Chiliz – პროექტის მიმოხილვა

icon CHZ
ფოტო - Chiliz – პროექტის მიმოხილვა
Chiliz – კრიპტოვალუტის პროექტია,რომელიც საფეხბურთო კლუბების,ნაკრებებისა და სპორტული ორგანიზაციების ტოკენების გამოშვებითა და მხარდაჭერითაა დაკავებული.
პროექტის მთავარი პლატფორმა არის Socios.com. სწორედ აქ შეუძლიათ მომხმარებლებს პროექტის CHZ ნატიური ტოკენის საფეხბურთო კლუბებისა და სხვა სპორტული გუნდების მონეტებზე გადაცვლა. Chiliz–ზე აგებულია  FC Barcelona–ს, AC Milan–ის, PSG–ეს, Napoli–ს,  საბრძოლო პრომოუშენის  UFC, იტალიისა და არგენტინის საფეხბურთო ნაკრებების, კიბერსპორტული გუნდის NAVI, და სხვა მრავალის ტოკენები. პლატფორმის ოფიციალური სახე და ამბასადორი ცნობილი ფეხბურთელი ლიონელ მესია.   

საყვარელი კოლექტივის ტოკენის ფლობა უამრავ სარგებელს აძლევს Socios.com-ის მომხმარებლებს. მათ შეუძლიათ ხმის მიცემით გავლენის მოხდენა გუნდის გადაწყვეტილებებზე, პროგნოზების გაკეთება სპორტულ ღონისძიებებზე, მონაწილეობის მიღება აპლიკაციის შიდა  ღონისძიებებში, რომლებისთვისაც ჯილდოები და ღირებული პრიზები გაიცემა. ასევე, მომხმარებლები და ტოკენების  მფლობელები  პირველები იგებენ  სიახლეებისა და ანონსების შესახებ და ასევე აქვთ უფლება მიიღონ მატჩების აბონემენტები პრიორიტეტული პრინციპით.
ფანატების ტოკენების ჰოლდერთა უპირატესობები  (Socios.com)

ფანატების ტოკენების ჰოლდერთა უპირატესობები (Socios.com)

პლატფორმით სარგებლობისთვის აუცილებელია რიგი მოქმედებების შესრულება:

· შეიძინოთ ტოკენები  CHZ კრიპტოვალუტის ბირჟაზე ან სხვა პლატფორმაზე (ბირჟების სია Coingecko–ს თანახმად);

· ჩამოტვირთოთ  Socios.com აპლიკაციების მარკეტში Android–ისთვის ან  iOS–ისთვის;

· დარეგისტრირდეთ პლატფორმაზე, ელექტრონული ფოსტის,ტელეფონის ნომრის მითითებით და პაროლის არჩევით;

· გადარიცხოთ შიდა საფულეზე მონეტები  CHZ,  და გადაცვალოთ ისინი საყვარელი გუნდის ტოკენზე აპლიკაციაში;

შემდგომში,შესაძლებელია აქტივობებში,ხმის მიცემაში მონაწილეობა,გადაწყვეტილებების მიღება,ქულების მიღება,რომელთა გადაცვლაც ჯილდოებზე შეიძლება.

ჯილდოს სახით შესაძლებელია საყვარელ გუნდთან შეხვედრის, მოთამაშეთა ავტოგრაფებით საფირმო მერჩის, VIP-ზონაში ბილეთებისა და აბონემენტის და სხვა ჯილდოების მიღება.

ამჟამად Chiliz მხარს უჭერს ბევრ სპორტულ მიმართულებას, ავტოსპორტის, ამერიკული ფეხბურთის, ჩოგბურთის, კალათბურთის, ჭიდაობის, ფეხბურთის, ჰოკეისა და რაგბის ჩათვლით.

Chiliz ასევე აქვს საკუთარი სავაჭრო პლატფორმა chiliz.net, ცენტრალიზებული კრიპტოვალუტის ბირჟის ყველა ატრიბუტით. აქ შესაძლებელია მონეტით CHZ და ყველა იმ ტოკენით ვაჭრობა,რომლებიც  Socios–ზეა ხელმისაწვდომი.  
სავაჭრო პლატფორმის Chiliz.net სამუშაო ტერმინალი

სავაჭრო პლატფორმის Chiliz.net სამუშაო ტერმინალი

CHZ ნატიური ტოკენი მუშაობს საკუთარ Chiliz Chain ბლოკჩეინზე. ბლოკის ხანგრძლივობაა 5 წამი, ხოლო ტრანზაქციები უფასოა ყველა მომხმარებლისთვის. ქსელი კონსენსუსის ალგორითმის Proof-of-Authority (PoA) მიხედვით მუშაობს. ეს არის Proof-of-Stake-ის ვარიანტი, იმ განსხვავებით, რომ ვალიდატორები მხოლოდ ქსელის „რჩეული“ყველაზე დიდი რეპუტაციის მქონე წევრები არიან. ფაქტობრივად, მთელ ბლოკჩეინს ემსახურება მხოლოდ 7 მასტერნოდი (ვალიდატორი კვანძები), რომლებიც კომპანიისა და მისი პარტნიორების საკუთრებაა.

CHZ ასევე ქსელში Ethereum  და რამდენიმე სხვა ბლოკჩეინზე მუშაობს ინტეგრირებული ხიდის წყალობით.
CHZ ბლოკჩეინის მიმომხილველის ვებგვერდი

CHZ ბლოკჩეინის მიმომხილველის ვებგვერდი

2022 წლის 18 ნოემბერს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი2022 იწყება. ეს ღონისძიება უკვე გახდა CHZ მონეტისა და ზოგიერთი სხვა ტოკენის ზრდის კატალიზატორი. ზაფხულის შუა რიცხვებიდან CHZ  200%-ით გაიზარდა, რაც შესანიშნავ დინამიკას აჩვენებს კრიპტო ბაზრის კლების ფონზე.

ასევე კარგი შედეგი აჩვენა საფეხბურთო ნაკრებთა ტოკენებმაც. მაგალითად, არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ARG-ის მონეტამ 2 კვირაში 100%  დაამატა თავის ღირებულებას. შესაძლო მიზეზი ისაა, რომ არგენტინა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და მის შემადგენლობაში Socios.com-ის პლატფორმის მთავარი ელჩი თამაშობს.
მონეტის CHZ გრაფიკი

მონეტის CHZ გრაფიკი