Coinbase-ის მენეჯმენტმა SEC-ის ოფიციალურ გაფრთხილება გააკრიტიკა
Coinbase-ის დამფუძნებელი, ბრაიან არმსტრონგი და მთავარი იურიდიული დირექტორი, პოლ გრუალი კონფერენციაზე Consensus 2023 და ერთობლივ YouTube ვიდეოში SEC-ის Wells Notice-ს გამოეხმაურნენ. პოლმა განაცხადა, რომ ისინი მოთხოვნებს ყოველთვის ასრულებდნენ და მარეგულირებლებთან ყველანაირად თანამშრომლობდნენ.
გრუალმა ივარაუდა, რომ სწორედ FTX-ის კრახმა აიძულა კომისია, დაეკავებინა ასეთი მკაცრი პოზიცია კრიპტოპლატფორმებთან დაკავშირებით. მან ასევე მოიყვანა SEC-ის თავმჯდომარის, გარი გენსლერის სიტყვები: "ნამდვილად ვგრძნობ, რომ ჩვენ ამ სფეროში საკმარისი უფლებამოსილება გვაქვს“ და აღნიშნა, რომ თუ მარეგულირებელს სურს, გააფართოოს თავისი გავლენა კრიპტოინდუსტრიაში, მან ახალი კანონები და რეგულაციები უნდა შეიმუშაოს. ბირჟის წარმომადგენლებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ Coinbase-მა ნიუ-იორკის შტატში BitLicense-ის ლიცენზია მიიღო და ოფიციალურად რეგულირებად პლატფორმას წარმოადგენს.
კონფერენციაზე Consensus, 2023 Coinbase-ის იურიდიულმა დირექტორმა გამოთქვა მზადყოფნა, იმუშაოს მარეგულირებელ ორგანოებთან და თქვა: ”ჩვენ, ფაქტობრივად, ვსხედვართ აქ სცენაზე და ვითხოვთ რეგულირებას, ვითხოვთ წესებს, ვითხოვთ ნორმატიულ ბაზას, რომელიც შეესაბამება ჩვენს კონკრეტულ ტექნოლოგიას, რათა მშვიდად შევძლოთ დარეგისტრირება".
რაც შეეხება SEC-ის ფართო, მაგრამ არსებითად ბუნდოვან გაფრთხილებას, გრუალმა თქვა: ”ჩვენ ჯერაც არ გვესმის, რა არის ისეთი ჩვენს საქმიანობაში, რაც SEC-ის ასეთ შეშფოთებას იწვევს”. მან ასევე გაიხსენა, რომ გასულ ზაფხულს კომისიამ მიმართა Coinbase-ს თხოვნით, შეემუშავებინა წინადადებები კრიპტოკომპანიების რეგისტრაციისთვის, რომლებსაც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა სურთ. თუმცა, SEC-მა Coinbase-ის წინადადებები უპასუხოდ დატოვა და საბოლოო ჯამში, 22 მარტს Wells Notice გაუგზავნა.
Coinbase-ის ხელმძღვანელების ეს სერიოზული შემართება მეტყველებს, რომ ისინი კომპანიის მიერ ნორმატიული მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დარწმუნებულები არიან და მარეგულირებელებთან მუშაობისთვის მზად არიან. თუმცა, ეს ასევე მეტყველებს დაძაბულობაზე კრიპტოპლატფორმებსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის, როგორიცაა SEC, რომლებიც, როგორც ჩანს, კრიპტოინდუსტრიის დინამიზმს ვერ ეგუებიან (ან შეგუება არ სურთ).