ჩარლზ ჰოსკინსონი: Ethereum-სა და Cardano-ს შორის გახლეჩილი

ფოტო - ჩარლზ ჰოსკინსონი: Ethereum-სა და Cardano-ს შორის გახლეჩილი
რთულია, ჩარლზ ჰოსკინსონს ტიპური კრიპტომილიონერი უწოდოთ. ის მათემატიკის პროფესორია, რომელიც ბლოკჩეინისა და ციფრული ვალუტების სამყაროში მოვიდა იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია კრიპტოგრაფ-მათემატიკოსად მოეხდინა.
ჩარლზ ჰოსკინსონი 35 წლისაა. ის ტექნოლოგიური მეწარმე და მათემატიკოსია კოლორადოდან. ის ჰავაიზე, ექიმების ოჯახში დაიბადა. ახალგაზრდისგან ელოდნენ, რომ ის ექიმების დინასტიას გააგრძელებდა, მაგრამ მედიცინის ნაცვლად მან ფოკუსირება ზუსტ მეცნიერებებზე მოახდინა. 

ჩარლზის მთავარი გატაცება რთული კრიპტოგრაფიული ამოცანების ამოხსნა და რიცხვების ანალიტიკური თეორიაა. უმაღლესი მათემატიკა მან ბოულდერში, უნივერსიტეტ მეტროპოლიტენ-დენვერში და უნივერსიტეტ კოლორადოში შეისწავლა, მიიღო მაგისტრის ხარისხი და ამჟამად სადოქტოროზე მუშაობს.

ამით განსხვავდება ის პოპულარული კრიპტოპიროვნებებისგან, რომლებსაც ბლოკჩეინის გამოყენებითი მხარე ნაკლებად, უფრო მეტად კი მისი ფინანსური პოტენციალი აინტერესებთ. თუმცა, ჰოსკინსონის კაპიტალი, რომელიც მან კრიპტოპროექტებიდან მიიღო, 2022 წლის სექტემბრისთვის 580 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მაგრამ ეს თანხა სტაბილური არ არის, რადგან ADA-სა და ETH-ის საბაზრო ფასზეა დამოკიდებული.

ჰოსკინსონმა კონსალტინგით დაიწყო, მაგრამ 2012 წელს სამსახური მიატოვა, რათა კრიპტოვალუტასა და მის პოტენციალზე ფოკუსირება მოეხდინა. ის თვლიდა, რომ BTC-ის შეზღუდულმა შეთავაზებამ ის ოქროს ციფრულ ეკვივალენტად აქცია. მოგვიანებით, იმავე წელს მან ქსელი BitShare - ბიტკოინის ფიატზე გაცვლის ადრეული DEX-პლატფორმა შექმნა.

თანამშრომლობა ბუტერინთან

ჩარლზის გზა სიმდიდრისა და პოპულარობისკენ ვიტალიკ ბუტერინის გაცნობით დაიწყო. ის იმ დროს დეცენტრალიზებულ, ცენზურისადმი მდგრად ბლოკჩეინზე მუშაობდა და კრიპტოგრაფის რჩევას საჭიროებდა. მათი თანამშრომლობა 2013 ქსელ Ethereum-ის შექმნაში გადაიზარდა. შემდეგ კი მათ გევინ ვუდი (პროექტები Polkadot და Solidity) და ჯოზეფ ლუბინი შეუერთდნენ. 

მაგრამ ერთობლივი მუშაობა ხანმოკლე იყო. უკვე 2014 წელს თანადამფუძნებელთა გუნდში უთანხმოება დაიწყო. ჩარლზი კომერციული პროექტის გაკეთებას დაჟინებით ითხოვდა, რათა იაპონელი ვენჩურული ინვესტორების ზეწოლისა და კონტროლისგან თავი დაეღწია, ბუტერინი კი ეთერის ბლოკჩეინს ღია საწყისი კოდის მქონე არაკომერციულ სტრუქტურად ხედავდა. ვიტალიკის აზრს ვუდი და ლუბინიც იზიარებდნენ, უმცირესობაში დარჩენილი ჰოსკინსონი კი წავიდა და კარი გაიჯახუნა. მან თან სტრატეგიული განვითარების საკითხებში დირექტორი, ჯერემი ვუდი გაიყოლა. 

აღსანიშნავია, რომ ჩხუბმა მას 2018 წელს ეთერის სწრაფ ზრდაზე ათეულობით მილიონის გამომუშავებაში ხელი არ შეუშალა, რადგან თანამშრომლობის ეტაპზე თანხების ნაწილი მან ETH-ში ჩადო. 

IOHK და Cardano

Ethereum-ის თანადამფუძნებელთა გუნდიდან წასვლის შემდეგ, ჩარლზმა და ჯერემიმ საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპანია "Input Output Hong Kong” (IOHK) დაარეგისტრირეს. 2015 წლიდან ის კრიპტოგრაფიისა და ბლოკჩეინის სფეროში კვლევით საქმიანობას  წარმატებით ეწევა. 

დეცენტრალიზებული პლატფორმა IOHK საჯარო და კერძო საწარმოების განაწილებულ რეესტრებზე დისტანციური შემუშავებისთვის შეიქმნა. 2019 წელს IOHK-სა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ჰოსკინსონის კომპანიამ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემისთვის ბლოკჩეინის შექმნისთვის კურირება გაეწია. მანამდე მსგავსი პროექტი საბერძნეთშიც ამოქმედდა.

ჰოსკინსონისა და ვუდის მეორე ერთობლივი პროექტია Cardano - ბლოკჩეინი ეკოლოგიურად სუფთა მაინინგითა და საკუთარი მონეტა ADA-თი. ის 2017 წლის სექტემბერში ამოქმედდა. Cardano ჭკვიანი კონტრაქტების შესაქმნელად პირველი წარმატებული PoS პლატფორმაა, რომელიც, თამაშის თეორიასთან ერთად, მათემატიკური მტკიცებულების ალგორითმს ეფუძნება. 

მათემატიკის მაგისტრი ჰოსკინსონი თვლის, რომ ეს ალგორითმი გატეხისგან თავის დაცვის 100%-იან გარანტიას იძლევა. 

მართლაც, ჯერჯერობით პლატფორმა მაღალ საიმედოობას აჩვენებს. 

„თქვენ, უდავოდ, შეგიძლიათ, ჰოლდერის საფულიდან მონეტა ADA მოიპაროთ, მაგრამ აბა მისი ბლოკჩეინის გატეხა სცადეთ!“ - თქვა ჩარლზ ჰოსკინსონმა ერთ-ერთ ჰაკათონზე. 

Cardano-ს „სულიერი ლიდერის“ უმაღლეს მათემატიკის მაგისტრის ხარისხმა სისტემის საიმედოობაზე დადებითად იმოქმედა. ჯერჯერობით მისი გატეხა ვერავინ შეძლო.
Cardano-ს შემქმნელი ჩარლზ ჰოსკინსონი.  წყარო: publish0x.com

Cardano-ს შემქმნელი ჩარლზ ჰოსკინსონი. წყარო: publish0x.com

ჰოსკინსონი ენერგიის დამზოგავი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის რამდენიმე კვლევით ლაბორატორიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფინანსებს, მათ შორის ედინბურგის უნივერსიტეტში, ტოკიოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და ვაიომინგის უნივერსიტეტში. 2021 წლის სექტემბერში ჰოსკინსონმა კარნეგი-მელონის უნივერსიტეტს ჰოსკინსონის ფორმალური მათემატიკის ცენტრის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარი შესწირა. 

ჩარლზ ჰოსკინსონის ციტატები

ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც დაამტკიცა, რომ Proof-of-Stake-ს, შესაძლოა, უსაფრთხოების ისეთივე თვისებები ჰქონდეს, როგორც ბიტკოინს
ადამიანები იმიტომ კი არ არიან ბოროტები, რომ ბოროტები იყვნენ, ისინი ბოროტები არიან, რადგან სისტემები უსამართლოა და ეს მანიპულირების საშუალებას იძლევა
საზოგადოება დიადი ხდება, როდესაც მოხუცები რგავენ ხეებს, რომელთა ჩრდილშიც, როგორც თავადაც იციან, ვერასოდეს დასხდებიან. სწორედ ესაა არსი - რატომ ვრგავთ აქ ხეებს. ამ სისტემების ზრდას და აშენებას დიდი დრო სჭირდება
ყველა ეს ადამიანი, ვინც ფასებს წინასწარმეტყველებს - ჰეჯ-ფონდების ტრეიდერები, ისინი მართლაც მდიდრები არიან... და მე ასეთი ადამიანი არ ვარ, მე არ ვიცი, რატომ იზრდება ან მცირდება ფასი. არ მინდა, უსაფუძვლო ვარაუდებთან რაიმე საერთო მქონდეს
Ethereum-ის ეკოსისტემაში ბევრს ვეზიზღები. ისინი ამბობენ, რომ მე მონსტრი ვარ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩავერთე ისაა, რომ მინდოდა, Ethereum-ისთვის დამეშავებინა, მათ თქვეს, რომ მე DAO-ს ჰაკერი ვარ! ეს ასე არაა