თაღლითური საფულე იპოვეთ? მიიღეთ ჯილდო!

ფოტო - თაღლითური საფულე იპოვეთ? მიიღეთ ჯილდო!
უკრაინულმა სტარტაპმა HAPI Labs, რომელიც DeFi-სთვის კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტებს ქმნის, აამოქმედა პროექტი Scamfari OSINT. ის აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას საჯარო წყაროებიდან, რათა თაღლითობასთან, ტერორიზმის დაფინანსებასთან, ან სანქციების დარღვევასთან დაკავშირებული კრიპტოსაფულეები გამოავლინოს.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გაგზავნოს შეატყობინება მსგავსი საფულეების შესახებ სპეციალური Telegram ბოტის მეშვეობით. ამისთვის ის დარღვევის საჭირო კატეგორიას უთითებს და მტკიცებულებებს წარადგენს. შემდეგ გუნდი, მონაცემთა ავტორიტეტული წყაროებისა და საეჭვო აქტივობის გასაანალიზებლად განკუთვნილი ინსტრუმენტების მეშვეობით, ამტკიცებს ანგარიშს, შეჰყავს მისამართი მონაცემთა სპეციალურ ბაზაში, ან უარყოფს მას. მიზანმიმართული მოტყუების ნებისმიერი მცდელობა დაბლოკვას გამოიწვევს.

ამ დროისთვის, თითოეულ ანგარიშს ხელით ამოწმებს HAPI Labs-ის ორი თანამშრომელი, მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა ანგარიშების დასადასტურებლად ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობაზე.
ახლა მიღებულ ანგარიშებს GPT-4-ს გადავცემთ და ჯერჯერობით ის ძალიან ნედლად, მაგრამ პერსპექტიულად გამოიყურება. ჩვენ არ ვცდილობთ აურზაურის შექმნას, მაგრამ გვჯერა, რომ ეს შეიძლება სასარგებლო იყოს უახლოეს მომავალში
, – © მარკ ლეციუკი, HAPI Labs-ის კვლევის ხელმძღვანელი.
სწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ადამიანს ეძლევა ჯილდო HAPI ტოკენებში: ყოველი ახალი მისამართისთვის – $1, განმეორებისთვის – $0,1, ხოლო თუ მისამართი დაკავშირებულია  სანქციების ქვეშ მყოფ იურიდიულ, ან ფიზიკურ პირთან – $5. ახლა ტოკენები მომხმარებლის ანგარიშზე ხელით, ორ კვირაში ერთხელ ირიცხება. HAPI Labs, სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, გადახდის მთელი პროცესის ავტომატიზაციასა და საკუთარი ტოკენების სტეიბლკოინებით ჩანაცვლებას გეგმავს, თუკი ამას საზოგადოება დათანხმდება.

ასეთი გადახდები აძლევენ მოტივაციას მომხმარებლებს, რომ მათ მოძებნონ თაღლითური საფულეები და მტკიცებულებები, Scamfari-ის კი - უფრო სწრაფო რეაგირება მოახდინოს და მონაცემთა შესაბამისი ბაზა შექმნას. სულ რაღაც ერთ კვირაში OSINT-მა მომხმარებლებისგან 15000-ზე მეტი მისამართი შეაგროვა.
უკრაინაში ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, ზოგიერთმა კი გასული სეზონის განმავლობაში რამდენიმე ასეული დოლარი გამოიმუშავა. დღეს ეს კარგი ფულია. ახლა ადამიანებს სურთ, ამის გაკეთება რეგულარულად სცადონ”
, © მარკ ლეციუკი, HAPI Labs-ის კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი.
მანამდე HAPI Labs-მა ჩაატარა ორკვირიანი კონკურსი პროექტში Scamfari. იდეა და მიზნები ზუსტად იგივეა, რაც OSINT-ში, მაგრამ კონკურსის ბოლოს HAPI ტოკენები მხოლოდ საუკეთესო ხუთეულმა მიიღო. Scamfari-ის მესამე სეზონი 15 მარტს დაიწყო, მაგრამ დიდი ალბათობით, ის, OSINT-ის ამოქმედების გათვალისწინებით, ბოლო იქნება.

დამატებით გაფორმდა მემორანდუმი უკრაინის კიბერპოლიციასთან, რომელიც ასევე გამოავლენს, თვალყურს ადევნებს და დაეხმარება კრიმინალების ვირტუალური აქტივების დაბლოკვაში. ალბათ,  ბირჟის საშუალებით ამ აქტივების განაღდებას მცდელობისას. ძირითადი მიზანია საფულეების პოვნა, რომლებიც აგროვებენ ფულს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად, ან ნებისმიერი ქმედებისთვის, რომელიც ექვემდებარება სანქციებს გაერო-ს/ნატო-ს, ან აშშ-ის OFAC-ის მონაცემების საფუძველზე.

სხვადასხვა კვლევების თანახმად, ომის დაწყებიდან ასეთი აქტივების ღირებულებამ შეიძლება 7 მილიონ დოლარს აღწევდეს. ბაზრის სხვადასხვა მონაწილეთა ურთიერთქმედების წყალობით, ბირჟებით (WhiteBIT, Kuna) დაწყებული და კიბერუსაფრთხოების კომპანიებით დამთავრებული, დროდადრო შესაძლებელი ხდება  რუსული სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად  მიმართული სახსრების ნაწილის დაბლოკვა.