კრიპტელების დეანონიმიზაცია წლებია გრძელდება!

ფოტო - კრიპტელების დეანონიმიზაცია წლებია გრძელდება!
ეს განცხადება გააკეთა ანონიმურმა ბიტკოინ-დეველოპერმა 0xB10C-იმ. მისივე თქმით, 2018 წლიდან ბაზარზე მოქმედებს საზოგადოება, რომელიც აგროვებს იმ მომხმარებელთა IP მისამართებს, რომლებმაც განახორციელეს ტრანზაქცია და მათ BTC საფულეებთან აკავშირებს.
ავტორი ამ საზოგადოებას მოიხსენიებს, როგორც LinkingLion-ს, რადგან მასთან დაკავშირებული IP მისამართები LionLink ცენტრით მუშავდება. სწორედ მისი ფუნქციების მეშვეობით, ანონიმები უკავშირდებიან ბიტკოინის ნოდებს.

0xB10C-მა შეადგინა აკრძალვების სია ღია საწყისი კოდით ნოდებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული LinkingLion-ის მხრიდან მათთან დაკავშირება. 

დეველოპერი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებას შეუძლია შეცვალოს IP მისამართები - შესაბამისად, ამგვარი ზომები წყალში ჩაიყრება.

GC
GN Crypto
ავტორი