Coinbase ამტკიცებს, რომ მისი სტეიკინგი ფასიანი ქაღალდი არაა

ფოტო - Coinbase ამტკიცებს, რომ მისი სტეიკინგი ფასიანი ქაღალდი არაა
სანამ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) კრიპტოსივრცეზე კონტროლს ამკაცრებს, ამერიკული კომპანია-გიგანტი Coinbase ემზადება იმის დასამტკიცებლად, რომ სტეიკინგი ფასიანი ქაღალდი არ არის.
ამერიკული ბირჟა Coinbase აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელ კომისიასთან (SEC) დიალოგისთვის მზადაა.

20 მარტს, უმსხვილესმა კრიპტომოთამაშემ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სახელწოდებით "პეტიცია კანონმდებლობის შესახებ – ბლოკჩეინის "Proof-of-Stake" სტეიკინგ სერვისები", რომლის ადრესატი SEC-ის მდივანი ვანესა ა. კანთრიმენია.

მასში კომპანია ცდილობს ახსნას, თუ რატომ არ წარმოადგენს მისი სტეიკინგი ფასიან ქაღალდს. Ამ მოსაზრებას არ იზიარებს SEC, ვინაიდან ის აგრძელებს კრიპტოინდუსტრიის მიმართ მკაცრი ზომების გატარებას და სტეიკინგ სერვისებისთვის უკვე დააჯარიმა ბირჟა Kraken.

Coinbase აღნიშნავს, რომ სტეიკინგ სერვისები მონოლითი არ არის.

"არსებობს მრავალი განსხვავებული მოდელი და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება საინვესტიციო კონტრაქტის კატეგორიას მივაკუთვნოთ, სტეიკინგის ძირითადი სერვისები, რომლებსაც ამ წერილში აღვწერთ, ასეთებს არ განეკუთვნებიან. ეს სერვისები არ შეესაბამება ფასიანი ქაღალდების განსაზღვრებას, რომელიც მოცემულია უზენაესი სასამართლოს საქმეში SEC vs W. J. Howey Co. და რომელიც წლების განმავლობაში იხვეწებოდა", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კერძოდ, კომპანია ამტკიცებს, რომ სტეიკინგის ძირითადი სერვისები ფულის ჩადებას არ გულისხმობს, რადგან მომხმარებლები დროებით თმობენ აქტივების ალტერნატიულ გამოყენებას და არა ფულს.

ბირჟა ასევე ითხოვს ნორმატიულ განმარტებებს - მოთხოვნა, რომელიც კომპანიებს შორის ფართოდ არის გავრცელებული მათი არარსებობის გამო.

Coinbase-ის პეტიციას SEC ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. იმის გასაგებად, თუ რატომ არის SEC კრიპტოგრაფიის მოსისხლე მტერი, წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში აქ.