Coinbase ინფლაციისადმი მდგრადი სტეიბლკოინების შექმნას გეგმავს

ფოტო - Coinbase ინფლაციისადმი მდგრადი სტეიბლკოინების შექმნას გეგმავს
Coinbase-მა დეველოპერებისთვის გამოაქვეყნა იდეების სია, რომელთა განხორციელებას ის, ეკოსისტემის ფონდის ფარგლებში, თავისი ახალი Base ქსელისთვის სიამოვნებით დააფინანსებს. მათგან ყველაზე საინტერესო არის "ფლეტკოინების“, უფრო სწორად, ინფლაციის დონეზე მიბმული სტეიბლკოინების შექმნა.
ასეთი ტოკენები შეძლებდნენ როგორც კრიპტოვალუტების (მაღალი ვოლატილობა), ასევე ფიატური ფულის (თანდათანობითი გაუფასურება) უდიდესი პრობლემების გადაჭრას. ფაქტობრივად, ის შეიძლება იყოს გადახდისა და ღირებულების შენარჩუნების იდეალური საშუალება, თანაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული,ყველა  თავისი   უპირატესობით.
  
როგორც Base-ის გუნდმა თავის წინადადება-სტატიაში განაცხადა, რომ ისინი ღიაობას ინარჩუნებენ ფლეტკოინების სხვა ფორმებისთვის, რომლებიც შეიძლება იყოს "ოქროს შუალედი" ფიატზე მიბმულ  სტეიბლკოინებსა და ჩვეულებრივ კრიპტოაქტივებს შორის. მათ აღნიშნეს ასეთი გადაწყვეტილების შექმნის მნიშვნელობა საბანკო კოლაფსისა და მოძველებული ფინანსური სისტემის არასრულყოფილების ფონზე.
 
Coinbase-მა ასევე განაცხადა, რომ სურს მოისმინოს გამოხმაურება გუნდებისგან, რომლებიც მუშაობენ სტეიბლკოინებისა და ფლეტკოინების საკუთარ სისტემებზე, ან ფოკუსირებულნი არიან არსებული სისტემების დანერგვის დონის გაზრდის საშუალებებზე (როგორიცაა RAI, Ampleforth, FPIS და სხვა). მსგავსი პროექტები   არსებობს, მაგრამ ისინი ჯერ არ განხორციელებულან ისე, როგორც ამას ყველა ვისურვებდით.
 
ფლეტკოინების გარდა, სტატიაში Base-ის ეკოსისტემის სხვა "ბილდერების" წინადადებებიც არის აღწერილი. ერთ-ერთი მათგანია ონჩეინ რეპუტაციის პროტოკოლების შექმნა. Coinbase თვლის, რომ დეცენტრალიზებული იდენტობა და რეპუტაცია  ბლოკჩეინში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. მოსალოდნელია, რომ ეს უნდა იყოს გადაწყვეტილება, რომელიც, ჯაჭვის გარკვეული მონაცემების გასაჯაროებასთან ერთად, მომხმარებლების კონფიდენციალურობას შეინარჩუნებდა.
 
სხვა იდეები მოიცავს ონჩეინ ბირჟის შექმნას სალიმიტო ორდერების წიგნით, რომელიც დააკმაყოფილებს პროფესიონალ ტრეიდერებსა და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს; ასევე საუკეთესო ინსტრუმენტებს, რომლებმაც შეიძლება გაათავისუფლოს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სეგმენტი სმარტ კონტრაქტის მოწყვლადობისგან, ან პროტოკოლის ლოგიკური შეცდომებისგან. ანუ, ბირჟა აცნობიერებს უსაფრთხოების ხარვეზების არსებობას DeFi სამყაროში და სურს აღმოფხვრას ისინი, ყოველ შემთხვევაში, მისი Base ქსელის ეკოსისტემაში.
 
უფრო ვრცლად ამის შესახებ ჩვენს სტატიაში წაიკითხეთ.