დაპირისპირება Coinbase-სა და SEC-ს შორის მძაფრდება
Coinbase არ აპირებს Kraken-ის მსგავსად, კონფლიქტის მოგვარებას SEC-თან, რომელიც სტეიკინგის სერვისებს ფასიან ქაღალდებად მიიჩნევს.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) არ მალავს, რომ კრიპტოსამყაროსთვის კარგი არაფერი უნდა. თუმცა, კრიპტოსამყარო, ბირჟა Coinbase-ის ჩათვლით, წინააღმდეგობის გასაწევად მზად არის.
GNcrypto უკვე წერდა, რომ Coinbase-ის ხელმძღვანელობამ SEC-ის ოფიციალური გაფრთხილება გააკრიტიკა.
ამას მოჰყვა განცხადება, რომელიც ბირჟამ გააკეთა მას შემდეგ, რაც მიიღო SEC-ის ბუნდოვანი და ვრცელი ოფიციალური გაფრთხილება ზოგიერთ დაუზუსტებელ ციფრულ აქტივებთან, ასევე სტეიკინგის სერვის Coinbase Earn-თან, Coinbase Prime-სა და Coinbase Wallet-თან დაკავშირებით. ასეთი შეტყობინება მეტყველებს იმაზე, რომ SEC განიხილავს იძულებით ზომებს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევისთვის.
"Coinbase ისევ იგივე კომპანიაა, რაც ორი წლის წინ იყო, როდესაც SEC-მა მოგვცა ნებართვა მათთან ერთად ბიზნესის ზუსტად იმ ასპექტების დეტალური განხილვის შემდეგ, რომლებიც ახლა ოფიციალური გაფრთხილების საგნად იქცა“, - წერენ ისინი.
Coinbase ასევე თვლის, რომ თანამედროვე ფინანსური სისტემა განახლებას საჭიროებს, ამიტომ გეგმავს, გააგრძელოს თავისი პროექტი და ოფიციალური დავის შემთხვევაში, მზად არის, ენერგიულად დაიცვას თავი სასამართლოში.
ამავდროულად, ბირჟამ წამოიწყო პროექტი, სახელწოდებით Stand with Crypto, რომელიც წარმოადგენს სამახსოვრო NFT-ებს - კრიპტოსაზოგადოების ერთიანობის სიმბოლოს, რომელიც გონივრული კრიპტოპოლიტიკისკენ ისწრაფვის.
"NFT ასახავს ლურჯ ფარს, რომელიც წარმოადგენს კოლექტიურ პოზიციას კრიპტოვალუტის პოტენციალის დაცვასა და წინსვლასთან დაკავშირებით. ლურჯი ფარი არა მხოლოდ თქვენს მხარდაჭერას აჩვენებს, არამედ იმას, რომ თქვენ მიეკუთვნებით მზარდ საზოგადოებას, რომელსაც კრიპტოვალუტების მომავლის სჯერა. ეს არის სუფთა სამახსოვრო NFT ღია მინთინგით, რომელსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნია“, - განმარტავს ტვიტი.
სტატიის მომზადების მომენტისთვის მოიჭრა 75000-ზე მეტი ასეთი NFT.
24 აპრილს, Coinbase-მა შეიტანა სარჩელი ფედერალურ სასამართლოში, რათა აეძულებინა SEC, ეპასუხა "კი", ან "არა" 2022 წლის ივლისის პეტიციისთვის, რომელშიც ისინი მიმართავდნენ SEC-ს, გამოეყენებინა ნორმების განსაზღვრის ფორმალური პროცესი და მიეცა რეკომენდაციები კრიპტოინდუსტრიისთვის.
"კრიპტოინდუსტრიასთან დაკავშირებული SEC-ის საჯარო განცხადებებიდან და მისი სააღსრულებო ნაბიჯებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ SEC-მა ჩვენი პეტიციის უარყოფის გადაწყვეტილება უკვე მიიღო“, - წერს Coinbase-ის გენერალური მრჩეველი პოლ გრევალი კომპანიის ბლოგში. ”მაგრამ მათ ამის შესახებ საზოგადოებისთვის ჯერ არ უცნობებიათ”.
მანამდე GNcrypto წერდა, ფართოვდება თუ არა Coinbase აფრიკაში.