ციფრული კოლექცია City Diaries: მოგზაურობა ქალაქების წარსულში

ფოტო - ციფრული კოლექცია City Diaries: მოგზაურობა ქალაქების წარსულში
Getty Images-მა, Candy Digital-თან თანამშრომლობით, გამოუშვა ახალი ციფრული კოლექცია City Diaries, რომელიც მსოფლიოს შვიდი ქალაქის NFT ფორმატის ვინტაჟური ფოტოებისგან შედგება.
უკვე რამდენიმე წელია Candy დაკავებულია ლიცენზირებული ფასიანი აქტივებით და მისი მიზანია, მაქსიმალურად გააფართოოს თემატური მიმართულებები, მათ შორის სპორტი, მუსიკა და ხელოვნების სხვა სახეობები. სწორედ ამიტომ კომპანია აქტიურად მუშაობს Getty Images-თან კრეატიული პროექტების შესაქმნელად. ადრე მათ ერთობლივად გამოუშვეს ციფრული კოლექცია, რომელიც 70-იანი წლების მუსიკასა და კულტურას ეძღვნებოდა, ახლა კი პოპულარულმა სერვისმა გადაწყვიტა, აერჩია უფრო ისტორიული თემატიკა: ქალაქების საარქივო სურათები ცნობილი ფოტოგრაფებისგან.

ასეთი ფოტოგრაფები იყვნენ, მაგალითად, კურტ ჰატონი - საინფორმაციო ჟურნალ Picture Post-ის დამფუძნებელი, ან თვითნასწავლი ბერტ ჰარდი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო Leica-ს აღჭურვილობის (იმ ეპოქისთვის არატრადიციული ტექნიკა) წარმატებით გამოყენება. Getty Images-ის აზრით, ყველა შერჩეული ნამუშევარი ასახავს არა მხოლოდ ქალაქების გარეგნულ ბრწყინვალებას, არამედ აერთიანებს ისტორიასა და კულტურას, რისი აღბეჭდვაც ახლა ბლოკჩეინზეა შესაძლებელი.
ლონდონის ფოტო კოლექციიდან City Diaries, კურტ ჰატონი. წყარო: Candy Digital-ის ოფიციალური ვებგვერდი.

ლონდონის ფოტო კოლექციიდან City Diaries, კურტ ჰატონი. წყარო: Candy Digital-ის ოფიციალური ვებგვერდი.

ჯამში კოლექცია შეიცავს 35 სურათს: ხუთს თითოეული ქალაქისთვის (ნიუ-იორკი, სტამბული, ლონდონი, ტოკიო, მეხიკო, მუმბაი, პარიზი). შექმნილი NFT-ები ლიმიტირებულია (100 ცალი თითო ფოტოზე) და შეფუთულია რამდენიმე ნაკრებში, რომელთა შეძენაც ნებისმიერი რაოდენობითაა შესაძლებელი, რადგან Candy ანგარიშზე ლიმიტს არ აწესებს:

1. ოთხი გამოსახულება: სულ გამოიცა 1400 კომპლექტი, რომელიც თანაბრად იყოფა მეგაპოლისებს შორის (თითოეულზე 200 ცალი). ერთი კომპლექტის ღირებულება 25 დოლარს შეადგენს, მყიდველი კი ოთხიდან ორ შემთხვევით NFT-ს იღებს.

2. შვიდი გამოსახულება: ჯამში შეიქმნა 233 კომპლექტი, რომელიც ცალკეული ქალაქების უფრო თანამედროვე გამოსახულებებს შეიცავს. ერთი კომპლექტის ფასი 15 დოლარია. შეძენისას მომხმარებელი შვიდიდან სამ შემთხვევით NFT-ს იღებს.

გარდა ამისა, Getty Images გთავაზობთ უფასო NFT-ს, სახელწოდებით "საზრიანი ფანები". მისი მიღება ადვილადაა შესაძლებელი რეგისტრაციის შემდეგ. ფოტოზე (დაახლოებით 1935 წლის) აღბეჭდილია ორი ბიჭი, რომლებიც ბეისბოლის თამაშის ყურებას ხის ღობის მიღმა ცდილობენ. საერთო რაოდენობა უცნობია, მაგრამ არის მკაცრი ლიმიტი თითო ანგარიშზე (1 ცალი).

30 ივნისამდე მომხმარებლებს NFT-ების შეძენა და შიდა მაკეტპლეისზე თავისუფლად ვაჭრობა შეუძლიათ, მაგრამ გარე საფულეზე გატანის შესაძლებლობის გარეშე. ხოლო მათთვის, ვინც თითო ქალაქის ხუთ ფოტოს მოაგროვებს (შეძენის მეთოდს მნიშვნელობა არ აქვს) და კოლექციის გაყიდვის დასრულებამდე შეინახავს, საბონუსე NFT არის გათვალისწინებული.