ChatGPT კლიენტების პერსონალურმა მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა

ფოტო - ChatGPT კლიენტების პერსონალურმა მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა
ხელოვნური ინტელექტის სფეროში წამყვანმა კორპორაციამ განაცხადა, რომ ზოგიერთი მომხმარებლის გადახდის ინფორმაცია შესაძლოა გასულ კვირას ChatGPT-ის გამორთვისას გამჟღავნებულიყო.
დეველოპერების თქმით, შეცდომის გამო, ინტერნეტში მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის 1%-ზე მეტმა გაჟონა. მონაცემებს შორის არის საკრედიტო ბარათის ბოლო ოთხი ციფრი და მოქმედების ვადა, სახელი და გვარი, მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი და გადახდის მისამართი, ასევე ბოტთან მიმოწერის ისტორია.  
   
კორპორაციამ ბოდიში მოიხადა შექმნილი  სიტუაციის გამო და განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა მომავალში ასეთი შემთხვევები  თავიდან აიცილოს.

GC
GN Crypto
ავტორი