციალურ მარკეტპლეისში.
ImmutableX NFT-მარკეტპლეისი

ImmutableX NFT-მარკეტპლეისი

პლატფორმა ძალიან ლოიალურია ბლოკჩეინ-დეველოპერებისა და სტარტაპების მიმართ, რომელთაც  საკუთარი თამაშის ImmutableX -ზე გაშვება სურთ. ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხარდაჭერის ფონდი, ასევე სრული ინსტრუმენტები საკუთარი Web3 პროექტის განთავსებისთვის. აქ შეგიძლიათ გაუშვათ თამაში, შექმნათ საკუთარი მარკეტპლეისი, იპოვოთ დეველოპერები გუნდისთვის, და კიდევ მოიპოვოთ 500 მილიონი დოლარის დაფინანსების ფონდის  გრანტი.
ImmutableX-ზე შესაძლებლობების სპექტრი დეველოპერებისთვის

ImmutableX-ზე შესაძლებლობების სპექტრი დეველოპერებისთვის

პროექტის მშობლიური ტოკენი არის -  IMX. ის გამოიყენება Layer 2 საკომისიოების გადასახდელად,  საშუალებას იძლევა მართოთ პლატფორმა DAO-ს შემადგენლობაში, დაასტეიკინგოთ მონეტები პროცენტით და მიიღოთ ჯილდოები NFT სივრცეში აქტივობებისთვის.

ImmutableX-ის საჯარო გაშვება მოხდა Coinlist აქსელერატორზე 2021 წელს. იმ დროს მომხმარებლებს შეეძლოთ შეეძინათ 500$ ტოკენი 0,15$ ან 0,25$ ფასად, ოფციონის მიხედვით.

სეილიდან  3 თვის შემდეგ, 2021 წლის 5 ნოემბერს, IMX ტოკენი გავიდა ყველა წამყვან ბირჟაზე. ფასმა შეადგინა 5 დოლარი, რამაც ინვესტორებს საშუალება მისცა გაეზარდათ ინვესტიციები 20-ჯერ.

ასევე საინტერესოა, რომ IMX ტოკენომიკა თითქმის მთლიანად ორიენტირებულია საზოგადოების შემდგომ მხარდაჭერასა და განვითარებაზე. მონეტების 51% გამოყოფილია საგრანტო პროგრამებზე, 25% ეკუთვნის ImmutableX განვითარების ფონდს, 20% გაიყიდა რამდენიმე გაყიდვის ფარგლებში, კიდევ 4% რეზერვირებულია.
IMX ტოკენომიკა

IMX ტოკენომიკა

IMX $0.42 დონეზე ვაჭრობს, პროექტის კაპიტალიზაცია - 283 მილიონი დოლარი (Coingecko-ს მიხედვით) 283 მილიონ დოლარს შეადგენს. ხელმისაწვდომი სავაჭრო ბირჟებია   ️ WhiteBit, MEXC, BYBIT, KuCoin, OKX და სხვა. გასულ წელს ImmutableX-მა სტრატეგიული პარტნიორობა  თამაშების სტუდია Game Stop-თან გააფორმა და   100 მილიონი დოლარის მხარდაჭერის  ფონდი გახსნა.

ImmutableX არის შესანიშნავი პლატფორმა მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს NFT სფეროსა და Play-to-Earn სექტორს შიგნიდან, ამასთანავე თავიდან აიცილოს მაღალი  ტრანზაქციული მოსაკრებელი.