მონეტა Pepe-მ პირველმა მიაღწია 1 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციას?

ფოტო - მონეტა Pepe-მ პირველმა მიაღწია 1 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციას?
მოდით კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ მონეტაზე Pepe. დადის ჭორები, რომ მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე მან ბევრ მონეტას გადაუსწრო.
Pepe-ს წვეულება შესაძლოა, დასრულდა, მაგრამ სტუმრები წასვლას არ ჩქარობენ.

Borovik.eth-ს, რომელიც, როგორც ჩანს, მიმკოინების, განსაკუთრებით  მონეტა Pepe-ს,რომელსაც ის ყველაზე უნივერსალურ მიმ-მონეტად თვლის, დიდი გულშემატკივარია, გაუჩნდა კითხვა. მას აინტერესებს, არის თუ არა Pepe პირველი მონეტა, რომელმაც ასე სწრაფად მიაღწია 1 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციას.

მან მოიყვანა Oxygeworld.eth ტვიტი, სადაც ნათქვამია, რამდენი დღე დასჭირდა კრიპტოვალუტებს 1 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციის მისაღწევად.

BTC - 1579

ETH - 287

USDT - 1163

BNB - 559

USDC - 644

XRP - 1751

Doge -2585

Shib -279

Pepe -19
Borovik.eth.-ის ტვიტი   წყარო: Twitter

Borovik.eth.-ის ტვიტი წყარო: Twitter

ციფრები, ერთი შეხედვით, სწორია, და როგორც მოსალოდნელი იყო, დადასტურების გარეშეც, ამ შეტყობინებამ დიდი ხმაური გამოიწვია Twitter-ზე.

ზოგიერთი კომენტატორი დარწმუნებულია, რომ Pepe ასევე ყველაზე სწრაფად მიაღწევს $10 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციას.

სხვები ნაკლებად ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი და ამტკიცებდნენ, რომ ასეთ სწრაფ ზრდას აქვს ზუსტად ისეთივე უკანა სვლის ტენდენცია. ერთმა მომხმარებელმა, სკოტ მაჰრინგმა, ტვიტერზე დაწერა: „არანაირი ახალი საცალო ვაჭრობა კრიპტოსივრცეში...  საჭიროა სხვა მტკიცებულება, რომ ყველაფერი მანიპულაციაა?“.

მონეტა Pepe-მ $1 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაციას  5 მაისს მიაღწია Binance-ის ბირჟაზე ლისტინგის შემდეგ. მონეტა ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე კვირა იყო და 4000%-ზე მეტით გაზრდა მოახერხა 14 აპრილიდან, მისი შექმნის დღიდან.

ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს 612,676,93 დოლარს.

გასული კვირის განმავლობაში მონეტის ფასი ხანმოკლედ გაიზარდა და შემდეგ ისევ დაეცა. პუბლიკაციის მომენტისთვის მონეტა $0.0000016 დოლარად ივაჭრებოდა.
მონეტა Pepe-ს ფასის დინამიკა ბოლო კვირის განმავლობაში. წყარო: Coinmarketcap

მონეტა Pepe-ს ფასის დინამიკა ბოლო კვირის განმავლობაში. წყარო: Coinmarketcap

მართალია, ბიტკოინს რამდენიმე წელი დასჭირდა იმისთვის, რომ 2013 წლის 1 მაისს საბაზრო კაპიტალიზაციის 1,3 მილიარდ დოლარისთვის მიეღწია. მაგრამ, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მონეტა Pepe გამოვიდა ისეთ გარემოში, სადაც კრიპტოვალუტა ნორმად ყალიბდება.

Gagarin News ადრე იტყობინებოდა მიმკოინ-მანიისა და Arbitrum-ზე აირდროპების შესახებ.