Litecoin-ის საზოგადოება LTC-20 სტანდარტით ექსპერიმენტებს ატარებს

ფოტო - Litecoin-ის საზოგადოება LTC-20 სტანდარტით ექსპერიმენტებს ატარებს
ციფრული ვერცხლის - მონეტა Litecoin-ის დეველოპერებმა პროტოკოლ Bitcoin Ordinals-ისა და BRC-20 სტანდარტის ტოკენების დანერგვის შედეგები გააანალიზეს. მათ გადაწყვიტეს, იგივე Litecoin-ის ქსელშიც გაიმეორონ.
ცოტა ხნის წინ, Litecoin Labs-ის ერთ-ერთმა დეველოპერმა Litecoin-ის საზოგადოებას საინტერესო ექსპერიმენტში მონაწილეობა შესთავაზა. მისი წინადადება ახალი ექსპერიმენტული სტანდარტის, LTC-20 ტესტირებას ეხება. ის წარმოებულია BRC-20-ის საფუძველზე, LTC Ordinals პროტოკოლის გამოყენებით (სავარაუდოდ, ეს ენტონი გერერას იდეაა, რომელმაც Litecoin Ordinals შექმნა, მაგრამ ეს ზუსტად არ არის ცნობილი, რადგან ტექსტი ხელმოუწერელი იყო). Litecoin Labs-ის ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავების ვებგვერდზე ენტონი გერერამ ეს ექსპერიმენტი შემდეგნაირად დაახასიათა:
ეს მხოლოდ სახალისო ექსპერიმენტული სტანდარტია იმის საჩვენებლად, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ბალანსის off-chain მდგომარეობები წარწერების მეშვეობით. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს სერიული ნომრების მქონე ლაიტკოინების ჩანაცვლებადობის სტანდარტად, ვინაიდან, ალბათ, არსებობს უკეთესი დიზაინისა და ოპტიმიზაციის ვარიანტებიც. თუმცა, ეს ძალიან დინამიკური ექსპერიმენტია და საერთოდ არ გირჩევთ ამ ჩანაფიქრის საფუძველზე რაიმე ფინანსური გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა, მე მოვუწოდებ litecoin-ის საზოგადოებას, ითამაშოს სტანდარტული დიზაინითა და ოპტიმიზაციებით, სანამ არ იქნება მიღწეული ზოგადი კონსენსუსი საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების შესახებ (ან საზოგადოება არ დაასკვნის, რომ ეს საერთოდ ცუდი იდეაა)
LTC-20 სტანდარტის შექმნის შემდეგ, დეველოპერი გარკვეული რაოდენობით ექსპერიმენტული ტოკენების ემიტირებისა და ამ აქტივის საფულეებს შორის გადატანისა და შედეგის გაანალიზების მოწოდებით გამოდის.

რა არის ექსპერიმენტის მიზანი

ორიგინალურმა პროტოკოლმა Ordinals დანერგა ნუმერაციის სქემა, რომლის შემთხვევაში თითოეულ სატოშის, ტრანზაქციების დროს მოძრაობის მონიტორინგის მიზნით, უნიკალური სერიული ნომერი (ორდინალი) ენიჭება. მის ანალოგს, რომელიც Litecoin-ში დეველოპერმა, ენტონი გერეგამ დანერგა, LTC Ordinals ეწოდა. ამრიგად, პროტოკოლი საშუალებას გაძლევთ, გახადოთ თითოეული ლატოში (სატოშის ანალოგი Litecoin-ის ქსელში) უნიკალური, მასზე დამატებითი მონაცემების (ტექსტი, ან სურათი) მიმაგრების გზით. ფაქტობრივად, საუბარია NFT- ის ანალოგზე.

Litecoin-ის კონფიდენციალურობის უახლესი განახლება არის MimbleWimble. BTC-თან შედარებით, ის საშუალებას გაძლევთ, დაამუშაოთ ბევრად მეტი მონაცემი LTC Ordinals-ის გამოყენებით.

რა არის LTC-20 სტანდარტი

LTC-20 ბიტკოინ ქსელში Ordinals-ის მეშვეობით შექმნილი ექსპერიმენტული ჩანაცვლებადი ტოკენის სტანდარტის, BRC-20-ის ფორკს წარმოადგენს. 

დეველოპერის ინიციატივას მხარი Litecoin Punks-მა დაუჭირა. ამის შესახებ პროექტის წარმომადგენლებმა Twitter-ზე დაწერეს. მათ უკვე დაიწყეს თავიანთი კოლექციის მოჭრა LTC-20 ფორმატში.

შეძლებს თუ არა საზოგადოება იგივე ყურადღების მიპყრობას LTC-20-ისადმი, როგორც Bitcoin-NFT Ordinals-ისადმი, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, Litecoin არის ციფრული ვერცხლი და ერთ-ერთი უძველესი კრიპტოვალუტა ბაზარზე, რომელსაც ჰყავს ბევრი მიმდევარი და გააჩნია გარკვეული წონა კრიპტოინდუსტრიაში. ამიტომ, მორიგი NFT ბუმი LTC-ის მრავალრიცხოვან ჰოლდერებს შორის სავსებით შესაძლებელია.

LTC-20-ის ირგვლივ აგორებული აჟიოტაჟი ძალიან დროულად იწყება

აქტივის სასარგებლოდ მუშაობს ის, რომ Litecoin-ის ჰალვინგამდე არც თუ ისე ბევრი დროა დარჩენილი. ის 2023 წლის 3 აგვისტოს გაიმართება. მოგეხსენებათ, ჰალვინგის შემდეგ მაინერების ჯილდო მოპოვებული ბლოკისთვის 12.5-დან 6.25 LTC-მდე შემცირდება. წინა ციკლებში, განახევრებიდან მომდევნო წლის-წლინახევრის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა მონეტის ღირებულების მნიშვნელოვან ზრდას. ვნახოთ, განმეორდება თუ არა ეს სცენარი ამჯერადაც, ასევე კონკრეტულად როგორ შეუწყობს ამას ხელს მომავალი LTC-20 სტანდარტის ტოკენების ირგვლივ აგორებული აჟიოტაჟი.