Cardano-ს განახლება მალე მოხდება

ფოტო - Cardano-ს განახლება მალე მოხდება
Cardano ემზადება Vasil-ის ნალოდინევ განახლებისთვის, რომელიც 2015 წელს Cardano-ს თანადამფუძნებლების ჩარლზ ჰოსკინსონის და ჯერემი ვუდის მიერ დაარსებული ბლოკჩეინის კვლევის კომპანიის Input Output Hong Kong-ის (IOHK) მონაცემების მიხედვით, უკვე საკმაოდ ახლოსაა.
ტვიტების სერიაში, IOHK-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Vasil-ის განახლება 22 სექტემბერს განხორციელდება, ის ივნისში უნდა მომხდარიყო, მაგრამ გადაიდო.
ყველა ძირითადი კომპონენტის წარმატებით დასრულებისა და საფუძვლიანი ტესტირებისა და საზოგადოების მზადყოფნის დადასტურების შემდეგ, ჩვენ, @cardanostiftung-თან ერთად, ვაცხადებთ, რომ #Vasil განახლება მეინნეტში #Cardano 22 სექტემბერს მოხდება
წერია პირველ ტვიტში
კომპანია აღნიშნავს, რომ Vasil დღეისთვის არის Cardano-ს ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება, რადგანაც ის მიზნად ისახავს პლატფორმის სიმძლავრის გაზრდას და ტრანზაქციების ფასის შემცირებას, ასევე Plutus-ის გაუმჯობესებას, რათა დეველოპერებმა შეძლონ უფრო ძლიერი და ეფექტური ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპლიკაციების შექმნა.

IOHK-ის ინფორმაციით, სისტემის მზადყოფნის შესაფასებლად, მან გამოიყენა სამი ინდიკატორი - ? 75% მეინნეტის ბლოკების მიერ შექმნილი ფინალური კვანძის კანდიდატი Vasil (1.35.3), ? დაახლოებით 25 განახლებული ბირჟა (ADA ლიკვიდურობის დაახლოებით 80%), ტოპ-10 DApps TVL-ის ვერსიით,  რომელიც  მზადყოფნას ადასტურებს - სისტემის მზაობის ხარისხის შეფასება. და როგორც ჩანს, ყველა ეს სისტემა გამართულია.

კომპანია ხაზს უსვამს, რომ ეს განახლება მნიშვნელოვანი მოვლენაა Cardano-ს   საზოგადოებისთვის, ამიტომ მათ გადაწყვიტეს გამოკითხვა ჩაეტარებინათ მის მონაწილეებს შორის. ამ გამოკითხვის შედეგად, SPO და Dapp თემის წევრებმა დაადასტურეს  - ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სისტემა განახლებისთვის მზად არის.

„წამყვანი ბირჟების უმეტესობამ უკვე დაიწყო განახლების პროცესი. ამჟამინდელი დინამიკიდან და წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, @CardanoStiftung აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ისინი დაასრულებენ განახლებებს და მიაღწევენ 80% ლიკვიდურობის მიზანს,”- განაცხადეს IOHK-ში და აღნიშნეს, რომ ისინი ელიან უმტკივნეულო გადასვლას, რომელიც მომხმარებლის ჩარევას არ საჭიროებს.

გარდა ამისა, კომპანიამ დაამატა, რომ ეს განახლება არის არა მარტო „დეველოპერების ძირითადი გუნდის თავდაუზოგავი შრომის დადასტურება“, არამედ Cardano-ს საზოგადოების ტექნიკური დახმარების შედეგი, რომელმაც საკუთარი წინადადებები Cardano Improvement Proposals-ის მეშვეობით წარმოადგინა.

განახლება ატარებს გარდაცვლილი ვასილი დაბოვის, Cardano-ს ამბასადორის სახელს, რომელიც ასევე მხატვარი და გინეკოლოგი იყო.

Gagarin News ადრე იტყობინება, რომ მარკ კიუბანის აზრით, Dogecoin-ს მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე Cardano-ს.