საინტერესო ფაქტი Ethereum-ის შესახებ

ფოტო - საინტერესო ფაქტი Ethereum-ის შესახებ
ბლოკჩეინისა და Ethereum მონეტის ყველა ძლიერი თვისება არაერთხელ იქნა გაპიარებული პროექტის გუნდის მიერ. მაგრამ არის ერთი ფაქტი, რომელსაც ვიტალიკ ბუტერინი გვიმალაბს. თუ რომელს - ამ სტატიაში გავარკვევთ.
Ethereum-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვიტალიკ ბუტერინმა, არაერთხელ გამოთქვა კრიტიკა ბიტკოინისა და სხვა PoW მონეტების მიმართ. მას ხან  Proof-of-Work ალგორითმი არ მოეწონა  შეზღუდული მასშტაბურობითა და გამტარუნარიანობით. ხანაც  CEX ბირჟებზე ბიტკოინით  და სავალუტო წყვილებში სტეიბლკოინებით ვაჭრობაში ცენტრალიზაციისა და გადაჭარბებული შუამავლობის ნიშნები დაინახა.

რა თქმა უნდა, როგორც ეთერიუმის მიმართ, ასევე პირადად ვიტალიკის მიმართ ბევრი უკუკრიტიკა იყო. ეს ეხებოდა როგორც Ethereum-ის ზედმეტ ცენტრალიზაციას, შეუზღუდავ ემისიას, ასევე ქსელის განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობას. ამ უკანასკნელის შედეგად ოპონენტები თვლიდნენ ერთი ალგორითმისგან მეორეში გადასვლებს, მაღალ საკომისიოებს და დახვრეტილ დახურულ სმარტ-კონტრაქტებს, რომლებიც ადვილად დაირღვევა. მაგრამ არსებობს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, რაზეც ვიტალიკ ბუტერინს არ სურს დიალოგი და ყველანაირად ერიდება თემაზე საუბარს, რომელიც მას ტაბუდადებულად მიაჩნია. მაშ რა თემაა ეს?

კვაზი-დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტების ქვეკლასი

ბიტკოინის გამოჩენისა და ალტოკინების ბაზრის განვითარების შემდეგ, ახალი მონეტების ცალკეული შემქმნელების ან მათი გუნდების მიერ,  კრიპტოვალუტების ტექნოლოგიური მოდელის დამახინჯება  და მართული პრიმიტივიზმისკენ თანდათანობით მუტაცია დაიწყო. დეცენტრალიზებული თავისუფალი ფულის იდეოლოგია  ემისიის ერთიანი ცენტრისა და შუამავლების გარეშე, რომელიც Bitcoin WP-ში ჩამოყალიბდა სატოში ნაკამოტოს მიერ (ვინც არ უნდა იყოს ის სინამდვილეში), შეეწირა ღია კომერციულ მოდელს, რომელშიც  დეცენტრალიზაციის იდეამ თანდათან  მხოლოდ მიმზიდველ შეფუთვად იქცა.

იდეოლოგიის შეცვლის შემდეგ, ტერმინოლოგია თითქმის არ შეცვლილა. თავიდანვე კრიპტოვალუტებად ითვლებოდა მხოლოდ დეცენტრალიზებული მონეტები თანაბარი ემისიით და მონეტების შეზღუდული მაქსიმალური რაოდენობით (როგორც ბიტკოინში).მოგვიანებით კრიპტოვალუტად უკვე  ითვლებოდა  პრე-მაინინგის და შეუზღუდავი ემისიის მქონე მონეტები.  კიდევ უფრო მოგვიანებით, ტოკენები, რომელთაც არ აქვთ  საკუთარი ქსელი და რომლებიც  „დედა“ პლატფორმის ბლოკჩეინზე ფუნქციონირებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ "კრიპტოვალუტის" სახელი მიანიჭეს ნებისმიერ აქტივს, თუნდაც კერძო (დახურული), და არა საჯარო ბლოკჩეინის მქონეს, სადაც დეცენტრალიზაციის შესახებ საუბარიც აღარ იყო.  საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ თვითონ ბლოკჩეინიც აღარ იყო აუცილებელი ვარიანტი, როგორც Ripple-ის პირველ ვერსიაში, სადაც ის ფაქტობრივად საერთოდ არ არსებობდა, ამიტომ კრიპტელები ხშირად ხუმრობდნენ ამაზე, რომ პირობითი ბლოკჩეინი თანადამფუძნებლებმა „მონეტას  სკოჩით მიამაგრეს".ტექნოლოგიურმა რეგრესმა განაპირობა ის, რომ ფაქტობრივად ნებისმიერი ელექტრონული ფულის ანალოგი ან შითკოინი, რომელიც აქტივების ტოკენიზაციის პლატფორმაზე  რამდენიმე წუთშია გამოშვებული,  ამაყად ეწოდათ "კრიპტოვალუტა", რაც კრიპტოანარქისტებისა და შიფროპანკების თავდაპირველ იდეას არასწორად ასახავდა.

ყველაზე საზრიანმა „სტარტაპებმა“გააცნობიერეს, რომ ასეთ კვაზი-დეცენტრალიზებულ კრიპტო აქტივებზე კარგი ფულის გამომუშავება შეიძლება.   ამისათვის საკმარისია  ნებისმიერი კრიპტოვალუტისთვის ჩვეული ტექნოლოგიური მახასიათებლების ნაკრების და განსაცვიფრებელი ეკოსისტემის მშენებლობასთან  ერთად,  დასაწყისში, პრე-მაინინგის სახით  მისი შემქმნელისათვის გარკვეული დაფარული პრეფერენციების გათვალისწინება.  მომხმარებლების უმეტესობას, თვალი მაინც უფრო კარგი შეფუთვისკენ გაურბის და მას  ყიდულობს, ხოლო თუ მარკეტინგის წყალობით, მონეტის „To the Moon“ მიმართვაც  გამოვა, მაშინ ჯეკპოტის მოხსნაც შესაძლებელი იქნება. ამ მიდგომის ტიპური მაგალითია კარგად ცნობილი Ethereum (ეთერი)!

Ethereum - მონეტა პრე-მაინინგით, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის

Ethereum Mainnet Network-ის გაშვებისას, 72,009,995 ETH განაწილდა #0 ბლოკში 8903 მისამართებზე. Ethereum-ის საჯარო ბლოკჩეინის წყალობით, ეს ფაქტი, ისევე როგორც ყველა მისამართი და ტრანზაქციის თანხები, შეიძლება ადვილად გადამოწმდეს blockchain Explorer-ის გამოყენებით. 2022 წლის ნოემბრისთვის მიმდინარე ემისია  122 მილიონზე მეტი მონეტაა. ეს ნიშნავს, რომ 2015 წლის 30 ივლისს, Ethereum პროექტის  შემქმნელებმა პრე-მაინინგის სახით დასაწყისშივე  ხელთ დაიტოვეს  უზარმაზარი რაოდენობით  მონეტები, რაც ახლაც (შვიდ წელზე მეტი ხნის შემდეგ) მიმოქცევაში  მყოფ  მონეტების მთლიანი რაოდენობის, თითქმის 60% -ს შეადგენს. მიმოქცევაში არსებული მთლიანი თანხიდან!!! ამის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძებნება არც white paper-ში, არც მარკეტინგულ მასალებში და არც პროექტის ვებსაიტზე. ინტერვიუს დროს ვიტალიკ ბუტერინმა ამ თემაზე საუბარს  თავი აარიდა და ფაქტზე დუმილი ამჯობინა.

ნულოვან ბლოკში ფარული პრე-მაინინინგის არსებობა ძირს უთხრის დეცენტრალიზაციას, უგულებელყოფს ემისიის ფორმირების ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. ამ მაგალითის ფონზე ICO, IEO, IDO და სხვა მსგავსი პროექტები, რომლებიც  სასტარტო  ინვესტიციების მოზიდვით იწყებენ, ბევრად უფრო პატიოსნად გამოიყურებიან, რადგან ისინი არ მალავენ პრე-მაინინგის ფაქტს, არამედ ღიად აფიქსირებენ მას ყველა დოკუმენტში, როგორც განვითარების ფონდს.

Bitcoin-თან შედარებით კრიპტოვალუტა Ethereum-ი -  არის მისი გუნდის და პირადად ვიტალიკ ბუტერინის მხრიდან არაკეთილსინდისიერი თამაშის მაგალითი. და ეს ფაქტი  პროექტის და მისი შემქმნელების რეპუტაციისთვის  ბინძურ ლაქად დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ შეცვლის Ethereum-ი ალგორითმს ან რაიმე ინოვაციურს დანერგავს. ერთ ხელში მონეტების შთამბეჭდავი რაოდენობის კონტროლი წარმოადგენს აქტივის მყისიერი გაუფასურების რისკს, თუ პრე- მაინინგის მონაწილეები  მოულოდნელად თამაშიდან გასვლას  და  ყველაფრის გაყიდვას გადაწყვეტენ.  FTX ბირჟის ბოლოდროინდელი გაკოტრების და ერთი კვირის განმავლობაში  FTT ტოკენის 96%-ით გაუფასურების შემდეგ, ასეთი რისკები რაღაც ფანტასტიკურად ან ნაკლებად სავარაუდოდ აღარ ჩანს...

ყოველთვის სჯობს  კვერცხები (აქტივები) სხვადასხვა კალათაში შეინახოთ და ყურადღებით შეისწავლოთ თითოეული ახალი პროექტი, რომელშიც ინვესტირებას აპირებთ. ძველი პროექტებიც უნდა გადაამოწმოთ. როგორც Ethereum-ის მაგალითზე ვხედავთ, ყველაზე პოპულარულ მონეტებსაც კი, რომლებსაც ცნობილი დამფუძნებლები ჰყავთ, შეიძლება რომ „კარადაში ჩონჩხებს“  მალავდნენ.