AI საფრთხეების დაძლევა ბიტკოინის მეშვეობით

icon BTC
ფოტო - AI საფრთხეების დაძლევა ბიტკოინის მეშვეობით
Kitco News-თვის მიცემულ ინტერვიუში MicroStrategy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა განაცხადა, რომ ბიტკოინმა და ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ ჩვენს მომავალზე. ამ უკანასკნელის განვითარება მან შიდა წვის ძრავით გამოწვეულ რევოლუციას შეადარა და ამასთანავე აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტს სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია.
მაიკლ სეილორმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი ექსპერიმენტული არაკომერციული ტექნოლოგიიდან კომერციულად სიცოცხლისუნარიან ტექნოლოგიად გარდაიქმნება, რადგანაც ის საწარმოებს მნიშვნელოვანი პროდუქტიულობის მიღწევის შესაძლებლობას მისცემს ადამიანურ რესურსებზე ექვივალენტური ხარჯების გარეშე.

თუმცა, AI ასევე ქმნის პრობლემებს, განსაკუთრებით ციფრულ გარემოში. მაიკლი ამბობს, რომ AI-ბოტებს სოციალური მედიის პლატფორმებით მანიპულირება შეუძლიათ, რეალობის დამახინჯებითა და სამოქალაქო სიძულვილის გაღვივებით. ძირითადი პრობლემა კიბერსივრცეში საიმედო შემოწმების არარსებობაა, რაც მილიონობით ყალბი აკაუნტის შექმნის საშუალებას იძლევა.
მაიკლ სეილორი Kitco News-თან ინტერვიუს დროს წყარო: Youtube-არხი Kitco News

მაიკლ სეილორი Kitco News-თან ინტერვიუს დროს წყარო: Youtube-არხი Kitco News

ბიტკოინი, როგორც გადაწყვეტილება AI-ის საფრთხეების წინააღმდეგ

ამ რისკების აღმოსაფხვრელად, სეილორმა მოიფიქრა გამოსავალი წყვილი გასაღების (საჯარო და პრივატული) შექმნის გზით, ბიტკოინის საბაზისო დონეში საიდენტიფიკაციო მონაცემების ჩასაწერად. ამან უნდა უზრუნველყოს უცვლელი იდენტურობა, რომელიც შეიძლება მივაბათ სააღრიცხვო ჩანაწერებს სოციალურ ქსელებში. ამის შედეგად, ბოტებისთვის აკაუნტების  შექმნა ძვირი და, შესაბამისად, ნაკლებად შესაძლებელი გახდება.

MicroStrategy-ის
თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ მისი კომპანია აქტიურად ავითარებს ამ ტექნოლოგიას და  კორპორატიულ უსაფრთხოებაში ბიტკოინის კრიპტოგრაფიული დაცვის ინტეგრირებას ცდილობს.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ჩვენს კიბერსივრცეზე კონტროლის შენარჩუნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საჰაერო სივრცის ან საზღვაო მიმოსვლის დაცვა. შესაბამისად, ამას ეროვნული უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ უკვე არსებობს დეცენტრალიზებული იდენტიფიკაციის გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ პოტენციურად გადალახონ ზემოაღნიშნული პრობლემა, თუმცა ის არ არის აგებული ბიტკოინის ბლოკჩეინზე. ერთ-ერთი მათგანია Polygon ID, გადაწყვეტილება, რომელიც 2023 წლის მარტის დასაწყისში ამოქმედდა. ის მუშაობს ZK-Proof ტექნოლოგიით და მომხმარებლებს ინტერნეტში საკუთარი პიროვნების დადასტურების შესაძლებლობას აძლევს კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემისა და შენახვის გარეშე. ამ ტექნოლოგიის შესახებ უფრო დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ საიტზე ჩვენს სტატიაში.