Coinbase-ის ბლოკჩეინ Base-ის მიმოხილვა

ფოტო - Coinbase-ის ბლოკჩეინ Base-ის მიმოხილვა
Coinbase-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ Ethereum-ის ბლოკჩეინზე აამოქმედებს მეორე დონის საკუთარ ქსელს, რომელსაც Base ეწოდა. ჯერ პროექტი სატესტო რეჟიმშია განლაგებული. მოდით, გავარკვიოთ, რა არის Base და რას უნდა ველოდოთ ამ სიახლისგან.
ბევრი კრიპტოპლატფორმა, ვაჭრობის ოპტიმიზაციისა და გადახდის დამუშავების დაჩქარების მიზნით, საკუთარი ქსელის განლაგებას ახდენს. ბაზრის ლიკვიდობის გასაუმჯობესებლად და საბირჟო საკომისიოების შესამცირებლად, ისინი L2 ბლოკჩეინზე შიდა utility-ტოკენს ქმნიან. გარდა ამისა, ბირჟის ნატიური ტოკენი ხშირად მოქმედებს, როგორც გადახდის საშუალება და დეცენტრალიზაციის ინსტრუმენტი, რადგან ის, ფორმალურად, პროექტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ხმის მიცემის ინსტრუმენტია.

მაგრამ Coinbase-მა გადაწყვიტა, უარი ეთქვა საკუთარი საბირჟო ქსელის შექმნისა და გამოყენების ჩვეულ ალგორითმზე.

ყველაფერი, რაც Coinbase-ის ბლოკჩეინ Base-ზე უნდა იცოდეთ

7 ფაქტი, რაც Base-ის შესახებ უკვე ცნობილია:

  1. Coinbase აამოქმედებს L2 ბლოკჩეინს, რათა კონკურენცია გაუწიოს Ethereum L2 მასშტაბირების სხვა პროექტებს (Polygon, Arbitrum, Loopring, Starknet);
  2. Coinbase-ის ბლოკჩეინი გახდება ტრანზაქციების განხორციელების ერთადერთი პროტოკოლი. ის პლატფორმაზე გარიგებებს შეამოწმებს და დახურავს. Base-ს თავდაპირველად ბირჟა მართავს, მაგრამ დამფუძნებლები გვპირდებიან, რომ დროთა განმავლობაში ის დეცენტრალიზდება;
  3. Base აიგება Optimism OP სტეკის გამოყენებით. Optimism არის კიდევ ერთი L2, ხოლო OP Stack არის ღია საწყისი კოდის მქონე პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს Optimism-ს. ანუ, Coinbase გამოიყენებს კონკურენტის კოდს საკუთარი L2-ის შესაქმნელად;
  4. სატესტო ვერსიაზე წვდომა მიიღო 48 კრიპტოპარტნიორმა, რომელთა შორისაა Chainlink, Magic Eden და Uniswap.
  5. Base ტოკენის გამოშვების გეგმები არ არის. Coinbase ამტკიცებს, რომ ის არ არის საჭირო, ხოლო პროტოკოლის დეცენტრალიზაცია მოხდება არასტანდარტული გზით (ჯერ არ არის დაკონკრეტებული რომლით);
  6. უკვე შექმნილია ყალბი BASE ტოკენი, რომელიც Pump&Dump სქემის მიხედვით მოქმედებს.
  7. Coinbase-მა გამოაცხადა Base Ecosystem-ის ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც ინვესტირებას ახალ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პერსპექტიულ პროექტებში განახორციელებს.
ყალბი ტოკენი უკვე ივაჭრება Uniswap-ზე. წყარო: coinmarketcap

ყალბი ტოკენი უკვე ივაჭრება Uniswap-ზე. წყარო: coinmarketcap

მას შემდეგ, რაც ახალი ამბავი ბირჟის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა, Coinbase-ის აქციები გაიზარდა 3%-ით, ხოლო Optimism ტოკენი - თითქმის 20%-ით.

L2 უზრუნველყოფს უფრო იაფ და სწრაფ ტრანზაქციებს L1-თან შედარებით, როგორიცაა Ethereum. შედარებისთვის, ტრანზაქციის გაგზავნა Optimism-ზე დაახლოებით $0,20 ღირს. იგივეს გაკეთება  Ethereum-ის ძირითად ქსელში ჯდება $1.30 (ანუ 6-ჯერ მეტი).
ზოგიერთი მომხმარებელი ელოდება, რომ ეს ბირჟაზე საკომისიოების დაწევას გამოიწვევს. მაგრამ Coinbase-ს  ამის შესახებ ჯერ არაფერი გამოუცხადებია.

როდის ამოქმედდება Base-ის მუშა ვერსია?

მათთვის, ვინც ბლოკჩეინ Base-ზე სწრაფი ვაჭრობის დასაწყებად ემზადება, ცუდი ამბავი გვაქვს: ოფიციალური ამოქმედების თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. დეველოპერები გეგმავენ მას მარტის ბოლომდე გაუმკლავდნენ, მაგრამ აფრთხილებენ, რომ განახლება არ იქნება მანამ, სანამ ქსელი ტესტირებას სრულად არ გაივლის.

მაგრამ პროექტი შეიძლება საკმაოდ წარმატებული იყოს. მიზეზი მარტივია: არცერთი სავაჭრო პლატფორმა, რომელმაც გამოიყენა მეორე დონის ბლოკჩეინი, ვერ დაიკვეხნის მომხმარებელთა ასეთი რაოდენობით (Coinbase-ის ცნობით, ეს მაჩვენებელი 110 მილიონ  აქტიურ ანგარიშს შეადგენს) და ყოველდღიური ვაჭრობის ასეთი  მოცულობებით (სტატიის მომზადების მომენტისთვის $870 მილიონი Coinranking-ის თანახმად). 

ეს რამდენჯერმე მეტია, ვიდრე მთელ L2 ეკოსისტემაში.

აქედან გამომდინარე, ჯობია, გამოვიჩინოთ მოთმინება და დაველოდოთ, სანამ კოდერები ყველა ბაგს იპოვიან და გამოასწორებენ.