გავრცელებული მცდარი მოსაზრებები კრიპტოვალუტების შესახებ

ფოტო - გავრცელებული მცდარი მოსაზრებები კრიპტოვალუტების შესახებ
თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ციფრული ვალუტები ბლოკჩეინის გარეშე არ არსებობს, ხოლო ტოკენებსა და კრიპტოვალუტებს შორის განსხვავება არ არის, არა უშავს, ყველანი ვცდებით. ამ სტატიაში ჩვენ გვსურს განვიხილოთ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ფართოდ გავრცელებული მცდარი მოსაზრებები.

კრიპტოვალუტები არსებობს მხოლოდ ბლოკჩეინზე

ბლოკჩეინი  — განაწილებული რეესტრის ყველაზე პოპულარული სახეობაა, სადაც კრიპტობაზარზე არსებული პრაქტიკულად ყველა კრიპტოვალუტაა გაშვებული.  მაგრამ ბლოკების ჯაჭვების გარდა არსებიბს მონაცემთა სხვა, დეცენტრალიზებული ბაზები საკუთარი ციფრული ვალუტებით. მაგ.  DAG (directed acyclic graph, მიმართული აციკლური გრაფი). მასზეა დაფუძნებული HBR (Hedera), MIOTA (IOTA), XNO (NANO). უფრო დეტალურად ამის შესახებ იხილეთ სტატიაში: “კრიპტო ბლოკჩეინის გარეშე: აშკარა-წარმოუდგენელი”.

კრიპტოვალუტებს რეალური ღირებულება არ გააჩნიათ

კრიპტოვალუტების ბაზარზე ბევრი სპეკულაციაა, ამიტომ ზოგიერთ აქტივს რეალური ღირებულება მართლაც არ გააჩნია.

მაგრამ! კრიპტოვალუტების მთავარი მნიშვნელობა, პირველ რიგში ეს ბიტკოინს ეხება, მდგომარეობს დეცენტრალიზაციაში, რომელსაც ის გვთავაზობს. Bitcoin არის პირველი და ყველაზე რეალური კრიპტოვალუტა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფულადი ნაკადების განმკარგავი სახელმწიფოებისა და ბანკებისგან ფინანსური დამოუკიდებლობის და თავისუფლების ღირებულებები.  

ასევე, ფიატური თუ ციფრული ფულის ღირებულება დამოკიდებულია ფულის ბაზარზე მოთამაშეების მოთხოვნაზე, მიწოდებასა და ნდობაზე. თუ დროში გამოცდილი რომელიმე კრიპტოვალუტა არ გაუფასურდება გაჭიანურებული დათვური ბაზრის დროსაც კი, მაშინ ის მისი მფლობელებისთვის ღირებულია.

ტოკენები - კრიპტოვალუტებია

პრაქტიკაში, ტოკენებისა და კრიპტოვალუტების ცნებები ხშირად განზოგადოებულია და მკაცრად გამიჯნული არ არის. მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით, ეს არასწორია.

კრიპტოვალუტებს ან კოინებს საკუთარი განაწილებული რეესტრი გააჩნიათ. მათ გასაშვებად, თქვენ უნდა შექმნათ ცალკე ბლოკჩეინი, რასაც საკმაოდ დიდი რესურსები სჭირდება. ამავდროულად, ტოკენების გაშვება არსებულ ჯაჭვებზეა შესაძლებელი. მაგალითად, დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან Ethereum-ის ბაზაზე დეცენტრალიზებული აპლიკაცია საკუთარი ტოკენით. დეტალურად იხილეთ სტატიაში: "რა განსხვავებაა ტოკენსა და კრიპტოვალუტას შორის?"

კრიპტოვალუტები ანონიმურია

არსებობს ანონიმური კრიპტოვალუტები, მაგრამ ტრანზაქციები  BTC-ის, ETH-ის და სხვა ბევრი კოინის მონაწილეობით, სრულიად გამჭვირვალეა. ნებისმიერ მომხმარებელს საჯარო ბლოკჩეინზე შეუძლია ნახოს კრიპტოსაფულის მისამართი, გადარიცხვის ოდენობა და სხვა დეტალები. არსებობს მოსაზრება, რომ საცავის მეშვეობით  კრიპტოვალუტის მფლობელის ვინაობის დადგენა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, არსებობს ამ ინფორმაციის იდენტიფიცირების მეთოდები.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ ბიტკოინ-დეველოპერმა 0xB10C-მ განაცხადა, რომ ბაზარზე არსებობს საზოგადოება, რომელიც აგროვებს იმ მომხმარებლების IP-ებს, რომლებმაც განახორციელეს ტრანზაქციები და მათ 2018 წლიდან ბიტკოინ-მისამართებთან აკავშირებს.

კრიპტოვალუტები - დროებითი მოვლენაა

სავარაუდოდ, სმარტფონისა და ინტერნეტის ამოქმედების  დროსაც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ის ცივილიზაციურ ზედმეტობად  ან წუთიერ გართობად მიაჩნდათ. ბიტკოინმა  მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყვიტოს არსებობა, თუ ქსელის მხარდამჭერი ყველა მაინერი პროგრამულ უზრუნველყოფას გამოეთიშება. როგორც თქვენ ხვდებით, ეს მხოლოდ აპოკალიფსის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. სხვა კარგად დამკვიდრებული დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტები უბრალოდ ვერ გაქრება იქამდე, ვიდრე არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათში არიან დაინტერესებულები. ამასთანავე, shit-კოინებთან და პრობლემურ პროექტებთან დაკავშირებით, ეს მოსაზრება საკმაოდ სამართლიანია.

კრიპტოვალუტები - თაღლითობაა

სამწუხაროდ, კრიპტოსფერო მართლაც წაბილწულია  მრავალი სქამითა და მაქინაციით.  სწრაფად გამდიდრების სურვილის გამო, ბევრი, მოტყუებისა და ქურდობის გარდა, სხვა გზას ვერ ხედავს . მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ინდუსტრია - სრული თაღლითობაა.

გარდა ამისა, თაღლითები უფრო მეტად იყენებენ ტოკენებს, და არა კრიპტოვალუტებს, რადგანაც პირველის შექმნა ბევრად უფრო მარტივია.

კრიპტოვალუტები მდიდარი ხალხისთვის არის შექმნილი

Bitcoin ნამდვილად შეესაბამება Veblen-ის საქონლის განმარტებას, მაგრამ დეცენტრალიზებული  ციფრული ვალუტის საფუძველი არის ჩვეულებრივი ადამიანების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით უბრალო ადამიანისთვის საკმაოდ რთულია ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების გაგება, მათი თავდაპირველი  პრინციპები საკმაოდ მარტივია - შუამავლების (სახელმწიფო ორგანოები, ბანკები) ჩამოშორება  და უფრო სამართლიანი ფინანსური სისტემის შექმნა.

კრიპტოვალუტები ეკოლოგიური არ არის

დიდი ხნის განმავლობაში, ეს მოსაზრება მართებული იყო, მაგრამ კრიპტოვალუტის სფერო ერთ ადგილზე არ დგას, ის განიცდის მუდმივ მოდერნიზებას. მაინინგ-დაბინძურებისგან გარემოს გაწმენდისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იყო Proof-of-Work კონსენსუსის მექანიზმიდან Proof-of-Stake-ზე სიდიდით მეორე Ethereum ბლოკჩეინის გადასვლა. ამრიგად, მისი ეკოსისტემა გათავისუფლდა რესურსტევადი დანადგარებისგან ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უფრო ეკოლოგიურ ვარიანტზე გადავიდა. 2023 წელს PoW–დან PoS–ზე გადასვლის ტენდენცია მხოლოდ გამყარდა.

ზოგადად, კრიპტოვალუტის მაინინგი, ბიტკოინის ჩათვლით, სულ უფრო ხშირად ხორციელდება ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებით. კრიპტოვალუტური პროექტები ხშირად ახორციელებენ ინვესტიციას ნახშირბად-ნეიტრალურ ინიციატივებში, რასაც გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე დაჰყავს.

ბიტკოინის მაინინგისა და ეკოლოგიაზე მისი ზემოქმედების შესახებ უფრო დეტალურად იხილეთ აქ: